უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან 4,8 მილიარდი დოლარი მიიღო

უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან 4,8 მილიარდი დოლარი მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, დენის შმიგალზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინამ თანხა მსოფლიო ბანკის პროექტის PEACE-ის ფარგლებში მიიღო. ეს ბანკის ისტორიაში ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტია, რომელიც სოციალურ, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და აღდგენის სფეროებში ჩვენი სახელმწიფოს მიერ რეფორმების განხორციელების მხარდასაჭერად დაიწყო“, – განაცხადა დენის შმიგალმა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მსოფლიო ბანკის სხვადასხვა მექანიზმების საშუალებით 50 მილიარდ დოლარამდე ოდენობის თანხა შეგროვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”