დარბევა დაიწყო – სპეცრაზმელები მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევა დაიწყეს. უკვე გაისმა გამაფრთხილებელი სიგნალი, რომელიც მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებს. ამ წუთებში დაძაბულობა ჭიჭინაძის ქუჩაზეა. უკვე გამოუშვეს წყლის ჭავლი, არაეთხეულ გაუშვეს წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი. დააკავეს არაერთი მოქალაქე. დაკავების დროს სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებიან.
პოლიციას კვერცხები ესროლეს, პოლიციელები დემონსტრანტებს აგინებენ

პარლამენტთან აქციაზე დემონსტრანტებმა, – აქციის იმ ნაწილმა, რომელიც ჭიჭინაძის ქუჩაზე, საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთ გვერდზეა შეკრებილი, – პოლიციელებს კვერცხები დაუშინეს. ვითარება კვლავ დაძაბულია. დემონსტრანტების მხრიდან ისვრიან სხვადასხვა ნივთსაც. პოლიციელების ნაწილი აგინებს დემონსტრანტებს. მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც. პოლიციის წინა რიგებში ე.წ „რობოკოპები“ ჩადგნენ – სპეციალური ფარებით აღჭურვილი პოლიციელები. ამ წუთებში – ღამის ორი საათისთვის – პოლიცია ადგილზე […]
პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო – გამოიყენეს წყლის ჭავლი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციის დაშლა დაიწყო. პოლიციამ წყლის ჭავლის მანქანა გამოიყენა პარლამენტის ერთ-ერთ გვერდითა ქუჩაზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 5°C-ია. ქრის ქარი. iPhone-ის ამინდის აპლიკაციის თანახმად, ისე ცივა, როგორც -1°C-ის პირობებში. დაშლას წინ უძღოდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ჭიჭინაძის ქუჩაზე რამდენიმესაათიანი დაძაბულობა და შიგადაშიგ დაპირისპირება. პოლიცია სპეც. საშუალებებს, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის […]
შსს-მ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა

შსს-მ პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის დაშლა დაიწყო. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაუშვეს. როგორც ადგილიდან ფორმულას ჟურნალისტი იუწყება, წყლის ჭავლთან ერთად გამოყენებულია წიწაკის სპრეიც და ადგილზე სუნთქვა შეუძლებელია. ჭაყვლის პარალელურად ე.წ. რობოკოპები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. დაშლის მცდელობის მიუხედავად ჭიჭინაძის ქუჩაზე უფრო მეტი ადამიანი მივიდა. წყლის ჭავლის გაშვებას მოქალაქეები საქართველოს ჰიმნის სიმღერით შეხვდნენ. ჭიჭინაძის ქუჩაზე […]
ჭიჭინაძის ქუჩაზე მომიტინგეები გააფრთხილეს, ტერიტორია დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონით გათვალისწინებული საშუალებები იქნება გამოყენებული

პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე განლაგებულმა სპეცრაზმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ასევე გაისმა გაფრთხილება, რომ ტერიტორია დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონით გათვალისწინებული საშუალებები იქნება გამოყენებული. ამასთან, ადგილზე პერიოდულად ისვრიან ე.წ. გაზის კაფსულებს.
ჭიჭინაძის ქუჩაზე საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ

საპოლიციო ძალები პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების დაშლა დაიწყეს. ცოტა ხნით ადრე კი, აქციის მონაწილეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს გამოიყენებდნენ. მანამდე ჭიჭინაძის ქუჩაზე განლაგებული სამართალდამცავები სპეცდანიშნულების რაზმა ჩაანაცვლა. ამ დროისთვის, ჭიჭინაძის ქუჩა სრულად სპეცრაზმს უკავია.
ჭიჭინაძის ქუჩაზე მომიტინგეები სამართალდამცველების მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ, სპეცრაზმი ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებდა

პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე დაძაბული ვითარებაა. ადგილზე მყოფ სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჭიჭინაძის ქუჩა ამ დროისთვის, პოლიციელებისგან სრულად თავისუფალია, ის სპეცდანიშნულების რაზმმა ჩაანაცვლა. აქციის მონაწილეების ნაწილმა პოლიციელებს სხვადასხვა საგნები, ბოთლები ესროლეს. ამასთან, დემონსტრანტებმა სავარაუდოდ, სამართალდამცავებს საღებავი შეასხეს, საპასუხოდ, კი პოლიციელები მათ ე.წ. წიწაკის სპრეის ასხამენ.
მამუკა ხაზარაძე – მოვუწოდებ ყველას, დავიწყოთ საერთო ეროვნული გაფიცვა და დაუმორჩილებლობა

მე მოვუწოდებ ყველას, უნდა დავიწყოთ საერთო ეროვნული გაფიცვა და დაუმორჩილებლობა, – ასე მიმართა “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აქციაზე შეკრებილ ადამიანებს. როგორც ხაზარაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყველამ უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი და ეს, პირველ რიგში, საჯარო მოხელეებს ეხება. “დღეს ოფიციალურად ბიძინა ივანიშვილმა და რუსულმა მთავრობამ საქართველოში მოახდინა კონსტიტუციური გადატრიალება. დღეს ბიძინა ივანიშვილის ეს ბიჭები, […]
„საჯარო სამსახურში ვინც ხართ, ერთობლივად და შეთანხმებულად თუ გადადგებით, რუსული რეჟიმი ჩამოიშლება“ – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი: „საჯარო სამსახურში ვინც ხართ, ერთობლივად და შეთანხმებულად თუ გადადგებით, რუსული რეჟიმი ჩამოიშლება. ასე ქვეყანასაც დაიბრუნებთ და სამსახურსაც.“
“დამიზნებით, ახლოდან შეასხა სპრეი” – “ტვ პირველის” ოპერატორი დაშავდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე “ტვ პირველის” ოპერატორი, ნიკო კოკაია დაშავდა, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. იმ დროს, როდესაც ოპერატორი კამერით ხელში, პირდაპირ ეთერში გადასცემდა მოვლენებს რუსთაველის გამზირიდან, სპეცრაზმმა მას ახლო მანძილიდან, სახეში, დამიზნებით წიწაკის სპრეი შეასხა.