თარგმანში ჩაკარგულებს ნუ ენდობით – ზაალ მიქელაძე პაველ ჰერჩინსკის

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე „ქართული ოცნების“ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„თქვენი მოჩვენებითი, მშვიდი ტონით გავრცელებული დეზინფორმაციის კასკადი მთლიანად აცდენილია ჩვენი განცხადების შინაარსს და ძირითად არსს“- წერს დეპუტატი და ევროპელ აქტორებს ურჩევს კარგად წაიკითხონ და მოისმინონ ხელისუფლების განცხადებები.
„ჰეი პაველ! თარგმანში ჩაკარგულებს ნუ ენდობით!!! სალომემ თუ გითარგმნა, მაშინ ჰო..მაგრამ არა მგონია..ის და მისი უსამშობლო ,,კამანდა” თქვენი მესიჯების გარეშე ფორთხიალებდნენ.
თქვენი მოჩვენებითი, მშვიდი ტონით გავრცელებული დეზინფორმაციის კასკადი მთლიანად აცდენილია ჩვენი განცხადების შინაარსს და ძირითად არსს!!!
ცხოვრებაშიც, საარჩევნო თუ სამთავრობო პროგრამის სლოგანშიც, კარგად წაიკითხეთ თუ მოისმინეთ: ღირსებით !!! “– წერს ზაალ მიქელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები