პოზიტიურად ვართ განწყობილი იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და Wizz Air უფრო აქტიურად იქნება წარმოდგენილი ქუთაისის აეროპორტში – ირაკლი ქარქაშაძე

პოზიტიურად ვართ განწყობილი იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და Wizz Air უფრო აქტიურად იქნება წარმოდგენილი ქუთაისის აეროპორტში – ირაკლი ქარქაშაძე ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ჯოზეფ ვარადი საქართველოში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვარადი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურ დირექტორს, ირაკლი ქარქაშაძეს შეხვდა. შეხვედრაზე […]
ნათია მეზვრიშვილი შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე – ეს არის დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ

შალვა პაპუაშვილის გუშინდელი ეთერი არის დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ – როდესაც ქვეყანაში აღდგება კონსტიტუციური წესრიგი და იქნება მართლმსაჯულების დამოუკიდებელი სისტემა, ამ ადამიანის ბრალდება სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულზე, იქნება გარდაუვალი, – ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შაალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, საქართველოს ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ განცხადებას მეზვრიშვილი „ფეისბუქზე“ […]
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადირებული იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. დღევანდელ პროცესზე სადიგოვის ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხი განიხილებოდა. სხდომას ესწრებოდა თავად დაკავებული ჟურნალისტიც, რომელიც თითქმის, ორი თვეა, შიმშილობს. სადიგოვი პენიტენციური დაწესებულებიდან ეტლით მოიყვანეს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე მისი შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას ითხოვდა. კერძოდ კი, პროკურორი ქეთევან ვაშაკიძე აფგან სადიგოვის […]
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის მეუღლე – ეს სასამართლო არ არის, ეს უბრალოდ შოუა, ეს უბრალოდ კომედიაა

ეს სასამართლო არ არის, ეს უბრალოდ შოუა, ეს უბრალოდ კომედიაა , – ასე შეაფასა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის მეუღლემ სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ქმრის აზერბაიჯანში ექსტრადირებასთან დაკავშირებით. სევინჯ სადიგოვა აცხადებს, რომ სასამართლომ მიიღო დაკვეთა და ბრძანება, რაც დღეს შესრულდა. მისივე თქმით, აზერბაიჯანში 300-ზე მეტი პოლიტპატიმარია და მისი მეუღლისთვის პატიმრობა პირველი არ არის, ის აზერბაიჯანში ბევრჯერ დააკავეს […]
ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციაზე ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ადვოკატი, ქეთი ჩუთლაშვილი განმარტავს, თუ რა ეტაპების გავლის შემდეგ მოხდება მისი დაცვის ქვეშ მყოფის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია. ადვოკატის თქმით, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს, სწორედ აღნიშნული ინსტანციის გადაწყვეტილების შემდეგ უნდა გადაწყვიტოს იუსტიციის მინისტრმა, მოაწერს თუ არა ის აფგან სადიგოვის ექსტრადიციის შესახებ ბრძანებას ხელს. “ჩვენთვის მოულოდნელი და გულდასაწყვეტი იყო თბილისის საქალაქო […]
“ა” ლიგის საკვალიფიკაციო იწყება | ჰიუნდაი, კასპი და მთიელი ასტრალისთვის იბრძოლებენ

საკალათბურთო “ა” ლიგაში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირი იწყება. შეგახსენებთ, რომ 2024-2025 წლების სეზონის “ა” ლიგაში მონაწილეობა 4 გუნდს აქვს გარანტირებული, დანარჩენი 2 კი სხვადასხვა ტურნირის შედეგად უნდა გამოვლინდეს. საგზურს მიიღებს სტუდენტური ლიგის გამარჯვებული, ხოლო წინა სეზონში მე-5 ადგილზე გასული “ასტრალი” ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საკვალიფიკაციო ეტაპზე იბრძოლებს. სწორედ საკვალიფიკაციოს პირველი ეტაპი იწყება 6 დეკემბერს, რომელშიც 3 გუნდი […]
ვახტანგ გომელაური არის საუკეთესო გარანტი იმისა, რომ ერთის მხრივ განუხრელად იქნება დაცული სახელმწიფოს ძლიერება, სახელმწიფოს სიმტკიცე და მეორე მხრივ დაცული იქნება ჩვენი მოქალაქის უფლებები და ინტერესები
ვახტანგ გომელაური არის საუკეთესო გარანტი იმისა, რომ ერთის მხრივ განუხრელად იქნება დაცული სახელმწიფოს ძლიერება, სახელმწიფოს სიმტკიცე და მეორე მხრივ დაცული იქნება ჩვენი მოქალაქის უფლებები და ინტერესები ვახტანგ გომელაური არის საუკეთესო გარანტი იმისა, რომ ერთის მხრივ განუხრელად იქნება დაცული სახელმწიფოს ძლიერება, სახელმწიფოს სიმტკიცე და მეორე მხრივ დაცული იქნება ჩვენი მოქალაქის უფლებები და ინტერესები, – ამის შესახებ […]
ნატალი ლუაზო – ევროპარლამენტმა მკაფიო განცხადება გააკეთა საქართველოს არჩევნებზე: ახალი არჩევნები საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ჩატარდეს. არ შეიძლება ხალხის ბედისწერის მოპარვა

ევროპარლამენტმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა საქართველოს არჩევნებზე: ის არც თავისუფალი და არც სამართლიანი არ იყო, ახალი არჩევნები საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ჩატარდეს. ასე ეხმაურება X-ის საკუთარ გვერდზე ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას. “ევროპარლამენტმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა საქართველოს არჩევნებზე: ის არც თავისუფალი და არც სამართლიანი არ იყო. ახალი არჩევნები საერთაშორისო მეთვალყურეობის […]
რაჭაში, დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს და მოსახლეობის საჭიროებებს, სახელმწიფო რწმუნებული ეცნობა

ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში თოვლწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დილიდან დაიწყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები. “თოვლწმენდის სამუშაოები ყველა საჭირო მიმართულებით განხორციელდება და შესაძლებლობის ფარგლებში ინტენსიურად გაგრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად. სოფლებში არსებულ სიტუაციას […]
სასამართლომ ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირება გადაწყვიტა

ფოტო – IPN თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იქნება ექსტრადირებული. დღევანდელ პროცესზე სადიგოვის ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხი განიხილებოდა. სხდომას ესწრებოდა თავად დაკავებული ჟურნალისტიც, რომელიც თითქმის, ორი თვეა, შიმშილობს და ამის გამო ის დღევანდელ სხდომაზე პენიტენციური დაწესებულებიდან ეტლით მიიყვანეს. აზერბაიჯანული გამოცემის რედაქტორი საქართველოში გასულ წელს ჩამოვიდა. პოლიციამ ის 3 […]