“ძლიერი ქარი, ყინვა და თოვლი…” – ტემპერატურა მკვეთრად იკლებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. 27-28 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი, […]
აქციაზე დაკავებულმა დევიძემ და წოწორიამ იზოლატორი დატოვეს

8-დღიანი პატიმრობის შემდეგ აქციაზე დაკავებულმა ისაკო დევიძემ და დავით წოწორიამ იზოლატორი დაკავეს. დევიძემ პატიმრობის დროს საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული და პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად შიმშილობა დაიწყო. მისი თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება პატიმრობის შეფარდების შესახებ არასამართლიანი იყო და მოსამართლემ პოლიტიკური დავალება შეასრულა. ორივე აქტივისტი 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, საპროტესტო აქციის დაშლის დროს დააკავეს. მათ სასამართლომ […]
მექსიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს – ერთ ტარიფს პასუხად მეორე მოჰყვება და ასე შემდეგ, სანამ ჩვენს საერთო ბიზნესებს საფრთხეს არ შევუქმნით

ერთ ტარიფს პასუხად მეორე მოჰყვება და ასე შემდეგ, სანამ ჩვენს საერთო ბიზნესებს საფრთხეს არ შევუქმნით, – ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რითაც მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე 25%-იან ტარიფის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა. მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის განცხადებით, ტარიფები ინფლაციასა და მექსიკასა და აშშ-ში სამუშაო ადგილების დაკარგვას გამოიწვევს. […]
მამარდაშვილის გარეშე – “ვალენსია” თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა

ესპანეთის თასზე „ვალენსიამ“ გასვლაზე ქვედალიგური „პარლა ესკუელასი“ 1:0 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. „ღამურების“ მწვრთნელმა რუბენ ბარახამ რიგ წამყვან ფეხბურთელებს და მათ შორის გიორგი მამარდაშვილს დასვენების საშუალება მისცა, მის ნაცვლად კი სტოლე დიმიტრიევსკი ათამაშა. „ვალენსიას“ შემდეგი მეტოქე ოთხშაბათს კენჭისყრაზე გაირკვევა. მომდევნო მატჩს „ვალენსია“ 30 ნოემბერს, გასვლაზე ლა ლიგაზე „მალიორკასთან“ ჩაატარებს. პარლა ესკუელა – ვალენსია […]
Banco BPM-მ UniCredit–ის მიერ მისი შესყიდვის შეთავაზებაზე უარი თქვა

იტალიურმა Banco BPM-მა უარყო შეთავაზება UniCredit-ისგან მისი 10,1 მილიარდ ევროდ შესყიდვაზე – წერს Financial Times. „დირექტორთა საბჭოს აზრით, შეთავაზების პირობები არ ასახავს BPM-ის მომგებიანობას და მისი შემდგომი ზრდის პოტენციალს“ – მოჰყავს გაზეთს ბანკის განცხადება. BPM-ის დირექტორთა საბჭო ასევე მიიჩნევს, რომ გარიგება გამოიწვევს მისი ბრენდის გაქრობას და კონკურენციის მნიშვნელოვან შესუსტებას იტალიის საბანკო ბაზრის როგორც საცალო, ისე […]
ისტორიული შედეგი – საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულმა ნაკრებმა G1 კატეგორიის ტურნირზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

ბოსნია-ჰერცეგოვინაში დასრულდა ტაეკვონდოში G1 კატეგორიის ტურნირი, რომელზედაც წარმატებით იასპარეზა ეროვნულმა ნაკრებმა. შეჯიბრებაზე საქართველოს ღირსებას 5 ტაეკვონდოისტი იცავდა, მათაგან ზურაბ კინწურაშვილმა და ბექა ქავთარაძემ მოიპოვეს ოქროს მედლები, ხოლო ვიტალი გელაძე ვერცხლის მედალს დასჯერდა. მოპოვებული მედლებით საქართველოს ეროვნული ნაკრები მამაკაცთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა და ჩამოიტოვა ისეთი ქვეყნები, როგორიც არის სამხრეთ კორეა, თურქეთი, აზერბაიჯანი და […]
ბრიტანეთში სამხედრო ბაზების მახლობლად დრონები დააფიქსირეს

დიდ ბრიტანეთში სამი სამხედრო ბაზის მახლობლად უპილოტო საფრენი აპარატები დააფიქსირეს. BBC-ს ინფორმაციით, დრონების წარმომავლობის დასადგენად გამოძიებაში ჩართულია გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების 60-მდე სპეციალისტი. ლეიკენჰიტის, მილდენჰოლის და ფელტუელის რაიონებში მდებარე სამხედრო ბაზების მახლობლად რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი პირველად გასულ კვირაში დააფიქსირეს, შემდეგ კი – 25 ნოემბერს ღამით. ამ ბაზებს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები იყენებენ. ლეიკენჰიტში დისლოცირებული არიან […]
დღეს, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 27 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის, ფხაკაძის და მინდელის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა (ნაწილობრივ), V, VII მიკრორაიონების და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების […]
კიევზე დრონებით შეტევა იყო

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. საჰაერო განგაში 27 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ გამოცხადდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ და საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ კიეველებს უსაფრთხო ადგილებში გადასვლისკენ მოუწოდეს. დრონების მოსაგერიებლად ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა. ადგილობრივი დროით დილის შვიდის ნახევრისთვის კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა დედაქალაქის დნეპრის […]
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით უმრავლესობისა და პოლიტიკური საბჭოს სხდომებს გამართავს

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს. როგორც „ინტერპესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, ამ მიზნით 10:00 საათზე „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება, 10:30 საათზე კი პოლიტიკური საბჭოს სხდომაა ჩანიშნული. მათივე განმარტებით, განცხადება 11:00 საათზე გაკეთდება. ცნობისთვის, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს – 29 დეკემბერს გაიმართება.