ეს საკონსტიტუციო გადატრიალებაა – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი: დღეს დაესვა წერტილი საკონსტიტუციო გადატრიალებას, იმ მსვლელობას, რომელიც რამოდენიმე თვის წინ დაიწყო, ევროპიდან რუსეთისკენ. ზოგს ჰქონდა ეჭვი, შეიძლება არა, შეიძლება რაღაცა სხვააა… დღეს გამოაცხადა ამ არარსებულმა, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოუცხადა არა მშვიდობა, არამედ ომი, საკუთარ ხალხს და მომავალს, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების მომავალს. ამ გზაზე არ არსებობს არც სახელმწიფოებრიობა, არც დამოუკიდებლობა, არც […]

ზუგდიდში პროტესტით უპასუხეს მთავრობის გადაწყვეტილებას შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება

პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე, საპროტესტო აქცია მოჰყვა ზუგდიდში. მოქალაქეთა ნაწილი სამეგრელო ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ საქართველოსა და ევროკავშირის დროებით. აქციის მონაწილეების განცხადებით, “არალეგიტიმურმა მთავრობამ” უკვე ღიად თქვა უარი ევროპულ კურსზე და ქვეყანა რუსულ რელსებზე გადაჰყავს. “საქართველოს ხელისუფლება ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს ევროკავშირთან და […]

„მოვუწოდებთ ევროპის კავშირს არ გაითვალისწინოს თვითგამოცხადებული მთავრობის განცხადება“ – სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები

მნიშვნელოვანი ფაზა დადგა დღეს თითოეული თავისუფალი მოქალაქისთვის. ეს არის გამოცდა, ეს არის დაუმორჩილებლობის ბრძოლა, – ეს განცხადება რატი ამაღლობელმა „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით გააკეთა. განცხადებაში ამაღლობელმა აღნიშნა, რომ დღეს იწყება სრულიად ახალი ბრძოლა რუსულ რეჟიმთან. „28 ნოემბრის, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ საბოლოოდ უარი ითქვა საქართველოს […]

ბათუმში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს – მომიტინეებმა ჭავჭავაძის, ბარათაშვილისა და წერეთლის ქუჩები გადაკეტეს

“გამოდით” – ამ შეძახილებით ბათუმში მოქალაქეები ქუჩებში მსვლელობას აწყობენ. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს არ დათმობენ. “გამოდით და შემოგვიერთდით, ჩვენ ბევრნი ვართ, ჩვენს წინაპრებს მონაპოვარს არ დავთმობთ. ხელისუფლებამ არჩევნები თავზე გადაგვახია, ახლა გამოგვიცხადა, რომ ევროპისკენ არ მიდიან. ჩაკეტეს ყველა გზა ამ რუსებმა”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. ბათუმში აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად, ჭავჭავაძის, ბარათაშვილისა და […]

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – ქართველო ხალხო, თქვენ ხართ ქართველები და მაშასადამე, ხართ ევროპელები – ვიცით, რომ არ დანებდებით, შესაბამისად, ჩვენც არ დავნებდებით

ქართველო ხალხო, თქვენ ხართ ქართველები და მაშასადამე, ხართ ევროპელები, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „არავის არ შეუძლია ეს წაგართვათ“. „ გზა გრძელი და რთულია, მაგრამ ვიცით, რომ არ დანებდებით, შესაბამისად, ჩვენც არ დავნებდებით,” – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

ნინო ლომჯარია – დღეს იყო საქართველოს ღალატის აქტი! – საერთაშორისო საზოგადოებას მივმართავთ: ეს ხალხი არაფერს წარმოადგენს, ხმა არ მიგვიცია, კრიმინალური გზით მოიპარეს არჩევნები, ისინი არ გამოხატავენ ხალხის ნებას

დღეს იყო საქართველოს ღალატის აქტი!, – ასე გამოეხმაურა სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენელი ნინო ლომჯარია “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ლომჯარიას თქმით, 2028 წელს საქართველოში აღარ იქნება სახელმწიფო ინსტიტუტები და აღარაფერი დარჩენილი ამ ქვეყნის დემოკრატიული ფუნდამენტიდან. “დღეს იყო საქართველოს ღალატის აქტი! თვითმარქვია კობახიძემ […]

ქუთაისში აქციაზე სულ მცირე, ერთი მოქალაქე დააკავეს

ქუთაისში, „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციასთან, პოლიციამ, სულ მცირე, ერთი მოქალაქე დააკავა. ერთი ადამიანის დაკავებაში ათზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა. მათ ძალაც გამოიყენეს. ადგილზე გადაღებულ კადრში ჩანს, რომ დაკავებულს ტანსაცმელიც შემოეხია. კონკრეტულად რის გამოს დააკავეს მოქალაქე, უცნობია. „ოცნების“ ქუთაისის ოფისთან მომიტინგეებს გზა ჰქონდათ გადაკეტილი. გარეკანის ფოტო: ტვ პირველი

ქუთაისში პოლიციამ აქტივისტზე იძალადა

ქუთაისში პოლიცია აქტივისტზე იძალადა. ქუთაისში ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, არ გახსნას ევროკავშირთან მოლაპარაკეკებები, მოქალაქეები აპროტესტებდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი აქტივისტი, მიშა მუმლაძე ხალხს მოუწოდებდა, ზებრაზე ერთდროულად გადასულიყვნენ, რითაც გზის გადაკეტვას მოახერხებდნენ. სწორედ ამ დროს პოლიციამ მისი დაკავება გადაწყვიტა. დაკავების პროცესში მუმლაძე მიწაზე დააგდეს, მას ერთდროულად რამდენიმე პოლიციელი იჭერდა კიდურებში. ერთი ადამიანის დაკავებას რამდენიმე ათამდე პოლიციელი ცდილობდა.

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში იმპორტირებულია 14.6 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების მეორეული საბურავები

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში იმპორტირებულია 14.6 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 13 489 ტონა მეორეული საბურავი. ქვეყანა მეორეულ საბურავებს ძირითადად გერმანიიდან, იაპონიიდან, ბულგარეთიდან, შვეიცარიიდან და ნიდერლანდებიდან ყიდულობს. 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში აღნიშნული ქვეყნებიდან იმპორტირებული საბურავების მაჩვენებლები ასეთია: · გერმანია – 3 359 ტონა (3.36 მლნ დოლარის); · იაპონია – 2 722 ტონა (3.48 მლნ დოლარის); · ბულგარეთი […]

„ეროვნული ბანკის ქმედებები მსხვილი ბიზნესისთვის არაპროგნოზირებად გარემოს ქმნის, რაც მომავალში პატარა ბიზნესებზეც აისახება“

„დღეს ბიზნესი საკმაოდ გაურკვეველ მოლოდინებშია. განსაკუთრებით ის ბიზნესი, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მუშაობს, ექსპორტ-იმპორტის თვალსაზრისით, ვინაიდან ლართან და ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული საკითხები არაპროგნოზირებად გარემოს ქმნის“, – ამის შესახებ ეკონომისტმა მურად მიქელაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები, გაურკვევლობას აჩენს და მომავალს არაპროგნოზირებადს ხდის. „აგერ სექტემბერ-ოქტომბერში დაახლოებით 700 მლნ დოლარის ინტერვენცია განახორციელა […]