“ევროპარლამენტის უპრეცედენტო მკაცრი რეზოლუცია მიღებულია 444 ხმით” – გვარამია

კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია: ევროპარლამენტის უპრეცედენტო მკაცრი რეზოლუცია მიღებულია 444 ხმით. მთავარი რომ გამოვყოთ: ახალი არჩევნები ნეიტრალური ადმინისტრაციით არჩევნების გამოძიება სანქციები ივანიშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს, ღარიბაშვილს, კალაძეს და ყველა მოსამართლეს და თანამდებობის პირს, ვინც არჩევნების გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა. ასეა ეს და ახლა ბრიუსელში ევროპარლამენტის აღმასრულებელ შტოსთანაა სამუშაო, რომ ეს ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდეს.
“რეალურად საქართველოში გერმანიას ელჩი დღეს არ ჰყავს” – კობახიძე

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ზაქრუას მიერ საქართველოში გერმანიის ელჩისთვის, პიტერ ფიშერისთვის წარდგენილი ბრალდებების შემდეგ, კომენტარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. გერმანიის ელჩისთვის გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი, აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რეალურად საქართველოში გერმანიას ელჩი დღეს არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი, რაც ე.წ. ელჩს შეეფერება დღეს […]
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების მოგვარების მიზნით, შესაბამისი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების მოგვარების მიზნით, შესაბამისი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ზემო იმერეთში გზები თოვლის საფარისგან იწმინდება. მაღალმთიან სოფლებში მოსული უხვი თოვლის გამო მოქალაქეებს გადაადგილება ჰქონდათ შეზღუდული. “მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სპეციალური ტექნიკა, როგორც მუნიციპალიტეტებში ასევე სოფლების მიმართულებით, ინტენსიური თოვის გამო გაწმენდითი სამუშაოები დილიდან ისევ განახლდა. ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში, […]
ლევან დავითაშვილი – ეკონომიკური განვითარების სამთავრობო ხედვა და დეტალური სამოქმედო გეგმა 2028 წლისთვის ქვეყნის რეალურ ტრანსფორმაციას გულისხმობს

ჩვენ ძალიან კონკრეტული, რიცხვებში გამოხატული დაპირებები შევთავაზეთ საქართველოს საზოგადოებას, რომელიც გულისხმობს სიღარიბის მნიშვნელოვნად შემცირებას, 200 ათასზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვნად ზრდას, მშპ-ს მიხედვით საქართველოს უკვე მაღალშემოსავლიანი ქვეყნის კატეგორიაში გადასვლის პერსპექტივას და ბევრ სხვა მიზანს, სამიზნე მაჩვენებელს, რომელიც მიღწეულ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებით, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების […]
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ევროკომისიას საქართველოს უვიზო რეჟიმის გადახედვისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ევროკომისიას საქართველოს უვიზო სტატუსის გადახედვისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი 444-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 72-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 82-მა თავი შეიკავა. ევროპარლამენტი ევროკავშირს საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან ევროკავშირის დონეზე ოფიციალური კონტაქტების მკვეთრად შეზღუდვისკენ მოუწოდებს და საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტს კიდევ ერთხელ გმობს. […]
თბილისის საქალაქო სასამართლოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვისა ზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადირების დასაშვებობის საკითხი განიხილება

თბილისის საქალაქო სასამართლოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვისაზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადირების დასაშვებობის საკითხი განიხილება. სხდომას ესწრება თავად დაკავებული ჟურნალისტიც, რომელიც თითქმის, ორი თვეა, შიმშილობს. სადიგოვი პენიტენიცური დაწესებულებიდან ეტლით მიიყვანეს. ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი საქართველოში მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული. აფგან სადიგოვს აზერბაიჯანში მიმდინარე გამოძიების საფუძველზე გამოძალვის […]
ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის დასანქცირებას მოითხოვს

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, თბილისის მერის, კახა კალაძის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას მოითხოვს. „ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დაუწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ […]
ბექა ლილუაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ – თვითმარქვიებს ვუსმენ, უბრალოდ ტყუილების კორიანტელი დააყენეს გამოკეტილ ოთახში შეგროვილმა ადამიანებმა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ საუბარი იმაზე, რომ 4 წელიწადში მთლიანი შიდა პროდუქტი 40 მილიარდი ლარით გაიზრდება, „რეალურად, მანიპულაციაა“. ამის შესახებ ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის განმარტავს, აქედან თითქმის ნახევარი, „19.1 მილიარდი ლარი, ფასების ზრდის შედეგია და არა წარმოების და დამატებული ღირებულების ზრდის“. „თვითმარქვიებს ვუსმენ, უბრალოდ ტყუილების კორიანტელი დააყენეს […]
პარლამენტის უსაფრთხოების დამატებითი ზომების გაუქმების შესახებ განცხადებას ავრცელებს

„პარლამენტის სასახლეში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, 25 ნოემბრიდან მოქმედებდა, 28 ნოემბრის 14.00 საათიდან გაუქმებულია“ – განცხადებას პარლამენტი ავრცელებს. „პარლამენტში გამართულ ღონისძიებებზე მასმედიის წარმომადგენლებს და ვიზიტორებს შეზღუდვა აღარ შეეხებათ“ – ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.
IWSC-ის საერთაშორისო კონკურსზე ღვინის დეგუსტაცია დაიწყო

საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსზე – IWSC (International Wines and Spirits Competition) ღვინის დეგუსტაცია დაიწყო. კონკურსის ვარსკვლავური ჟიური საერთო მსჯელობის ფონზე საკონკურსო ღვინოებს აფასებს და შესაბამის ქულას უწერს. ტესტირების შედეგად გამოვლინდებიან ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი ღვინოები. აღსანიშნავია, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთის ღვინოსაც შეაფასებენ. ამასთან, […]