რომან გოცირიძე – ივანიშვილმა ქართველ ხალხს სულში ჩააფურთხა – კარგიც არის რაღაც გაგებით, თუ ვინმე რაიმე ილუზიებით იკვებებოდა, ტვინის ნატამალი თუ აქვს, უნდა მიხვდეს, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე

ივანიშვილმა ქართველ ხალხს სულში ჩააფურთხა – ჯარის მთავარსარდლად და საერთაშორისო ურთიერთობებში მთავარ ფიგურად ხეპრე დაგვინიშნა, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც გოცირიძე განმარტავს, ივანიშვილმა „რომელიმე თავისი მონა წერა-კითხვის მცოდნის დასმაც კი ვერ გაბედა“. „ივანიშვილმა ქართველ ხალხს სულში ჩააფურთხა. გუშინ ერთ რადიოჩართვაში გავიხუმრე და პრეზიდენტობის ყველაზე ოდიოზური და არარეალური კანდიდატები დავასახელე, […]

კახა კალაძე – მიხეილ ყაველაშვილი ღირსეული ადამიანი და პატრიოტი კაცია – დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე იყოს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატი, მიხეილ ყაველაშვილი ღირსეული ადამიანი და პატრიოტი კაცია. მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილს წარმატება უსურვა. კალაძე დარწმუნებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილი „მოწოდების სიმაღლეზე იქნება“. „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საზოგადოებას წარუდგინა პრეზიდენტობის კანდიდატი, მიხეილ ყაველაშვილის სახით. მინდა მიშას წარმატებები ვუსურვო. ის მართლაც ღირსეული ადამიანი, პატრიოტი კაცია. […]

„სელფის“ კორპორაციული კლიენტები DHR-ის პაკეტებზე სპეციალური პირობებით ისარგებლებენ

„სელფი მობაილმა“, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, მზარდი ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით, ადამიანური რესურსების მართვის პროგრამა DHR-თან პარტნიორობა გააფორმა. შედეგად, „სელფის“ კორპორაციული კლიენტები DHR მომსახურებაზე სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „სელფი მობაილი“ ავრცელებს. მათი ცნობით, DHR ადამიანური რესურსების მართვის ქართული პლატფორმაა, რომელიც კომპანიებს მართვის სრულიად გაციფრულებულ სერვისს სთავაზობს. მრავალფეროვან […]

განათლების მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მათემატიკური სკოლების ჩამოყალიბება, სკოლებში მათემატიკის სწავლების გაძლიერება და STEM სწავლების დანერგვა იგეგმება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატის, ალექსანდრე წულაძის განცხადებით, მათემატიკური სკოლების ჩამოყალიბება, სკოლებში მათემატიკის სწავლების გაძლიერება და STEM სწავლების დანერგვა იგეგმება. ამის შესახებ მან კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. „ზოგადი განათლების საფეხურზე ჩვენი მიზანია გვქონდეს ძლიერი და ინკლუზიური სისტემა, რომელიც, პირველ რიგში, უზრუნველყოფს პოზიტიურ სასწავლო გარემოს თითოეული მოსწავლისთვის. შინაარსობრივი თვალსაზრისით გვაქვს სიახლეები: 1. მე-11-მე-12 კლასებში მოსწავლეებს […]

Financial Times – ჩინეთის თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო

ჩინეთის თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. Financial Times-ის ცნობით, ფართო ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში ჩინეთის მოქმედი თავდაცვის მინისტრი, დონგ იუნი ამ თანამდებობაზე მყოფი ზედიზედ მესამე მინისტრია, ვის წინააღმდეგაც ბოლო პერიოდში კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო. ჩინეთის საზღვაო ძალების ყოფილი მეთაური, დონგ იუნი ქვეყნის თავდაცვის […]

მიხეილ ყაველაშვილის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია ღია წყაროებში არ იძებნება

ყაველაშვილი პარლამენტის მოქმედი დეპუტატია. საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე კი პარლამენტარების ბიოგრაფიული მონაცემებია გამოქვეყნებული, რომელშიც წერია სამუშაო გამოცდილებისა და განათლების შესახებ მონაცემები. მაგალითად, მიხეილ ყაველაშვილის თანაგუნდელია სოზარ სუბარი, ორივე „ქართულ ოცნებაში“ ანტიდასავლური და ჰომოფობიური განცხადებებით ცნობილ პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალას“ წარმოადგენს. სუბარს ბიოგრაფიაში უწერია, რომ მან უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. განათლების შესახებ ველი ცარიელია მიხეილ […]

ვან ნისტელროიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი კლუბი ჩაიბაროს

ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, რუდ ვან ნისტელროიმ შესაძლოა, გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის ბინადარი “ჰამბურგი” ჩაიბაროს. კლუბმა უკვე ყოფილი მენეჯერი შტეფენ ბაუმგარტი დაითხოვა და ნიდერლანდელიც მისი შეცვლის მთავარ კანდიდატ განიხილება. აღსანიშნავია, რომ “ჰამბურგში” მისვლის შემთხვევაში, ეს ნისტელროისთვის პსვ-ისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” შემდეგ ყოფილ კლუბში მუშაობის მესამე შემთხვევა იქნება. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდელის სახელს ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარ “ლესტერსაც” […]

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 36 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 36 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 89 დრონი გაუშვეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 36 რუსული დრონი ჩამოაგდეს, 48 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, ხოლო 5 რუსეთის მიმართულებით გაფრინდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული დრონები კიევის, ჩერნიგოვის, სუმის, […]

ალექსანდრე წულაძე – ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ კარგ მმართველობაზე, ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ განვითარებასა და გაძლიერებას

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა ალექსანდრე წულაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას განათლების ყველა საფეხურზე განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო. როგორც საქართველოს პარლამენტში კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას ალექსანდრე წულაძემ აღნიშნა, განათლება საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენს, რაზეც მეტყველებს სამინისტროს ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი. „ჩვენი ხელისუფლებისთვის განათლების პრიორიტეტულობაზე […]

გია ხუხაშვილი – ივანიშვილს თავისუფლად შეუძლია, პინგვინი პრეზიდენტად დანიშნოს, გარკვეულწილად დაგვცინის კიდეც – რა კომენტარი გავაკეთო მეტი, სერიოზულად ყაველაშვილზე როგორ ვისაუბრო?

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელება პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებას ნიშნავს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ბიძინა ივანიშვილს „თავისუფლად შეუძლია, პინგვინი პრეზიდენტად დანიშნოს, რადგან ამის უფლება მისცეს“. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ტრაგიკომედიაა, რადგან „ბიძინა ივანიშვილი ქართულ საზოგადოებას დასცინის“. „საქართველოში პიროვნების კულტი დამყარდა, ეს ხომ არ არის მხოლოდ ერთპარტიული სისტემა. შესაბამისად, რელიგიური აღქმაა ამ ყველაფრის. […]