“პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა” – პაატა ბურჭულაძე

მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, რომ თუ აქამდე ვებრძოდით მთავრობას, ახლა ვებრძვით არავის, ისინი არაფერს აღარ წარმოადგენენ. ისინი არაიან არალეგიტიმური პარლამენტის წევრები.

ჩვენ ვებრძვით იმ ადამიანებს, ვინც მიიტაცა ძალაუფლება. ჩვენ მთავრობა არ გვყავს, პარლამენტი არ გვყავს, ერთადერთი გვყავს კონსტიტუცია, რომელიც ყველამ უნდა დავიცვათ.

ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც უკან დასახევი გზა აღარ აქვთ, იმდენი რამე აქვთ გაფუჭებული. ისე ჩაითრია ივანიშვილმა თავის მორევში, რომ იქიდან ამოძრომის საშუალება აღარ აქვთ. ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან.

ვფიქრობ, სხვა ზომებია მისაღები, იმათ უნდა დაელაპარაკოთ იმ ენით, რომელსაც ისინი გაიგებენ.

პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა“,- განაცხადა ბურჭულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია