თბილისის საქალაქო სასამართლოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვისა ზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადირების დასაშვებობის საკითხი განიხილება

თბილისის საქალაქო სასამართლოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვისაზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადირების დასაშვებობის საკითხი განიხილება.
სხდომას ესწრება თავად დაკავებული ჟურნალისტიც, რომელიც თითქმის, ორი თვეა, შიმშილობს. სადიგოვი პენიტენიცური დაწესებულებიდან ეტლით მიიყვანეს.
ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი საქართველოში მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული.
აფგან სადიგოვს აზერბაიჯანში მიმდინარე გამოძიების საფუძველზე გამოძალვის ორ ეპიზოდს ედავებიან.
სადიგოვი 12 სექტემბრიდან შიმშილობს, აღნიშნულის დაწყების მიზეზი მიგრაციის დეპარტამენტისგან თავშესაფრის მიღებაზე უარია.

ასევე დაგაინტერესებთ

უთო-ს წარმომადგენელი – არაპროპორციული სასჯელის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება – მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მისი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ

ვახუშტი მენაბდე – სუს-ის განცხადება პოლიტიკური ანგაჟირების გემოს ტოვებს – რაც შეეხება ნიკა მელიას განაჩენს, „ოცნება“ მასთან შეზრდილი სასამართლოთი ყველაფერს აკეთებს, რომ დათრგუნოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები