ვლადიმერ პუტინი – გაოცებული ვიყავი საქართველოს მთავრობის სიმამაცითა და ხასიათით, რომელსაც ავლენდნენ, რომ საკუთარი მოსაზრება დაეცვათ

გაოცებული ვიყავი იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს მთავრობა “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონს იცავდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
პუტინის თქმით, საქართველოს მოვლენებს გაკვირვებული ადევნებდა თვალს.
“როდესაც საქართველოში მოვლენები დაიწყო, მე, სიმართლე გითხრათ, გაკვირვებით ვუყურებდი ამ ყველაფერს და თვალს ვადევნებდი ამას. მათთან, საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობები არ გვაქვს, არანაირი. მაგრამ, უბრალოდ, გაოცებული ვიყავი მათი სიმამაცითა და ხასიათით, რომელსაც ავლენდნენ იმისთვის, რომ საკუთარი მოსაზრება დაეცვათ. ახლა ამ მოსაზრებას შეფასებას არც მივცემ”, – განაცხადა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გვახსოვს, აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვში სამხედრო აღლუმს ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ, თუმცა მაშინ დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის “გაშავება” – შეიცვალა დღის წესრიგი და ამის შემდეგ რუსეთი გახდა “ოკუპანტი”