“ახლა რასაც ვიტყვი, დაიმახსოვრეთ…” – ანჩელოტიმ “რეალის” ფანებთან პირობა დადო

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულთან” 0:2 მარცხის შემდეგ, “ბლანკოსის” გულშემატკივრებთან პირობა დადო, რომ “რეალი” ტურნირის ფინალში ითამაშებს. “ახლა რასაც ვიტყვი, დაიმახსოვრეთ. მადრიდის “რეალი” მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს”, – განაცხადა ანჩელოტიმ Ellarguero-სთან ინტერვიუში. შეგახსენებთ, ამ მომენტისთვის “რეალი” ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის სატურნირო ცხრილში 6 ქულით 24-ე ადგილს იკავებს. “სამეფო კლუბი” […]

“ჟურნალისტი რომ ხარ, მაგიტომ გცემთო” – “პუბლიკას” ნაცემ ჟურნალისტს ოპერაცია ჩაუტარდა

სასტიკად ნაცემი ჟურნალისტები ამ დრომდე კლინიკებში რჩებიან. მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მათ ნაწილს ქირურგიული დახმარებაც დასჭირდათ. ცოტა ხნის წინ დასრულდა გამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტის, ალექსანდრე ქეშელაშვილის ოპერაცია. მას ცხვირი აქვს გატეხილი. “პირველებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ქეშელაშვილი იხსნებეს, რომ ის მიზანმიმართული ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. ნიღბიანი რაზმის წევრებმა საპოლიციო კოლიდორში გაატარეს და როგორც თავად ამბობს, ყველა ურტყამდა. კუთხეში ვიყავი […]

ომბუდსმენი – შემაშფოთებელია მომიტინგეების მიმართ არაადამიანური მოპყრობის დანაშაულებრივი ქმედებები

საქართველოს სახალხო დამცველის თქმით, მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები შემაშფოთებელია. როგორც სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან გამოხატული დანაშაულებრივი ქმედებები სავარაუდოდ წახალისებულია იმით, რომ ისინი სარგებლობენ ფაქტობრივი დაუსჯელობის გარანტიებით. “29 ნოემბრის დილის 02 საათიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტიურად დაიწყო საპოლიციო ღონისძიებების […]

ცოტნე ანანიძე – პრემიერის განცხადებამ, საქართველოს მიმართ ევროკავშირის ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა – ეს არაა უარი ევროკავშირზე, პირიქით – სუვერენული და პრაგმატული სვლაა მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში!

„ქართული ოცნებიდან“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ცოტნე ანანიძე ეხმიანება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოს 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესის შეჩერების თაობაზე. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებამ საქართველოს მიმართ ევროკავშირის ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა. ანანიძის შეფასებით, ეს არაა უარი ევროკავშირზე, პირიქით – სუვერენული და პრაგმატული სვლაა მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. „პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებამ, საქართველოს […]

დმიტრო კულება ქართველებს – ამაყი ერი ხართ, იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ – არ მისცეთ უფლება მომავალი მოგპარონ

საქართველოს მთავრობამ თავისი რუსეთის მიმართ მცოცავი დათმობები იმ დაპირებით დაფარა, რომ თავიდან აიცილებდა ეგრეთ წოდებულ „უკრაინულ სცენარს“, რაშიც გულისხმობდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში. საუბედუროდ, რისი მოწმეებიც დღეს საქართველოში ვართ, არის ზუსტად უკრაინული სცენარი – მაგრამ სხვა სახის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, დმიტრო კულება სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „საქართველო 2024 წლის ნოემბერში ასახავს […]

ნიკა გვარამია – ყველაზე მძლავრი იყო გუშინდელი მუშტი, რაც კი აქამდე ხალხისგან რუსულ რეჟიმს მოხვედრია!

უსცენო, უმუსიკო, უსადღეგრძელო – ყველაზე მძლავრი იყო გუშინდელი მუშტი, რაც კი აქამდე ხალხისგან მოხვედრია რუსულ რეჟიმს! – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ყველანი ერთად უნდა ვიყოთ, ყველაფრის მიუხედავად. „უსცენო, უმუსიკო, უსადღეგრძელო. მხოლოდ პატრიოტიზმი, გამბედაობა და მიზანმიმართულება. ყველანი ერთად, ყველაფრის მიუხედავად. ამიტომაც ყველაზე მძლავრი იყო გუშინდელი მუშტი, რაც […]

EU-მ უნდა გაუუქმოს უვიზო რეჟიმი დიპ.პასპორტების მფლობელებს და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი “ქართული ოცნების” მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უნდა გაუუქმოს უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ქვეყნის ევროინტეგრაციის არჩევანის გაუქმებას საქართველო დიდ გაურკვევლობაში მიჰყავს. “მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, გააუქმოს ქვეყნის ევროინტეგრაციის არჩევანი. პოლიტიკის ამ ფუნდამენტურ ცვლილებას საქართველო რუსეთის მიჯაჭვულობასა და დიდ […]

პაველ ჰერჩინსკი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს საქართველო წყვეტს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ოთხი წლით – „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტი

პაველ ჰერჩინსკი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს საქართველო წყვეტს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს ოთხი წლით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის ფეისბუქგვერდის, „სინამდვილეში“ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სინამდვილეში ხელისუფლებამ ხაზგასმით განაცხადა, რომ ზედმიწევნით მიჰყვება ასოცირების შეთანხმების შესრულებას. „საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს „საქართველო წყვეტს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს ოთხი წლით“. სინამდვილეში ხელისუფლებამ ხაზგასმით განაცხადა, […]

,,არ მაქვს მოლოდინი, რომ დასავლელი ინვესტორები კვლავ გააგრძელებენ საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელებას’’- თამაზ დაუშვილი

ბიზნესმენი და კომპანია ,,დიოს’’ აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ეხმაურება. ,,კომერსანტთან’’ საუბარში ის აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირთან დაშორების პროცესის გაგრძელებით ქვეყანა ევროპელ და დასავლელ ინვესტორებს დაკარგავს. მისივე თქმით, სიტუაციის შეფასება რთულია, თუმცა მოქმედი ბიზნესები და ინვესტორები შექმნილ ვითარებას და მათ პერსპექტივებს გადააფასებენ. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ინვესტორებთან ერთად ქვეყანა ევროკავშირის დახმარებასაც დაკარგავს, რაც ქვეყნის […]