გოგოლაშვილი: ძალიან ცოტა შანსი რჩება ამის მერე, რომ უვიზო მიმოსვლა დაგვრჩეს

ძალიან ცოტა შანსი რჩება ამის მერე, რომ უვიზო მიმოსვლა დაგვრჩეს, ანუ საქართველომ არ დაკარგოს ეს, ყოველ შემთხვევაში, არ შეაჩერონ. ეს, პრაქტიკულად, თავად გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ ეს საკითხი. მე მეშინია კიდევ უფრო მეტის, რომ კანდიდატის სტატუსი გაიწვიონ იმიტომ, რომ თუ 2028 წლამდე არ აპირებენ მოლაპარაკებების დაწყებას, ჩვენი ყოფნა იმ ანგარიშებში და ა.შ… თავად თქვეს უარი, ევროკავშირს […]
საქმიანი მოგზაურები მიიჩნევენ, რომ ხელოვნური ინტელექტი მათ მოგზაურობას უფრო ეფექტურს გახდის – კვლევა

საქმიანი მოგზაურები თვლიან, რომ ხელოვნური ინტელექტი მათ მოგზაურობას უფრო ეფექტურს გახდის, მაგრამ სკეპტიკურად უყურებენ ტექნოლოგიას, როდესაც საქმე ეხება მათი მოგზაურობის ზოგიერთ პირად ასპექტებთან დაკავშირებულ ამოცანებს, ნათქვამია American Express Global Business Travel-ის კვლევის კვლევაში. გამოკითხვაში სულ 2260 ადამიანი მონაწილეობდა. ამრიგად, გამოკითხულთა 95%-მა თქვა, რომ AI-ს შეუძლია გააუმჯობესოს მათი მოგზაურობის გამოცდილება. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება მოხერხებულობას, როგორც […]
დედაქალაქის საზღვრებში მდებარე გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო იქნება

თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გზის ცალკეულ მონაკვეთებზე, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო იქნება.- ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მერიაში განმარტავენ, რომ ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა, დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.ქვეყნის მასშტაბით იმ ადგილების/საგზაო მონაკვეთების ჩამონათვალს შორის, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო […]
ვლადიმერ პუტინი – გაოცებული ვიყავი საქართველოს მთავრობის სიმამაცითა და ხასიათით, რომელსაც ავლენდნენ, რომ საკუთარი მოსაზრება დაეცვათ

გაოცებული ვიყავი იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს მთავრობა “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონს იცავდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა. პუტინის თქმით, საქართველოს მოვლენებს გაკვირვებული ადევნებდა თვალს. “როდესაც საქართველოში მოვლენები დაიწყო, მე, სიმართლე გითხრათ, გაკვირვებით ვუყურებდი ამ ყველაფერს და თვალს ვადევნებდი ამას. მათთან, საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობები არ გვაქვს, არანაირი. მაგრამ, უბრალოდ, გაოცებული ვიყავი მათი სიმამაცითა […]
გიორგი გახარია – რიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება „ოცნებამ“ ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით დააგვირგვინა – პასუხისმგებლობას ამ ღალატში მონაწილე ვერცერთი პირი ვერ გაექცევა

გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთელი რიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება „ოცნებამ“ დააგვირგვინა ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით, რაც გაახმოვანა არალეგიტიმური პრემიერის, კობახიძის ენით , – ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. გიორგი გახარიას განცხადებით, ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას „ვერცერთი ამ […]
“ამ ღალატში მონაწილე ვერცერთი პირი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა” – გახარია

ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია: გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთელი რიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება „ოცნებამ“ დააგვირგვინა ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით, რაც გაახმოვანა არალეგიტიმური პრემიერის, კობახიძის ენით. გასაგებია, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მოღალატეობრივი ამ ნაბიჯის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვერცერთი ამ ღალატში მონაწილე პირი ვერ გაექცევა.
20:00 საათზე, ქუთაისში, “ოცნების” ოფისთან აქციაა

ივანიშვილის გუნდის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შემდეგ, ქუთაისში “ქართული ოცნების” ოფისთან აქცია დაანონსდა. საპროტესტო აქცია 20:00 საათზე დაიწყება.
ბუზი ჭერზე დგას, თუ ზის? – სად და რა კრიტერიუმებით უნდა შეარჩიო მთარგმნელობითი ბიურო?

რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარო, ამბობენ და მართლა როგორი სასიამოვნო პროცესია, როცა ორიგინალში შეგიძლია წაიკითხო წიგნი, უყურო ფილმს, ესაუბრო ადამიანს თარჯიმნის გარეშე. –იმდენი ვიცოდე, გაქცეული მოვაბრუნოო, რომ იტყვიან, ეგაც კი, სხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანთან როგორი გამოსადეგია და ახლა წარმოიდგინე, რამდენიმე ენას რომ სრულფასოვნად ფლობდე? მე არ მაქვს დიდად ნიჭი უცხო ენის სწავლის, მაგრამ თარგმნის […]
“ძილის წინ რევოლუციაზე შეიძლება გახდე გასასვლელი” – გრიგალაშვილი

ისეთი ქვეყანაა ძილის წინ რევოლუციაზე შეიძლება გახდე გასასვლელი.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიპლომატებს საგანგებო რეჟიმში შეხვდება

ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე “ქართული ოცნების” უარის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა საგანგებო რეჟიმში ჩანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრა დღეს საღამოს, ორბელიანების სასახლეში გაიმართება. 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, “ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს, 2028 წლის ბოლომდე, ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე. ჩვენ […]