“გაყალბებული არჩევნები” და სანქციები “ოცნების” ლიდერებს – ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოზე

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, არ აღიარებს მის შედეგებს და მოითხოვს “ქართული ოცნების” ლიდერების სანქცირებას. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ პირველი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას სახელწოდებით: “საქართველოს გაუარესებული დემოკრატიული კრიზისის შესახებ უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნებისა და სავარაუდო გაყალბების შემდეგ” მხარი დაუჭირა 444-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 72, ხოლო 82-მა დეპუტატმა […]

საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა Money Live Payments Europe-ში გადახდების ინფრასტურქტურის მოდერნიზაციაზე ისაუბრა

საქართველოს ბანკისთვის ტექნოლოგიური სფეროს განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს როგორც სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას, ასევე საერთაშორისო აუდიტორიისთვის საქართველოს ბანკის წარმომადგენლების მიერ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსმა, გიორგი კინწურაშვილმა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მაშტაბურ ღონისძიება – Money Live Payments Europe – ში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე მან გადახდების ინფრასტურქტურის მოდერნიზაციაზე ისაუბრა. […]

სასამართლომ გიორგი ლიფონავა 2 500 ლარით დააჯარიმა

ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. გიორგი ლიფონავა 16 ნოემბერს, ცესკოსთან მშვიდობიანი მსვლელობის დროს დააკავეს. 16 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, შემაჯამებელი სხდომის დასრულების შემდეგ აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ხეივანზე გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, პოლიცია კი სავალი ნაწილიდან მათ გადაყვანას […]

ნანა მალაშხია 29 ნოემბერს სასამართლოში დაიბარეს

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნანა მალაშხია 29 ნოემბერს სასამართლოში დაიბარეს. მან ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. “ველოდი, ცოტა დააგვიანეს)) სასამართლოში დამიბარეს, ის, რაც მოვინიშნე: 174 პრიმა მუხლი მე-4 ნაწილი; მოსამართლე – ლელა მილდერბერგერი; სხდომა – 29 ნოემბერს 15.00 საათზე; დარბაზი – 30 17 ნოემბრის ფაქტი, ბლოკირება – ჭავჭავაძისა გამზირისა და ვარაზის ხევის კვეთა”, – […]

საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც მმართველი გუნდის სახელით, პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს განცხადებით მიმართავს

დღეს, 17:00 საათზე, „ქართული ოცნების” გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. მათივე ცნობით, 18:00 საათზე, მმართველი გუნდის სახელით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროკავშირს განცხადებით მიმართავს.

ალეკო ელისაშვილი – ფაქტია, ოპოზიციას უკეთესი კოორდინაცია გვინდა, დავგეგმოთ სწორად ნაბიჯები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ – სალომე ზურაბიშვილს აქვს რესურსი ამ კოორდინაციას სათავეში ჩაუდგეს

ფაქტია, რომ ოპოზიციას უკეთესი კოორდინაცია გვინდა, დავგეგმოთ სწორად ნაბიჯები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. არ იყოს აცდენა, წინააღმდეგობები. სალომე ზურაბიშვილს აქვს რესურსი ამ კოორდინაციას სათავეში ჩაუდგეს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უფრო კოორდინირებულად უნდა გააგრძელონ ეროვნული წინააღმდეგობა. „ჩვენ ვიყავით პრეზიდენტთან მოსულები […]

საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა Money Live Payments Europe – ში გადახდების ინფრასტურქტურის მოდერნიზაციაზე ისაუბრა

საქართველოს ბანკისთვის ტექნოლოგიური სფეროს განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს როგორც სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას, ასევე საერთაშორისო აუდიტორიისთვის საქართველოს ბანკის წარმომადგენლების მიერ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსმა, გიორგი კინწურაშვილმა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიება – Money Live Payments Europe – ში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე მან გადახდების ინფრასტურქტურის მოდერნიზაციაზე ისაუბრა. […]

კობახიძე “ლიბერალური ტენდენციების” აღმოსაფხვრელად, განათლების რეფორმას აანონსებს

ირაკლი კობახიძემ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე, საპარლამენტო მოსმენაზე განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. სასკოლო განათლებაზე საუბრისას, ის შეეხო ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების ცვლილებას და ფუნდამენტური რეფორმა დააანონსა. კობახიძე ამტკიცებს, რომ 2004 წლიდან, “ძალიან სერიოზული ძალები” ცდილობდნენ განათლების სისტემაში მანკიერებებისა და ე.წ. ლიბერალური ტენდენციების ჩანერგვას. მისი თქმით, ამის აღმოსაფხვრელად შეიცვალა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები. შემდეგი ნაბიჯები […]

ჩემთვის იყო პატივი და პრივილეგია წარმომედგინა საქართველოს პარლამენტისთვის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები – მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თანამდებობაზე მის წარდგენას და პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობას სოციალური ქსელ X-ში ეხმიანება. ის აღნიშნავს, რომ მისთვის არის პატივი და პრივილეგია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. “ჩემთვის იყო პატივი და პრივილეგია წარმომედგინა საქართველოს პარლამენტისთვის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის ფარგლებში”, – დაწერა ბოჭორიშვილმა. […]

არ გაგიკვირდებათ, თუ გარე ძალების წარმომადგენლებს ასე დავახასიათებ: მათთვის აფხაზი და ოსი მტერია, ყველა ეროვნული საქმე რუსულია, ჯაშუშობა და გარედან მართვა ნიშნავს დემოკრატიას

არ გაგიკვირდებათ, თუ გარე ძალების წარმომადგენლებს ასე დავახასიათებ: მათთვის აფხაზი და ოსი მტერია, ყველა ეროვნული საქმე რუსულია, ჯაშუშობა და გარედან მართვა ნიშნავს დემოკრატიას სამთავრობო პროგრამაც, ჩვენი თითოეული ნაბიჯიც უნდა იყოს მორგებული იმაზე, რომ საბოლოო გამარჯვებისათვის ვიზრუნოთ. ბრძოლაში ჩართულები არიან გარე ინტერესების, გარე ძალების წარმომადგენლები, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით […]