Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 10:50 საათისთვის ერთი დოლარი 2.7500 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 10:50 საათისთვის ერთი დოლარი 2.7500 ლარად ივაჭრება
29 ნოემბრიდან, მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში მოსახლეობის აღწერა, კარდაკარის პრინციპით გაგრძელდება

2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში მოსახლეობის აღწერა 29 ნოემბრიდან კარდაკარის პრინციპით გაგრძელდება. საქსტატის ინტერვიუერების მიერ მონაცემები 19 დეკემბრის ჩათვლით შეგროვდება. სპეციალურად ამ მიზნისათვის საქსტატმა 12 000-მდე ინტერვიუერი გადაამზადა. ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით კარდაკარ შემოივლიან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ყველა საცხოვრისს. ინტერვიუერები პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით გამოჰკითხავენ ოჯახის ერთ ან რამდენიმე სრულწლოვან წევრს და ამ […]
ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი ჰესების მშენებლობას აჩერებს – სად არის პრობლემის გამოსავალი

საქართველო ჰიდრორესურსებით მდიდარი ქვეყანაა. სახელმწიფო წლებია ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფას ცდილობს, რისთვისაც ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაა საჭირო. ქვეყნის მიმართ ინვესტორების ინტერესიც არსებობს, თუმცა პროცესი მაინც ფერხდება. მიზეზი მოსახლეობის პროტესტია. ადგილობრივები მუნიციპალიტეტებში ინვესტორებს ჰიდროსადგურების მშენებლობის საშუალებას არ აძლევენ. რამდენიმე დღის წინ მორიგი აქცია გაიმართა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზემო სურებში. კომპანია “ენერჯი დევეკოპმენტ ჯორჯიას” წარმომადგენლებს ადგილობრივებთან “სურები 2” ჰესის კასკადის მშენებლობის […]
მოლაპარაკებების არ გახსნით გვემუქრებით თვეებია და ოკ – როცა გითხარით, ახლა ეს ჩვენი ბრალია?
დაფინანსების გაჩერებით და მოლაპარაკებების არ გახსნით გვემუქრებით თვეებია და ოკ – როცა გითხარით, ახლა ეს ჩვენი ბრალია? გახსენით ხვალვე მოლაპარაკებები და ვნახოთ რამდენ ხანში გადავასწრებთ, ისედაც ვალდებულებების შესრულების ნაწილში ჩვენზე უკან მდგომ ყველა კანდიდატ ქვეყანას. გახსენით მოლაპარაკებები!!! და პატივი გვეცით როგორც ერს! კოლონიალიზმი 50 იანებში დასრულდა European Union in Georgia, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, […]
ევროკავშირის ელჩი – იმედი გვქონდა, რომ არჩევნები გახდებოდა ახალი იმპულსი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, პოზიტიური იმპულსის ნაცვლად, სამწუხაროდ, იყო სერიოზული დარღვევები

ევროპული ოჯახი ეფუძნება პრინციპებსა და წესებს და იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანას სურს, ჩვენს ოჯახს შემოუერთდეს, ამ წესებისა და პრინციპების დაცვა უნდა მოხდეს, – ამის შესახებ – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველო მივიდა იმ წერტილამდე, რომ ევროკავშირმა გაწევრიანების პროცესი შეაჩერა. „ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის ევროკავშირის […]
მაია ბითაძე ევროკავშირს – დაფინანსების გაჩერებით და მოლაპარაკებების არ გახსნით გვემუქრებით თვეებია – გახსენით ხვალვე მოლაპარაკებები და ვნახოთ რამდენ ხანში გადავასწრებთ ჩვენზე უკან მდგომ ყველა კანდიდატ ქვეყანას

დაფინანსების გაჩერებით და მოლაპარაკებების არ გახსნით გვემუქრებით თვეებია და „ოკ“ – როცა გითხარით, ახლა ეს ჩვენი ბრალია? გახსენით ხვალვე მოლაპარაკებები და ვნახოთ რამდენ ხანში გადავასწრებთ, ისედაც ვალდებულებების შესრულების ნაწილში ჩვენზე უკან მდგომ ყველა კანდიდატ ქვეყანას. გახსენით მოლაპარაკებები!!! და პატივი გვეცით როგორც ერს! კოლონიალიზმი 50-იანებში დასრულდა”, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაია ბითაძე სოციალურ ქსელში. მისივე […]
წილოსანი საგარეოს თანამშრომლებს “მთავარ ღირებულებებზე დაფიქრებას” ურჩევს

ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან მმართველი გუნდის გადაწყვეტილებისგან გამიჯვნას “ფარსს” უწოდებს და მათ “მთავარ ღირებულებებზე დაფიქრებას” ურჩევს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს და თანამშრომლებს, რომლებიც გადაწყვეტილებას გაემიჯნენ “ვითომ ევროკავშირს შეფიცულ დიპლომატებს” უწოდებს. “საგარეო საქმეთა სამინისტროში რომ მუშაობ, სიტყვა “საგარეო” კი არ უნდა იყოს შენთვის მთავარი, არამედ საკუთარი! საკუთარი ქვეყანა […]
პარლამენტმა უსაფრთხოების წითელი დონე აამოქმედა

29 ნოემბრიდან ბრძანების გაუქმებამდე პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა. განცხადების თანახმად, უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს “საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის […]
ეკა სეფაშვილი – კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა! – საქართველოს მტრებს და რადიკალებს არ მივცემთ საშუალებას წევრობაზე მოლაპარაკების დაწყება/არ დაწყება პოლიტიკურ იარაღად გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა! ჩვენს განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველო განუხრელად აგრძელებს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ეს პროცესი არც ერთი დღით არც შეწყვეტილა და არც შენელებულა და ასევე გაგრძელდება! – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, საქართველო 2030 წლისათვის ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად […]
საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომელთა განცხადებას, რომლებიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნებიან, ამ დროისთვის ხელს 100 პირი აწერს

საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომელთა განცხადებას, რომლებიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნებიან, ამ დროისთვის ხელს 100 პირი აწერს. უწყების აღნიშნული თანამშრომლების შეფასებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს. „ჩვენი, როგორც დიპლომატების, უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და კონსტიტუციის ერთგულება. წლების განმავლობაში, ქართული დიპლომატია მიმართავდა სრულ ძალისხმევას […]