ანა დოლიძე – შსს ვალდებულია დაიცვას ქართველი ხალხი და არა ეს კრიმინალური ბანდა

შსს ვალდებულია დაიცვას ქართველი ხალხის უსაფრთხოება. ყაველაშვილის ფეხსაცმელების უსაფრთხოება კი არ უნდა დაიცვას, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა, რითაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.
ანა დოლიძის თქმით, წინააღმდეგობის მოძრაობა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკვე შექმნილია
“წინააღმდეგობის მოძრაობა ძალაშია, გამოიყვანეს ისევ რობოკოპები, პირველ რიგში შსს ვალდებულია დაიცვას ქართველი ხალხის უსაფრთხოება. ყაველაშვილის ფეხსაცმელების უსაფრთხოება კი არ უნდა დაიცვას. წინააღმდეგობის მოძრაობა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკვე შექმნილია. ის არსებობს და ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი – 2008 წლის ომიდან 18 წლის თავზე, კვლავ გამოწვევად რჩება საოკუპაციო რეჟიმების მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა