პრემიერი – იმისათვის, რომ საკითხები ვერავინ გამოიყენოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად – მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი

იმისათვის, რომ ეს საკითხები ვერავინ გამოიყენოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად – მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობასა და სამთავრობო გუნდს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. […]

დედაქალაქის საზღვრებში მდებარე გზის ცალკეულ მონაკვეთებზე 1-ელი დეკემბრიდან ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო იქნება

თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გზის ცალკეულ მონაკვეთებზე, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე, ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო იქნება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა, დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა. „ქვეყნის მასშტაბით იმ ადგილების/საგზაო მონაკვეთების ჩამონათვალს შორის, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით, […]

“ჩვენ დაცულები საბჭოთა კავშირშიც ვიყავით” – პაპუაშვილი

ჩვენ დაცულები საბჭოთა კავშირშიც ვიყავით და ჩვენი საზღვრები არ ირღვეოდა. დაცულობა იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ჩამოგვივიდეს აქ ესტონელი თუ ლიეტუველი პოლიტიკოსები და დიდი ძმის ტონით უნდა გვესაუბრონ. როგორ ჩანს, იმდენი უყურეს მოსკოვს თავის დროზე, რომ ცდილობენ მოსკოვის როლი შეგვისრულონ.

თბილისის უბნები, სადაც 1 დეკემბრიდან ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო იქნება

თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გზის ცალკეულ მონაკვეთებზე, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო იქნება. ზამთრის საბურავებით, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით ან/და სხვა საშუალებებით მოძრაობა სავალდებულო იქნება: ზაჰესი-რუსთავის (1-49 კმ) საგზაო მონაკვეთი; თბილისი (გლდანი)-თიანეთის (1-60 კმ) საგზაო მონაკვეთი; თბილისი (პანტიანი)-მანგლისის (1-32 კმ) საგზაო მონაკვეთი; წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთი (1400 მ). მერიის განცხადების თანახმად, ზამთრის […]

სასამართლომ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო. აფგან სადიგოვი 2024 წლის 21 სექტემბრის შემდეგ დაკავების იზოლატორში შიმშილობს. “როდის მოხდება ექსტრადიცია, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჯერ დრო გასაჩვრების” ,- განუცხადა სევინჩ სადიგოვამ ნეტგაზეთს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, სასამართლო ალიევის რეჟიმის ტყვეობაშია და მის ბრძანებებს ასრულებს. სადიგოვი […]

რუსეთი ისევ უკრაინულ ენერგოინფრასტრუქტურას უტევს და კიევზე თავდასხმით იმუქრება

რუსეთმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე ამ თვეში უკვე მეორე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ხუთშაბათს ღამით ელექტროენერგიის მიწოდება მილიონზე მეტ ადამიანს შეუწყდა როგორც ქვეყნის სამხრეთსა და ცენტრალურ ნაწილში, ისე – დასავლეთში. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ მოსკოვის ეს თავდასხმები კიევის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული საშუალო რადიუსის სარაკეტო სისტემების გამოყენებაზე პასუხია. მისი თქმით, რუსეთის მომავალ სამიზნეებს შორის შესაძლოა კიევში […]

ღაზაზე ისრაელის თავდასხმას 17 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელი ღაზის სექტორზე საჰაერო დარტყმებს აგრძელებს. ხუთშაბათს, 27 ნოემბერს, დაბომბვა გაძლიერდა სექტორის ცენტრალურ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ისრაელის ჯარები ტანკებით შევიდნენ ღაზის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების ინფორმაციით, ისრაელის მორიგი სამხედრო ოპერაციის შედეგად, 17 პალესტინელი დაიღუპა. კიდევ 6 ადამიანი იმსხვერპლა ორმა ცალკეულმა საჰაერო თავდასხმამ კამალ ადვანის საავადმყოფოსთან მდებარე საცხოვრებელ სახლში. […]

“ეს არის ალბათ, რაზეც ჰქონდა საუბარი“ – კობახიძემ პაპუაშვილის არაკონსტიტუციური განცხადება გაიმეორა

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა: “ერთი მხრივ, ჩვენც გვაქვს დასამტკიცებელი ევროკავშირთან, თუ გვინდა გაწევრიანება, მაგრამ ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი ჩვენთან, რომ მისი მიზანია ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის კეთილდღეობა, მისი მიზანია გაუფრთხილდეს ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს, შევინარჩუნოთ მშვიდობა ამ ქვეყანაში. ერთმანეთს უნდა დავუმტკიცოთ ჩვენ, რომ გვინდა ერთმანეთისთვის სიკეთე. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი“ მან ასევე უპასუხა შეკითხვას, რომელიც შალვა […]

აზერბაიჯანელი ჟურნლისტის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირება მოხდება – სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოხდება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაცია აზერბაიჯანში სადიგოვის დევნაზე. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი პროტესტის ნიშნად 69-ე დღეა შიმშილობს. დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის პენიტენციური სამსახურის კლინიკაში ჰყავთ გადაყვანილი. სადიგოვი სასამართლოში ეტლით მიიყვანეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ადვოკატებს 7-დღიანი […]

პოზიტიურად ვართ განწყობილი იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და Wizz Air უფრო აქტიურად იქნება წარმოდგენილი ქუთაისის აეროპორტში – ირაკლი ქარქაშაძე

პოზიტიურად ვართ განწყობილი იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და Wizz Air უფრო აქტიურად იქნება წარმოდგენილი ქუთაისის აეროპორტში – ირაკლი ქარქაშაძე ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ჯოზეფ ვარადი საქართველოში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვარადი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურ დირექტორს, ირაკლი ქარქაშაძეს შეხვდა. შეხვედრაზე […]