გადადგა საქართველოს ელჩი ბულგარეთში

„არა ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების გამოხატვის წინააღმდეგ! სრული სოლიდარობა“, – წერს დიპლომატი გადადგომის შესახებ პლატფორმა X-ზე. ოთარ ბერძენიშვილმა დიპლომატიური კარიერა 2000 წლიდან დაიწყო. 2023 წლიდან იყო ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში. მანამდე მუშაობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლად, იყო ელჩი სამხრეთ კორეის რესპუბლიკაშიც. დიპლომატის ამ ნაბიჯს წინ უსწრებდა მმართველ პარტიაში – „ქართულ ოცნებაში“ – მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ […]

გაცნობებთ, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია – კავკასიის უნივერსიტეტი

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე კავკასიის უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს აჩერებს. აღნიშნულ ინფორმაციას უნივერსიტეტის სტუდენტები ავრცელებენ, რომლებსაც სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადება მიუვიდათ. „გაცნობებთ, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია“,- ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ სტუდენტებისთვის გაგზავნილ განცხადებაში. ipn.ge

ჩვენ ვნახეთ ცრუ პროტესტი, რომელიც დაფუძნებული იყო სიცრუეზე, ტყუილზე, თითქოს საქართველომ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი – კახა კალაძე

ჩვენ ვნახეთ ცრუ პროტესტი, რომელიც დაფუძნებული იყო სიცრუეზე, ტყუილზე, თითქოს საქართველომ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი – თუ მანამდე უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, აქ არ ვართ?! გახსნან, ვინ ამბობს ამაზე უარს?! ეს არ უნდა იყოს შანტაჟის იარაღი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავის მიეცემა შანტაჟის შესაძლებლობა. “ჩვენ ვნახეთ ცრუ […]

თარგმანში ჩაკარგულებს ნუ ენდობით – ზაალ მიქელაძე პაველ ჰერჩინსკის

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე „ქართული ოცნების“ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „თქვენი მოჩვენებითი, მშვიდი ტონით გავრცელებული დეზინფორმაციის კასკადი მთლიანად აცდენილია ჩვენი განცხადების შინაარსს და ძირითად არსს“- წერს დეპუტატი და ევროპელ აქტორებს ურჩევს კარგად წაიკითხონ და მოისმინონ ხელისუფლების განცხადებები. „ჰეი პაველ! თარგმანში ჩაკარგულებს ნუ ენდობით!!! სალომემ თუ გითარგმნა, მაშინ ჰო..მაგრამ არა მგონია..ის და მისი უსამშობლო […]

კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ 28 ნოემბრის პროცესების ჩათვლით და დღეის იქით, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომლებმაც დააორგანიზეს ქაოსი, ან მომავალში აპირებენ გამეორებას, დაეკისროთ განადგურებული ქონების, ყველა სხვა მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურება

კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ 28 ნოემბრის პროცესების ჩათვლით და დღეის იქით, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომლებმაც დააორგანიზეს ქაოსი, ან მომავალში აპირებენ გამეორებას, დაეკისროთ განადგურებული ქონების, ყველა სხვა მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურება ეს უკვე მერამდენედ უნდა ვუყუროთ, თუ პოლიტიკური პარტიები როგორ ანგრევენ და ანადგურებენ დედაქალაქს დაბოლილი და მოწამლული ახალგაზრდების ხელით? – წერს აკადემიკოსი თემურ მაისურაძე, სოციალურ ქსელში. […]

კახა კალაძე – ქვეყანაში რევოლუცია არ და ვერ მოხდება – ეს არის ცრუ პროტესტი

ქვეყანაში რევოლუცია არ და ვერ მოხდება – ეს არის ცრუ პროტესტი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, „როდესაც ადამიანი პროტესტს გამოხატავს და საფუძველი არის ტყუილი, ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება ქვეყანაში“. „ქვეყანაში რევოლუცია არ და ვერ მოხდება. ეს არის ცრუ პროტესტი. როდესაც ადამიანი პროტესტს გამოხატავს და საფუძველი არის ტყუილი, რა თქმა […]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – აღშფოთებით ვემიჯნებით საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმას

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას 2028 წლამდე შეწყვიტოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები, ემიჯნება. ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სოციალურ ქსელში წერს. „აღშფოთებით ვემიჯნებით საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმას. მივიჩნევთ, რომ აკადემიური საზოგადოების ვალია, დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი”, – წერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სოციალურ ქსელში.

კახა კალაძე – ვნახეთ ცრუ პროტესტი, რომელიც დაფუძნებული იყო ტყუილზე, თითქოს საქართველომ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი – თუ მანამდე უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, აქ არ ვართ?! გახსნან, ვინ ამბობს ამაზე უარს?!

ჩვენ ვნახეთ ცრუ პროტესტი, რომელიც დაფუძნებული იყო სიცრუეზე, ტყუილზე, თითქოს საქართველომ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი – თუ მანამდე უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, აქ არ ვართ?! გახსნან, ვინ ამბობს ამაზე უარს?! ეს არ უნდა იყოს შანტაჟის იარაღი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავის მიეცემა შანტაჟის შესაძლებლობა. “ჩვენ ვნახეთ ცრუ […]

კახა კალაძე – კოლექტიურ რადიკალებს მოგიწევთ ერთ რამეზე შეგუება, რაც ძალიან მძიმეა თქვენთვის – საქართველო არ არის ტერიტორია, საქართველო არის ჩვენი სამშობლო, შესაბამისად, სამშობლო უპირველეს ყოვლისა!

ევროკავშირის ელჩი არ იყო, რომელიც პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ შეჩერებულია მოლაპარაკებების გახსნის პროცესიო და რა ვიცი, გუშინდელი განცხადება რატომ გახდა პრობლემა?! – ხომ ამბობენ, რომ ჩვენ რუსულ საქმეს ვაკეთებთ – რომ გახსნან მოლაპარაკება და ჩვენ არ დავეთანხმოთ, ეს ხომ რუსული საქმე იქნება, აბა, სინჯონ, გააკეთონ, გადადგან ნაბიჯი და გახსნან მოლაპარაკება! ევროკავშირშიც მიგვიღონ, აბა! – ამის შესახებ […]

კახა კალაძე – რეზოლუციები გაჯერებულია ტყუილით, შანტაჟით და არავითარი ფასი არ აქვს – ამ ყველაფერში ფულს იხდიან და კონკრეტული ადამიანები ამ ფულს იღებენ

ეს რეზოლუციები გაჯერებულია ტყუილით, შანტაჟით, ასეთ რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც საუბარია უვიზო რეჟიმის გადახედვაზე, ახალი არჩევნების ჩატარებასა და „ქართული ოცნების“ ლიდერების დასანქცირებაზე. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი რეზოლუციები ტყუილით არის გაჯერებული. „ჩვენ ასეთი რეზოლუციები ძალიან ბევრი ვნახეთ, ეს მეხუთე თუ მეექვსე რეზოლუციაა […]