ლევან დავითაშვილი – სახელმწიფოს გრანტებით დაფინანსებულმა სტარტაპებმა უკვე დააგენერირეს 500 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური სარგებელი და შექმნეს 4 000-მდე ახალი მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილი

ქვეყანაში შეიქმნა ინოვაციური სტარტაპების დაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 2018 წლიდან დღემდე 100 და 150 ათას ლარიანი გრანტებით დაფინანსდა 270-მდე სტარტაპი, ჯამში 44 მილიონი ლარის ოდენობით. დღეისთვის აღნიშნულმა სტარტაპებმა უკვე დააგენერირეს 500 მილიონ ლარზე მეტი კერძო ფინანსური სარგებელი და 4 000-მდე ახალი მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილი შექმნეს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ლევან […]
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 36 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 36 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 89 დრონი გაუშვეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 36 რუსული დრონი ჩამოაგდეს, 48 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, ხოლო 5 რუსეთის მიმართულებით გაფრინდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული დრონები კიევის, ჩერნიგოვის, სუმის, […]
ვახტანგ ძაბირაძე – პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებით პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ გავაუქმეთ

ყაველაშვილს პოლიტიკური ამბიციები არ გაუჩნდება, ის იქნება მორჩილი და ყველა იმ პირობას დააკმაყოფილებს, რასაც გუნდი ეტყვის – პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ გავაუქმეთ,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. ძაბირაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი მორჩილების ნიშნით შეირჩა. „რა თქმა უნდა, პრეზიდენტობის კანდიდატს არჩევდნენ ერთგულების და მორჩილების […]
“პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა” – პაატა ბურჭულაძე

მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, რომ თუ აქამდე ვებრძოდით მთავრობას, ახლა ვებრძვით არავის, ისინი არაფერს აღარ წარმოადგენენ. ისინი არაიან არალეგიტიმური პარლამენტის წევრები. ჩვენ ვებრძვით იმ ადამიანებს, ვინც მიიტაცა ძალაუფლება. ჩვენ მთავრობა არ გვყავს, პარლამენტი არ გვყავს, ერთადერთი გვყავს კონსტიტუცია, რომელიც ყველამ უნდა დავიცვათ. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც უკან დასახევი გზა აღარ აქვთ, იმდენი […]
პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინეს

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. კანდიდატურაზე საბოლოო კონსულტაციები „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომაზე გაიმართა. კონსულტაციების შემდეგ პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა ჩატარდა, სადაც მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურაზე შეთანხმდნენ. მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე წარადგინა. „როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა დანიშნა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, არაპირდაპირი წესით […]
მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას – ბიძინა ივანიშვილი

დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას, – განაცხადა უმრავლესობისა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა. „როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა დანიშნა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, არაპირდაპირი წესით გაიმართება. 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს 300 წევრისგან […]
„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 700 ახალი საწარმო შეიქმნა, 800 საწარმო გაფართოვდა/გადაიარაღდა, ხოლო 10 000-მდე პროექტი მიკროგრანტით დაფინანსდა- ლევან დავითაშვილი

„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 700 ახალი საწარმო შეიქმნა, 800 საწარმო გაფართოვდა/გადაიარაღდა, ხოლო 10 000-მდე პროექტი მიკროგრანტით დაფინანსდა- ლევან დავითაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 700 ახალი საწარმო შეიქმნა, ხოლო 800 საწარმო გაფართოვდა და გადაიარაღდა. მისი თქმით, სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის მეშვეობით 2 600-ზე მეტი ბიზნესპროექტის განხორციელების მხარდაჭერა […]
ახალი წლის პერიოდში სასტუმრო 100%-ით დაჯავშნილია – Garden Boutique Hotel

თბილისში, დაახლოებით, 4 თვის წინ სატესტო რეჟიმში, გახსნილი სასტუმროს – Garden Boutique Hotel-ის დამფუძნებლის გიორგი ღვარძელაშვილის განცხადებით, ახალი წლის პერიოდში სასტუმრო სრულად დაჯავშნილია. როგორც მან “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნა, მათი დამსვენებლების 100% უცხოელები არიან. “შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა. ზაფხულის სეზონზე 70%-მდე დატვირთულობით ვმუშაობდით. ახალი წლის პერიოდში კი ყველა ნომერი უკვე დაჯავშნილია. ძირითადად, ჯავშნები მიღებული […]
„ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი“ – მიხეილ ყაველაშვილი

„ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი“ – მიხეილ ყაველაშვილი „რა თქმა უნდა გათვითცნობიერებული მაქვს რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენდა სამწუხაროდ მოქმედმა პრეზიდენტმა პირდაპირ შეურაცხყო და უგულებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი, საქართველოს კონსტიტუცია და დღესაც აგრძელებს მის დარღვევას. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენი საზოგადოება არის […]
,,2028 წლისთვის მშპ 130 მლრდ ლარს, მშპ ერთ სულზე კი 35 000 ლარს გადააჭარბებს”- ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების წევრებს ქვეყნის მთავარი ეკონომიკური ტენდენციები და პერსპექტივები გააცნო. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყანაში კვლავ გრძელდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაფიქსირებული პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები. „ეკონომიკური ზრდის […]