დაკავებულია IDFI-ის იურისტი, გიორგი დავითური

მედიისა და მოქალაქეების მიერ გადაღებულ ვიდეოებში ჩანს, რომ პოლიციამ რუსთაველის მეტროს მიმდებარედ აქციის დაშლისას ათობით მოქალაქე დააკავა, მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” იურისტი გიორგი დავითური. ის რამდენიმე პოლიციელმა რუსთაველის მეტროს მიმდენარედ აიყვანა. პუბლიკას მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ იყენებს პოლიცია დაკავების მომენტში წიწაკის სპრეის, დემონსტრანტების წინააღმდეგ. შსს-ს არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია დაკავებულების […]
აქციის მონაწილეების ნაწილმა რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძეზე გადაინაცვლა – ისინი ვაკის პარკის მიმართულებით მსვლელობას აწყობენ

აქციის მონაწილეების ნაწილმა რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაინაცვლა. ისინი საავტომობილო გზაზე, ვაკის პარკის მიმართულებით, მსვლელობას აწყობენ. მათ დაკავებული აქვთ საავტომობილო გზის ნაწილი. „პროტესტის ფორმაა, მსვლელობაა. ჩვენ არამარტო დაგვშალეს, არამედ ხაფანგი ჰქონდათ მოწყობილი, არ გვიშვებდნენ თსუ-სთან. ავედით ვერაზე, ქუჩებით ვიარეთ და ჩამოვედით ჭავჭავაძეზე. მსვლელობაა, მსვლელობაც პროტესტია. ასეთი ფორმით ვაპროტესტებთ“, – განაცხადა კოალიცია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ […]
დემონსტრანტების ნაწილმა ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტა და მსვლელობას მართავს

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა დემონსტრანტების დიდმა ჯგუფმა ჭავჭავაძის გამზრისი გადაკეტა, მას შემდეგ, რაც მათ დაშლის მიზნით პოლიცია გამოედევნა, ჩაუკეტა რესპუბლიკის მოედანი და კოსტავას ქუჩა. აქციის მონაწილეებმა ფეისბუქზე პირდაპირი ეთერები ჩართეს, სადაც ჰყვებიან, რომ „ალყაში მოქცევის შემდეგ ბარნოვის ქუჩიდან წავიდნენ და ასე მოხვდნენ ჭავჭავაძეზე”. ისინი ვაკის პარკის მიმართულებით მსვლელობას მართავენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ შეუერთდნენ პროტესტს. „ჩიხში მოქცევა […]
საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან გაასუფთავეს

საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან გაასუფთავეს. დედაქალაქის ცენტრალური გამზირიდან გადაიყვანეს როგორც ოპერასთან შეკრებილი დემონსტრანტები, ისე მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარედ მყოფი პირები. გამზირის გასუფთავების შემდეგ აქციის მონაწილეებმა უკვე მიხეილ ზანდუკელის ქუჩაზე გადაინაცვლეს. ზანდუკელის ქუჩაზე შეკრებილი აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „გამოდი“. საპოლიციო ძალები და საპოლიციო მანქანები ამ დროისთვის დგანან ფილარმონიასთან. ასევე განლაგებულები არიან რესპუბლიკის მოედანზე.
რუსეთისა და სირიის მოიერიშე თვითმფრინავებმა იდლიბი დაბომბეს

რუსეთისა და სირიის მოიერიშე თვითმფრინავებმა ჩრდილოეთ სირიაში მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ქალაქ იდლიბს დაარტყეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე მყოფი მაშველების თქმით, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. სირიის არმია და მისი მოკავშირე რუსეთი ამტკიცებენ, რომ მათი სამიზნე მეამბოხე ჯგუფების სამალავებია და თავს მშვიდობიან მოსახლეობას არ ესხმიან. შეგახსენებთ, სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ ალეპო […]
ფილარმონიასთან, კოსტავას ქუჩაზე მოძრაობა აღდგა

ფილარმონიასთან, კოსტავას ქუჩაზე მოძრაობა აღდგა. აქამდე აღნიშნულ მონაკვეთზე საპოლიციო ძალები იყვნენ განლაგებული. ამ დრომდე გადაკეტილია რუსთაველის გამზირი, თუმცა ის მომიტინგეებისგან სრულად გაწმენდილია. რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან საპოლიციო ძალების ნაწილი, ნაწილმა კი ტერიტორია უკვე დატოვა. თავად აქციის მონაწილეები ამ დროისთვის მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარედ რჩებიან.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი ვაჟი ჰანტერი შეიწყალა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უფლებამოსილების ამოწურვამდე დაახლოებით თვე-ნახევრით ადრე თავისი ვაჟი ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა. ჰანტერ ბაიდენი დამნაშავედ იყო ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენასა და გადასახადებისთვის თავის არიდებაში. დეკემბრის შუა რიცხვებში ჰანტერ ბაიდენისთვის სასამართლოს სასჯელის ვადა უნდა განესაზღვრა. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. პრეზიდენტმა ბაიდენმა ვაჟის შეწყალების შესახებ 1 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება იმით ახსნა, […]
მეტროსადგურ „რუსთაველთან“ შეკრებილ აქციის მონაწილეებს პოლიცია ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს

მეტროსადგურ „რუსთაველთან“ შეკრებილ აქციის მონაწილეებს პოლიცია ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს, მათ შორის სამართალდამცავები მომიტინგეებს ურჩევენ, მეტროში ჩავიდნენ. ცოტა ხნის წინ საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა უშუალოდ მეტროსადგურში შესული ორი მოქალაქე დააკავეს. საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის მხარეს გადაადგილებას უზღუდავენ. სპეცრაზმელების ნაწილი კვლავ რჩება რუსთაველის გამზირზე გამავალ სხვადასხვა ქუჩებთან.
საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან გაასუფთავეს – აქციის მონაწილეებმა ზანდუკელის ქუჩაზე გადაინაცვლეს

საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან გაასუფთავეს. დედაქალაქის ცენტრალური გამზირიდან გადაიყვანეს როგორც ოპერასთან შეკრებილი დემონსტრანტები, ისე მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარედ მყოფი პირები. გამზირის გასუფთავების შემდეგ აქციის მონაწილეებმა უკვე მიხეილ ზანდუკელის ქუჩაზე გადაინაცვლეს. საპოლიციო ძალები და საპოლიციო მანქანები ამ დროისთვის დგანან ფილარმონიასთან. ასევე განლაგებულები არიან რესპუბლიკის მოედანზე. ზანდუკელის ქუჩაზე შეკრებილი აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „გამოდი“.
“დედა მოგვი@@ნეს” – სპეცრაზმმა ახალგაზრდები ალყაში მოიმწყვდია და თავს დაესხა

დღეს დილით, ახალგაზრდებმა, რომლებსაც მთელი ღამის მანძილზე ასხამდნენ წყალს, რუსთაველზე გაიმზადეს საუზმედ წვნიანი. მალევე მათკენ დაიძრნენ რობოკოპები. მიუხედავად იმისა, რომ არ ისმოდა გაფრთხილების ხმა, ახალგაზრდებმა უკან დაიხიეს, ყველა გასასვლელთან სპეცრაზმი იდგა. ჩნდებოდა განცდა, რომ სპეცრაზმი მშვიდობიანად მიმავალ ადამიანებს გაატარებდა. სრულიად მოულოდნელად, რობოკოპები ხალხის მიმართულებით გაიქცნენ, ზოგი მიწაზე დააგდეს და ისე მიათრევდნენ, ზოგი ცემეს და დააკავეს. […]