ევროპარლამენტი დღეს საქართველოს საკითხზე რეზოლუციას მიიღებს

28 ნოემბერს, ევროპარლამენტში მნიშვნელოვან რეზოლუციას მიიღებენ, სადაც საუბარი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე – როგორც უკვე ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს რეზოლუცია, იქნება ერთგვარი წითელი ხაზი, რომლის იქითაც შეუძლებელია „ქართულ ოცნებასა“ და ევროკავშირს შორის ურთიერთობის აღდგენა, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას განცხადებით, „საქართველოს საერთაშორისო იზოლაციიდან გამოყვანა, მხოლოდ და მხოლოდ, ხელახალი არჩევნებით შეგვიძლია“. „ვაგრძელებთ […]

უკრაინაში საჰაერო განგაშია რუსეთის მორიგი სარაკეტო შეტევის გამო

დღეს, 28 ნოემბერს დილით უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ადგილობრივი დროით დილის შვიდის ნახევრისთვის საჰაერო ძალების სარდლობამ სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის მურმანსკის ოლქიდან უკრაინისკენ დაიძრა ტუ-95მს ტიპის შვიდი ბომბდამშენი, შავი ზღვიდან კი ფრთოსანი რაკეტების გამოშვებაა დაფიქსირებული. დილის შვიდი საათისთვის რამდენიმე აფეთქება მოხდა ქალაქ ოდესაში. რუსეთის სამიზნე და შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

თბილისის რომელ ქუჩებს შეუწყდება დღეს ელექტრომომარაგება?

თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 28 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, პეტრე იბერის და გიორგი ბრწყინვალის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის (ნაწილობრივ), […]

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარკ რუტესთან საჰაერო თავდაცვის ის სისტემები დაასახელა, რომელმაც შეიძლება “ორეშნიკის” წინააღმდეგ იმუშაოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ რუსეთის მხრიდან ახალი ბალისტიკური რაკეტით შეტევის ფონზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის კონკრეტული საჭიროებები განიხილეს. ამის შესახებ ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე წერს. უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენების ფონზე ნატო-ს გენერალურ მდივანთან რეაგირების შესაძლო ვარიანტებზე ისაუბრა. „მე დავასახელე საჰაერო თავდაცვის კონკრეტული სისტემები, რომელიც საჭიროა, […]

სერგეი რიაბკოვo – კიევისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა იქნება ყველაზე დიდი ნაბიჯი კონფლიქტის სრულიად უკონტროლო ზრდისკენ

კიევისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა ყველაზე დიდი ნაბიჯი იქნება კონფლიქტის სრულიად უკონტროლო გაფართოებისკენ, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. „არ ვიცი, ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც ასეთ რაღაცეებს ამბობენ, მე არაერთხელ დამიფიქსირებია მსგავსი განცხადებები კიევის სხვადასხვა დონის პასუხისმგებელი, უფრო სწორად, უპასუხისმგებლო პირებისგან, მაგრამ ეს იქნება ყველაზე დიდი ნაბიჯი კონფლიქტის შემდგომი […]

Reuters – ჯო ბაიდენი უკრაინისთვის 725 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს ამზადებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის 725 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს, – ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროების ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, უკრაინას, რუსეთის ჯარების წინსვლის შესაჩერებლად, აშშ-ის მარაგებიდან სხვადასხვა სახის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი მიაწოდოს, მათ შორის სახმელეთო ნაღმები, დრონები, Stinger-ის რაკეტები და საბრძოლო მასალა მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო […]

დონალდ ტრამპმა უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად კიტ კელოგი შეარჩია

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი, რომელმაც უკრაინაში ომის დასრულების შესახებ გეგმა წარუდგინა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის საკითხში სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე შეარჩია, – Reuter-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს. „კიტს ჰქონდა გამორჩეული სამხედრო და საქმიანი კარიერა, მათ შორის მსახურობდა ძალიან მგრძნობიარე ეროვნული უსაფრთხოების პოზიციებზე ჩემს პირველ ადმინისტრაციაში“, – წერს ტრამპი. ამჟამად აშშ-ში […]

ჩემპიონთა ლიგა. V ტური: ორი გამოუყენებელი პენალტი – “რეალი” “ლივერპულთან” დამარცხდა და 24-ე პოზიციაზე დაქვეითდა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში, მეორე სათამაშო დღეს დარჩენილი შვიდი მატჩი გაიმართა. „ლივერპულმა“ ძალიან სანახაობრივ დაპირისპირებაში სახლში „რეალი“ 2:0 დაამარცხა და 15 ქულით ლიდერია. „სამეფო გუნდი“ კი 6 ქულით 24-ე ადგილზეა. მბაპემ და სალაჰმა პენალტები ვერ გამოიყენეს. „ლივერპულმა“ ყველა ტურნირზე ბოლო 15 მატჩიდან 14 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 1-ელ დეკემბერს „მანჩესტერ სიტის“ შეხვდება. „დორტმუნდმა“ სტუმრად […]

“გადაუღებლად თოვს” – რა ხდება რიკოთზე

თოვს და მხოლოდ იმ შემთხვევაში წადით, თუ კარგი საბურავები გაქვთ. მოყინული არაა, მხოლოდ ალაგ-ალაგ, მაგრამ საფრთხილოა. არც გაბედოთ ზამთრის საბურავების გარეშე. თოვს გადაუღებლად, თოვლი დევს მაგრამ საწმენდი მანქანები დადიან

“რომ დავწერე, სირცხვილია ამათი პარლამენტარობა-მეთქი, გასიებულო ღორო გშურს მაგათიო” – ლორთქიფანიძე

“ეს რა არის? რა ლექსიკაა? მომწიფებული ადამიანი მოქალაქეს, თუნდაც ნაძირალას, ასეთი ლექსიკით უნდა ელაპარაკოს? ეს არის ზრდასრული კაცის, მითუმეტეს დეპუტატის ქცევის სტანდარტი ?! პირადში “შპილკაობა”, თან ასე ამაზრზენად! რომ დავწერე, სირცხვილია ამათი პარლამენტარობა-მეთქი, გასიებულო ღორო გშურს მაგათიო. იკითხეთ ახლა ეს ფალოგოცენტრისტული, ასო მთავრული დიალოგები.