„საჯარო სამსახურში ვინც ხართ, ერთობლივად და შეთანხმებულად თუ გადადგებით, რუსული რეჟიმი ჩამოიშლება“ – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი: „საჯარო სამსახურში ვინც ხართ, ერთობლივად და შეთანხმებულად თუ გადადგებით, რუსული რეჟიმი ჩამოიშლება. ასე ქვეყანასაც დაიბრუნებთ და სამსახურსაც.“
“არ დაარბიოთ ბიჯო, უარესს მიიღებთ” – ფოფხაძე

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე: არ დაარბიოთ ბიჯო, უარესს მიიღებთ ცნობისთვის, რუსთაველზე რობოკოპები გამოიყვანეს და ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი.
“ამ ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩამოშორება უნდა მოხერხდება ქუჩით” – მელია

„ყველამ გააცნობიერა, რომ მილიმეტრი უკან დასახევი შესაძლებლობაც კი არ არსებობს, გარდა ამ ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩამოშორებისა. ეს ყველაფერი უნდა მოხერხდეს და მოხერხდება ქუჩით. კარგია ის, რომ როგორც იქნა შედგა შეთანხმება – ყველა განსხვავებული ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავებული პოლიტიკური პარტია მიზნის გარშემო ვერთიანდებით”
“ამ ნაბიჯით ქართული ოცნება დრამატულად აზიანებს საკუთარ ლეგიტიმაციას” – ექსპრემიერი კვირიკაშვილი

ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე ავრცელებს განცხადებას, რომლითაც ის ეხმიანება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაცია. კვირიკაშვილი თვლის, რომ განცხადება, რომელიც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს გააცნო საზოგადოებას, არის საკუთარი ამომრჩევლისთვის გაცემული პირობის “საპირისპიროდ განხორციელებული აბსოლუტურად გაუგებარი ქმედება და წარმოადგენს უმრავლესობის ნების უგულებელყოფას”. “ამ ნაბიჯით ქართული ოცნება დრამატულად აზიანებს საკუთარ ლეგიტიმაციას, […]
ჭიჭინაძის ქუჩაზე ვითარება კვლავ დაიძაბა – პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე სპეციალური საშუალება გამოიყენა

პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე ვითარება ისევ დაიძაბა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. ამ დროისთვის ჭიჭინაძის ქუჩა მთლიანად სამართალდამცველებმა დაიკავეს. შეგახსენებთ, პარლამენტთან აქცია მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. […]
ანა დოლიძე – შსს ვალდებულია დაიცვას ქართველი ხალხი და არა ეს კრიმინალური ბანდა

შსს ვალდებულია დაიცვას ქართველი ხალხის უსაფრთხოება. ყაველაშვილის ფეხსაცმელების უსაფრთხოება კი არ უნდა დაიცვას, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა, რითაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. ანა დოლიძის თქმით, წინააღმდეგობის მოძრაობა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკვე შექმნილია “წინააღმდეგობის მოძრაობა ძალაშია, გამოიყვანეს ისევ რობოკოპები, პირველ რიგში შსს ვალდებულია დაიცვას ქართველი ხალხის უსაფრთხოება. ყაველაშვილის […]
„ამ ნაბიჯით „ქართული ოცნება“ დრამატულად აზიანებს საკუთარ ლეგიტიმაციას, რაც ისედაც მყიფე გარემოში სრულიად გაუგებარია“ – გიორგი კვირიკაშვილი

„ევროინტეგრაციის პროცესის ცალმხრივად, თუნდაც დროებითი შეჩერების გამოცხადება არის საკუთარივე ამომრჩევლის მიმართ გაცემული ევროპისკენ ღირსეული სვლის დაპირების საპირისპიროდ განხორციელებული აბსოლუტურად გაუგებარი ქმედება და შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების უგულებელყოფას. ამ ნაბიჯით „ქართული ოცნება“ დრამატულად აზიანებს საკუთარ ლეგიტიმაციას, რაც ისედაც მყიფე გარემოში სრულიად გაუგებარია“ – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ევროინტეგრაცია […]
ქართული ოცნების გადაწყვეტილებას საგარეო უწყების 80-მდე თანამშრომელი ემიჯნება

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების რაოდენობა, რომლებიც ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ემიჯნებიან, 80-მდე გაიზარდა. განცხადების თანახმად, სამინისტროს მოქმედ თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. “ჩვენი, როგორც დიპლომატების, უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და კონსტიტუციის ერთგულება. წლების განმავლობაში, ქართული დიპლომატია მიმართავდა სრულ […]
კვირიკაშვილი მთავრობას მოუწოდებს, ევროინტეგრაცია „ოჯახურ ღირებულებებზე“ კომპრომისის გარეშე აღადგინოს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეხმაურება „ქართული ოცნების“ განცხადებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე. კვირიკაშვილის თქმით, „ევროინტეგრაციის პროცესის ცალმხრივად, თუნდაც დროებითი შეჩერების გამოცხადება არის საკუთარივე ამომრჩევლის მიმართ გაცემული ევროპისკენ ღირსეული სვლის დაპირების საპირისპიროდ განხორციელებული აბსოლუტურად გაუგებარი ქმედება და შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების უგულებელყოფას“. „ამ ნაბიჯით „ქართული ოცნება“ დრამატულად აზიანებს საკუთარ ლეგიტიმაციას, რაც ისედაც მყიფე […]
გიორგი ვაშაძე – დადგა დრო, მთელი საქართველო დადგეს ფეხზე და ამით ჩვენ საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ – საყოველთაო გაფიცვა და დაუმორჩილებლობა ამ რეჟიმს!

დადგა დრო, მთელი საქართველო დადგეს ფეხზე და ამით ჩვენ საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ – საყოველთაო გაფიცვა და დაუმორჩილებლობა ამ რეჟიმს! – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა და საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ საზოგადოებას მიმართა. მისი თქმით, “რეჟიმი, რომელიც რამდენიმე ასეულ პოლიციელზე დგას, უკიდურესად სუსტია და ხალხის ეშინია”. “ჩვენ გვჭირდება ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის ერთობა, გვჭირდება […]