კონტენტის შექმნის ოთხი მასტერკლასი საქართველოს ბანკისგან Businesscourse.ge-ზე

ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, ციფრული მარკეტინგი ბიზნესის მართვის პროცესში მნიშვნელოვანი სტრატეგიული ელემენტი გახდა. ამასთან ერთად, დღევანდელ შრომის ბაზარზეც სწორედ ის პროფესიებია მოთხოვნადი, რომლებიც ციფრულ მარკეტინგს უკავშირდება. შესაბამისად, საკუთარი ბიზნესის მართვა გსურს თუ ფრილანსერობას გეგმავ, წარმატების მიღწევაში კონტენტის შექმნასთან დაკავშირებული უნარები აუცილებლად დაგჭირდება. იმისთვის, რომ შენი ბიზნესისთვის კონტენტის შექმნა ისწავლო ან ეს ცოდნა დამატებით შემოსავლის წყაროდ აქციო, […]

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის ახალ შემადგენლობას ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის ახალ შემადგენლობას ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით. ევროკომისიის დამტკიცებას ხმა მისცა ევროპარლამენტის 370-მა წევრმა, 282 კი წინააღმდეგი იყო. 36-მა დეპუტატმა თავი შეიკავა. ევროკომისიის ახალი წევრები უფლებამოსილების შესრულებას პირველი დეკემბრიდან უნდა შეუდგნენ. ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობას მეორე ვადით დაიკავებს. ისინი, ფორმალურად, ევროპულმა საბჭომ უნდა დანიშნოს ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით. გაფართოების […]

ეკონომიკის სამინისტრო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი ექსპორტიორი კომპანიებისა და ექსპორტის ხელშეწყობისთვის ითანამშრომლებენ

ეკონომიკის სამინისტრო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი ექსპორტიორი კომპანიებისა და ექსპორტის ხელშეწყობისთვის ითანამშრომლებენ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. შოთა ბერეკაშვილმა, რომელიც მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარედ 25 ნოემბერს აირჩიეს, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკის მინისტრობის […]

“ჰაიდელბერგ ცემენტი” ქართული ბაზრიდან გავიდა, ეს ტენდენცია კარგი არ არის“- ფიშერი

გერმანიიდან საქართველოში შემოსული ინვესტიციების ტენდენციაზე საუბრისას, bm-თან გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ საქართველოდან ისეთი მსხვილი გერმანული კომპანია გავიდა, როგორიც „ჰაიდელბერგ ცემენტი“ იყო. უახლესი მონაცემების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. ვივარაუდებ, რომ ტენდენცია იკლებს და ჩემი პროგნოზით, შემცირდება, თუ საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო დაშორდება. ეს, უბრალოდ, არ არის ძალიან საინტერესო გერმანელი ინვესტორებისთვის. ეს არის პატარა ბაზარი, […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ნოემბერს 09:00-დან 11:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

მარნეულში ჯავახიშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ჯავახიშვილის სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. პროექტის ფარგლებში სკვერი სრულიად განახლდება, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომფორტულ და თანამედროვე დასასვენებელ სივრცეს შექმნის. მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ახალი ბილიკები და კიბეები, განახლდება ამფითეატრი, ასევე, განთავსდება ახალი სკამები და ურნები. „სკვერში დამონტაჟდება თანამედროვე გარე განათების სისტემა, […]

მიხეილ სარჯველაძე – ფაქტია, რომ მედიკამენტებზე დაწესებულმა რეფერენტულმა ფასებმა იმუშავა

ფაქტია, რომ მედიკამენტებზე დაწესებულმა რეფერენტულმა ფასებმა იმუშავა , – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობდა. მინისტრობის კანდიდატმა, სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები, მათ შორის მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების რეფორმა და მისი შედეგები შეაჯამა. „ბუნებრივია, იყო არაერთგვაროვანი გამოხმაურებები, მაგრამ მთლიანობაში, რეფორმამ აჩვენა, რომ იხარჯებოდა იმაზე ბევრად […]

თინა ბოკუჩავა „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტს და ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს შეხვდა

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, “ერთიანობის” ლიდერთან, გიორგი ჩალაძესთან ერთად ევროპარლამენტში შეხვედრებს აგრძელებს. პარტიის ლიდერები „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტს, მანფრედ ვებერს და ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს შეხვდნენ, რომელიც არის საქართველო საკითხზე მომხსენებელი ევროპარლამენტში . “ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს ევროპარლამენტარებთან, მათ შორის შევხვდით ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს, მანფრედ ვებერს, საქართველოს მომხსენებელს ევროპარლამენტში რასა იუკნევიჩიანეს იმისთვის, რომ საქართველოს […]

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის სამედიცინო სისტემა გადატვირთულია დაჭრილებით

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის თანახმად, ჯავშანტექნიკის უკმარისობისა და დრონების თავდასხმების მუქარის გამო რუსეთის არმიას მუდმივად აქვს პრობლემები დაჭრილ მებრძოლთა ევაკუაციაში. ეს თავის მხრივ „თითქმის დანამდვილებით“ ზრდის ევაკუირებულთა შორის უფრო მძიმე ჭრილობებისა და უფრო მაღალი სიკვდილიანობის შანსს. ბრიტანული დაზვერვა კვლავ იმეორებს რუსეთის დანაკარგების რაოდენობას, რომელსაც ის ადრეც ასახელებდა – 700 ათასზე მეტ მოკლულსა და დაჭრილს. მაგრამ, […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7422 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7422 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7422 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7421 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8856 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8841 ლარს შეადგენდა. […]