რუსეთმა ქვეყნიდან ბრიტანელი დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით გააძევა

რუსეთმა ქვეყნიდან გააძევა ედვარდ პრაიორ უილქსი, ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკურ დეპარტამენტში მეორე მდივანი და მას დიპლომატიური სტატუსის საფარქვეშ ჯაშუშობაში დასდო ბრალი. უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (“ეფ-ეს-ბე”) გადაწყვეტილება 26 ნოემბერს გამოაცხადა და უილქსი „განუცხადებელი სადაზვერვო ოპერაციების“ წევრად მოიხსენია. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო ამძაფრებს დაძაბულობას მოსკოვსა და ლონდონს შორის. FSB-ის განცხადებით, უილქსმა რუსეთში შესვლისას წარადგინა ყალბი ინფორმაცია და ჩაერთო […]

ანალიტიკოსი ასახელებს 2 კრიტერიუმს, თუ რატომ შეარჩიეს ყაველაშვილის კანდიდატურა

„მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა სახეში გალაწუნებაა როგორც საქართველოს პროდასავლური საზოგადოებისთვის, ისე ყველა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ამ ქვეყანას გვერდში ედგა“, — ამბობს „ჯეოქეისის“ თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარი გიორგი ანთაძე. ის მიიჩნევს რომ მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ორი კრიტერიუმით შეირჩა. პირველი კრიტერიუმი მისი ანტიდასავლური პოზიციონირებაა, ხოლო მეორე ბიძინა ივანიშვილისადმი „ყურმოჭრილი მორჩილება. […]

შეიძინეთ ღვინის საწარმოო ინვენტარი ფასდაკლებით „აგროსფეროში“

მწვანე პარასკევის ფარგლებში, „აგროსფერო“ მომხმარებლებს განსაკუთრებულ ფასებს სთავაზობს, მათ შორის, ფასდაკლებები ამოქმედდა კომპანიის ექსკლუზიური ბრენდების სრულ ასორტიმენტზე. მწვანე პარასკევი არ უნდა გამოტოვოთ ღვინის მწარმოებლებმა ან მოყვარულმა მეღვინეებმა, რადგან სააქციო პერიოდში, ღვინის საწარმოო ინვენტარის შეძენას შეღავათიანი ფასებით შეძლებთ. პროდუქცია აერთიანებს ყველაფერს, რაც ღვინის წარმოების, გადატანის ან დასაწყობების პროცესში შეიძლება დაგჭირდეთ. გაითვალისწინეთ, ფასდაკლება მოქმედებს ღვინის უჟანგავი ფოლადის […]

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა მიანმარის სამხედრო რეჟიმის ლიდერის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა მიანმარის სამხედრო რეჟიმის ლიდერის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვა. ამის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, მიანმარის მმართველი ხუნტას ლიდერის, მინ აუნ ლაინის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერის გაცემას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, კერძოდ, ქვეყნის მუსლიმი უმცირესობების, როჰინჯების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების […]

პარლამენტი მთავრობას ნდობას 28 ნოემბერს გამოუცხადებს

28 ნოემბერს XI მოწვევის პარლამენტი მთავრობას და სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით – “მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ ნდობას გამოუცხადებს. მთავრობას ნდობის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. პრემიერ- მინისტრის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძის კანდიდატურაა წარდგენილი. განახლებულ მინისტრთა კაბინეტში კი სამი ახალი მინისტრი იქნება. მთავრობა პარლამენტს ნდობის მისაღებად ასეთი შემადგენლობით წარედგინა: პრემიერ მინისტრი – ირაკლი კობახიძე; […]

მიხეილ სარჯველაძე ტუბერკულოზის, C და B ჰეპატიტების მართვის პროგრამებზე – მიღწეული წარმატებით არ ვკმაყოფილდებით, მუდმივად საუკეთესო მაჩვენებლებისათვის, ბრძოლას ურყევად გავაგრძელებთ

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გაგრძელდება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის დეტალებსა და უზარმაზარ წარმატებაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. ეს უნიკალური პროგრამა ჩვენი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაიწყო. დღეს, საქართველოს შეუძლია, ამაყად თქვას, რომ აქვს საქვეყნოდ სახელგანთქმული C ჰეპატიტის მართვის პროგრამა. მისი განმახორციელებელი და სულისჩამდგმელი გახლდათ ბატონი თენგიზ ცერცვაძე და მინდა, ამ ტრიბუნიდან, კიდევ ერთხელ მოვიხარო […]

შეიძინეთ ღვინის საწარმოო ინვენტარი ფასდაკლებით „აგროსფეროში“

მწვანე პარასკევის ფარგლებში, „აგროსფერო“ მომხმარებლებს განსაკუთრებულ ფასებს სთავაზობს, მათ შორის, ფასდაკლებები ამოქმედდა კომპანიის ექსკლუზიური ბრენდების სრულ ასორტიმენტზე. მწვანე პარასკევი არ უნდა გამოტოვოთ ღვინის მწარმოებლებმა ან მოყვარულმა მეღვინეებმა, რადგან სააქციო პერიოდში, ღვინის საწარმოო ინვენტარის შეძენას შეღავათიანი ფასებით შეძლებთ.

აფხაზური ოპოზიცია მოსკოვთან ახალი საინვესტიციო შეთანხმების დადებას უშვებს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ შესაძლოა რუსეთთან ახალი, განახლებული საინვესტიციო შეთანხმება დადოს ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის პირობებში, რომელიც 2025 წლის თებერვალში, ვადამდელ არჩევნებზე აირჩევა. ამის შესახებ რუსული გამოცემა “ვედომოსტი” აფხაზ ოპოზიციონერ დეპუტატ კან კვარჩიაზე დაყრდნობით წერს. კვარჩიას თქმით, კომპრომისი შეიძლება იყოს ინვესტიციების დონის აწევა რამდენიმე მილიარდი რუბლით პროექტში, რომელიც არ დაექვემდებარება თითქმის არანაირ გადასახადს, გარდა დღგ-ისა, […]

ოქტომბერში მოქალაქეებმა და ბიზნესმა ლარში დეპოზიტები 1,2 მილიარდით შეამცირეს

ოქტომბრის თვეში, როცა წინასაარჩევნოდ ლარის კურსის შესანარჩუნებლად ეროვნულმა ბანკმა 591 მილიონი დოლარი გაყიდა, მოქალაქეებმა და ბიზნესმა ბანკებში ლარში შენახული ფული შეამცირეს. ამავე პერიოდში გაიზარდა უცხოურ ვალუტაში გაკეთებული დანაზოგის მოცულობა. ეროვნული ბანკის ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული 57,53 მილიარდი ლარის მოცულობის დეპოზიტების 50,7% (29,17 მილიარდი ლარი) უცხო ვალუტაზე მოდის, დანარჩენი 49,3% (28,36 მილიარდი ლარი) კი […]

ნინო ლომჯარია არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოჰკითხეს

საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციის „ჩემი ხმის“ დამფუძნებლის, ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიცემული ჩვენებისას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ის იყო გამომძიებელი და მას უნდა ემტკიცებინა, რომ არჩევნები გაყალბდა. ნინო ლომჯარიას გამოკითხვა საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით სამ საათს გაგრძელდა. როგორც გამოკითხვის შემდეგ, 27 ნოემბერს მედიასთან საუბარში განაცხადა ნინო […]