რამაზ საყვარელიძე – ადრეც იყო საუბარი ისეთი ადამიანის არჩევაზე, რომელიც ნაკლები მოულოდნელობების მატარებელი იქნებოდა – მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან ღალატი გამორიცხულია, რასაც იტყვის იმას ასრულებს

ადრეც იყო საუბარი ისეთი ადამიანის არჩევაზე, რომელიც ნაკლები მოულოდნელობების მატარებელი იქნებოდა. არ გამოვიდა ორჯერ და მესამე მცდელობაზე მიდიან. მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან ღალატი გამორიცხულია, რასაც იტყვის იმას ასრულებს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. როგორც რამაზ საყვარელიძემ განმარტა, სანამ პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილს აირჩევდნენ, გადაწყვეტილების […]
ალექსანდრე წულაძე – 2025 წელს განახლებული საგნობრივი სტანდარტები დამტკიცდება, რის შემდეგაც, 2025-2028 წლებში განვაახლებთ ყველა სასწავლო სახელმძღვანელოს როგორც ქართულენოვან, ისე არაქართულენოვან სკოლებში

2025 წელს განახლებული საგნობრივი სტანდარტები დამტკიცდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა, ალექსანდრე წულაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ახალი სტანდარტების შესაბამისად, 2025-2028 წლებში როგორც ქართულენოვან, ისე არაქართულენოვან სკოლებში სასწავლო სახელმძღვანელოებიც განახლდება. „მოგეხსენებათ, რომ 2024 წელს, ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, მოხდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლება და მასში ეროვნული, ტრადიციული […]
„თეგეტა ჰოლდინგი – Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერულ კომპანიას LIEBHERR-ის ყველაზე დიდი სამთო საკარიერო ბულდოზერები გადასცა

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრულად ჰიდროსტატიკური ამძრაობის ოთხი ბულდოზერი გადასცა. ორივე მხარისთვის უპრეცედენტო შეთანხმებას ერთწლიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ. სხვადასხვა ფაქტორის გამო, სომხურ კომპანიას, რომელიც უძრავი ქონების ბიზნესში უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს და მაღალი სანდოობით გამოირჩევა, ახალი სამუშაო მიდგომის […]
ნინო ლომჯარია – სასამართლოში ბევრი მტკიცებულებით ვარ მოსული

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ წარმომადგენელი, ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხება. ის არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე დაწყებული საქმის გამოძიების ფარგლებში აძლევს ჩვენებას. როგორც გამოკითხვის დაწყებამდე ლომჯარიამ განაცხადა, ის სასამართლოში კონკრეტული მტკიცებულებებით არის მისული. „პროკურატურამ ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, არჩევნების დღეს და შემდეგ […]
თბილისის მერიამ ზამთრის ახალგაზრდული ბანაკების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

მიმდინარე წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, თბილისის მერიის ზამთრის ახალგაზრდული ბანაკების პროგრამა განხორციელდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ბანაკებში მონაწილეობის საშუალება ექნება 13-29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. „როგორც მოგეხსენებათ, თბილისის მერიას აქვს არაერთი პროგრამა ახალგაზრდების ფორმალური თუ არაფორმალური განათლების ხელშესაწყობად. ამჯერად, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ზამთრის ბანაკების პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად […]
„კოალიციამ ცვლილებისთვის“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა

„კოალიციამ ცვლილებისთვის“ საქართველოს პარლამენტს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართა. პარლამენტში „კოალიცია ცვლილებისთვის“ მანდატის მქონე 19-ივე წევრი მივიდა და განცხადება ინდივიდუალურად დაწერა. „ჩვენ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ამომრჩეველმა ხმა ცვლილებისთვის მოგვცა. ერთადერთი უმთავრესი მიზეზი იყო ცვლილებები. ამიტომაც, მივიღეთ საკმაოდ სოლიდური მხარდაჭერა საზოგადოებისგან. რასაც დღეს ვაკეთებთ, არ ნიშნავს იმას, რომ ხალხის და ამომრჩევლის წარმომადგენლობაზე ვამბობთ უარს. არ ნიშნავს იმას, […]
La Gazzetta dello Sport: კვარაცხელია და “ნაპოლი” ახალ კონტრაქტზე ამ მიზეზის გამო ვერ თანხმდებიან და ეს ხელფასი არაა

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “ნაპოლი” და ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი ახალ კონტრაქტზე ერთი მთავარი მიზეზის გამო ვერ თანხმდებიან და ეს ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხაა. წყაროს ცნობით, ქართველის მხარეს გამოსასყიდ თანხად 80 მილიონის ჩაწერა სურს, დე ლაურენტისი კი 100 მილიონზე ნაკლებზე არაა თანახმა. La Gazzetta dello Sport წერს, რომ მოლაპარაკებებში მთავარი პრობლემა სწორედ ესაა და არა ის, […]
კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტი 2023 წელს 784,4 მილიონ აშშ დოლარს გაუთანაბრდა- ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს პოლიტიკამ, რომელიც საერთაშორისო IT კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათებს მოიცავდა, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზარდა კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტი. მისი თქმით, 2023 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 784,4 მილიონ აშშ დოლარს გაუთანაბრდა, 2016 წელთან შედარებით კი 29-ჯერ არის გაზრდილი. „მომავალ წლებში გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მოზიდვის მიმართულებით, რომლის […]
„მანჩესტერმა“ კვარაცხელიას წელიწადში 9 მილიონი შესთავაზა – Sportmediaset

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით დაინტერესდა და ქართველ ფეხბურთელს წელიწადში ცხრა მილიონი ევრო შესთავაზა. თუმცა, „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ქართველთან ხელშეკრულების განახლების იმედი აქვს, – ამის შესახებ Sportmediaset წერს. „სერია A-ს ლიდერ „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივების იმედი აქვს. თუმცა, ამ დროისთვის მხარეები ვერ თანხმდებიან და ქართველ ფეხბურთელთან საერთო ენა ვერ გამონახეს. დე ლაურენტისი […]
მომდევნო 4 წელიწადში 600-ზე მეტ დასახლება გაზიფიცირდება და გაზით სარგებლობას შიდამეურნეობების 95 პროცენტი შეძლებს – ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარ მიზნებად ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების მაქსიმალური გაძლიერება დაასახელა. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა დადებითად შეაფასა ენერგეტიკული პოლიტიკა გასული 12 წლის განმავლობაში. კერძოდ, მისი […]