გერმანიის სადაზვერვო სამსახურის პრეზიდენტი – რუსეთი დასავლეთის ქვეყნებთან რეალური სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება

რუსეთი აგრძელებს მზადებას დასავლეთის ქვეყნებთან რეალური სამხედრო დაპირისპირებისთვის, მაგრამ მანამდე, შესაძლოა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს შორის განხეთქილების შექმნას შეეცადოს, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის პრეზიდენტმა, ბრუნო კალმა განაცხადა. „საუბარია იმაზე, რომ მოსკოვი შეეცდება ძირი გამოუთხაროს ნატო-ს წევრებისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევის ვალდებულებებს, რაც გათვალისწინებულია თავდაცვითი ალიანსის წესდების მე-5 მუხლით. რუსეთის მაღალი […]
ლევან ალაფიშვილი – თუკი მმართველი პარტია და მისი საპატიო თავმჯდომარე ფიქრობს, რომ მათი დანიშნული პრეზიდენტი მიიღებს დემოკრატიული სამყაროს საერთაშორისო აღიარებას და მილოცვებს, ვფიქრობ ცდებიან

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ იურისტს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ლევან ალაფიშვილს ესაუბრა. – ბატონო ლევან, არჩევნების შემდეგ კონსტიტუციის ნორმების ორმაგ ინტერპრეტაციას ვადევნებთ თვალს და ამ თემაზე სამსჯელოდ დაგიკავშირდით. მაგრამ, რადგან უკვე ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ შემდეგ პრეზიდენტად დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა, ამ თემას გვერდს ვერ აუვლით. ვხედავთ, რომ „ქართული […]
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გერმანიის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი განაგრძობს დასავლეთთან სამხედრო კონფრონტაციისთვის მზადებას

გერმანიის დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, რუსეთი განაგრძობს დასავლეთის სახელმწიფოებთან რეალური სამხედრო კონფრონტაციისთვის მზადებას. ამის შესახებ, როგორც გერმანული მაუწყებელი DW წერს, გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) ხელმძღვანელმა ბრუნო კალმა განაცხადა 27 ნოემბერს, საგარეო პოლიტიკის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ფორუმზე გამოსვლისას. კალის თანახმად, პირველ ეტაპზე რუსეთი შეეცდება განხეთქილების შეტანას ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის და კოლექტიური თავდაცვის ვალდებულების შერყევას. კერძოდ, […]
ახალი ზელანდიის ცენტრალურმა ბანკმა საბაზისო განაკვეთი 4,25%-მდე შეამცირა

ახალი ზელანდიის სარეზერვო ბანკმა (ქვეყნის ცენტრალური ბანკი) ოთხშაბათს საბაზისო განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით – წლიურ 4,25%-მდე შეამცირა. მარეგულირებელმა განაკვეთი ზედიზედ მესამე სხდომის შემდეგ შეამცირა. გადაწყვეტილება დაემთხვა Trading Economics-ის გამოკითხული ანალიტიკოსების მოლოდინებს. ახალ ზელანდიაში ინფლაცია მესამე კვარტალში წლიურად 2,2%-მდე შემცირდა, აპრილ-ივნისის 3,3%-დან. ეს არის სამომხმარებლო ფასების ზრდის მინიმალური მაჩვენებელი 2021 წლის მარტიდან. ახალი ზელანდიის ცენტრალური ბანკი […]
სერგეი რიაბკოვი – კიევისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა იქნება ყველაზე დიდი ნაბიჯი კონფლიქტის სრულიად უკონტროლო ზრდისკენ

კიევისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა ყველაზე დიდი ნაბიჯი იქნება კონფლიქტის სრულიად უკონტროლო გაფართოებისკენ, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. „არ ვიცი, ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც ასეთ რაღაცეებს ამბობენ, მე არაერთხელ დამიფიქსირებია მსგავსი განცხადებები კიევის სხვადასხვა დონის პასუხისმგებელი, უფრო სწორად, უპასუხისმგებლო პირებისგან, მაგრამ ეს იქნება ყველაზე დიდი ნაბიჯი კონფლიქტის შემდგომი […]
რუსეთი უკრაინას „კალიბრებით“ და ფრთოსანი რაკეტებით უტევს, ისმის აფეთქებების ხმები

რუსული ძალები დღეს დილიდან უკრაინის ტერიტორიაზე მასიურ სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წუხელ რუსებმა დრონები გაუშვეს, დილით კი Tu-95MS ტიპის 7 სტრატეგიული ბომბდამშენი აფრინდა ცაში. ამასთან, დღეს დილით რუსებმა შავი ზღვიდან „კალიბრები“ გაუშვეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აფეთქებების ხმები ისმის. ქვეყანაში დაიწყო ელექტროენერგიის გათიშვა. ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის […]
ირაკლი კობახიძე – წინა ხელისუფლების დროს სასწავლო პროგრამას ცვლიდნენ, რომ დაეჩრდილათ მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთება – როგორც ჩანს, 12 წელიწადში პრობლემა სათანადოდ მოვლილი არ არის

გამაოგნებელია იმ ლიტერატურის ჩამონათვალი, რომელიც სავალდებულო პროგრამაში არ შედის, უბრალოდ არ შეიძლება, ის ნაწარმოებები, საუბარია ქართულ პროზაზე და ქართულ პოეზიაზე, არ შედიოდეს სავალდებულო პროგრამაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს პროცესი წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და წლიდან წლამდე სისტემურად ხდებოდა ისეთი საკითხების ამოღება ეროვნული სასწავლო გეგმიდან […]
„ძლიერი საქართველო“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით დღეს ოფიციალურად მიმართავს

„ძლიერი საქართველო“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით, დღეს ოფიციალურად მიმართავს. „ძლიერი საქართველოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, 28 ნოემბერს, 13:00 საათზე, „ ძლიერი საქართველოს“ ლიდერები: ანა დოლიძე, ლევან ცუცქირიძე, ირაკლი კუპრაძე, ქეთი თურაზაშვილი და საბა ბუაძე, საქართველოს პარლამენტში წარადგენენ ძლიერი საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ინდივიდუალურ განცხადებებს, მანდატების დათმობის შესახებ. ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია უკვე გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის […]
პარლამენტი მთავრობას ნდობას დღეს გამოუცხადებს

დღეს, 28 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტი მთავრობას და სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით – “მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ ნდობას გამოუცხადებს. მთავრობას ნდობის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. პრემიერ- მინისტრის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძის კანდიდატურაა წარდგენილი. განახლებულ მინისტრთა კაბინეტში კი სამი ახალი მინისტრი იქნება. მთავრობა პარლამენტს ნდობის მისაღებად ასეთი შემადგენლობით წარედგინა: პრემიერ მინისტრი – ირაკლი […]