დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 2 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), კაკაბეთის, სააკაძის, პეტრიწის, ნიკო ფიროსმანის, დავით კაკაბაძის, გიორგი მუხაძის, ესენინის, ფრისის, ვაჟა ბანეთიშვილის, სოსო აბზიანიძის, გოკიელის, თენგიზ ჩანტლაძის, ახვლედიანის, […]
ყოველგვარი შეფერხება ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის რეგრესს, რომელიც გამორიცხულია რომ დავუშვათ – დიმიტრი აბდუშელიშვილი

ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. როგორც ბიზნესმენი წერს, ყოველგვარი შეფერხება ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის რეგრესს, რომელიც გამორიცხულია რომ დავუშვათ. “საქართველო იყო და იქნება ევროპული ქვეყანა. ჩვენი ადგილი იქ არის, სადაც ადამიანები და ქვეყნები ერთმანეთს ფასეულობებით არიან შეკავშირებულები. ყოველგვარი შეფერხება ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის რეგრესს, რომელიც გამორიცხულია რომ დავუშვათ. […]
“დასდევენ ეს დედამო@@ნულები ბავშვებს, 5–ის გადარჩენა შევძელი” – რა ხდება ქუჩებში

ლ. ჩ. სოციალურ ქსელში, წერს: ხალხო გადით გამთენიისას მანქანებით რუსთაველი, ვერა, მთაწმინდა, ბარნოვი, ზანდუკელი, მაყაშვილი, ყველგან დასდევენ ეს დედამ@# ბი დასდევენ ბავშვებს, მე მხოლოდ 5-ის გადარჩენა შევძელი, რანაირად ძლებთ სახლში, დედები გამოდით!!! მაყაშვილზე იმდენი იყვნენ კინაღამ გავიტანე ამ ბავშვებით. არ მეშინია თუ გადმომათრევენ მეც, მერე გისკდებათ გულები??? როგორ უნდა იცხოვროთ მერე??? ცნობისთვის, ახალგაზრდები ყვებოდნენ მედიას, […]
პროტესტი დარბევის შემდეგაც გრძელდება

მას შემდეგ რაც პოლიციამ ძალადობრივად დაშალა აქცია რუსთაველის გამზირზე, გაუსწორდა მოქალაქეებს მეტროში და დააკავა მათი ნაწილი, პროტესტი ჭავჭავაძის გამზირზე გაგრძელდა. მზიურთან მოქალაქეებმა ქუჩა გადაკეტეს, თუმცა აქაც გამოჩნდა პოლიცია, რომელმაც ერთი მოქალაქე ძალადობრივად დააკავა. მოქალაქეები შეიკრიბნენ ვაკის პარკთანაც.
ჭავჭავაძის გამზირზე ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ცოტა ხნის წინ გადაინაცვლეს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა დაპირისპირება საპოლიციო ძალებსა და მომიტინგეებს შორის. მომიტინგეებმა ბუნკერებით გზა გადაკეტეს, რასაც პოლიციის წინააღმდეგობა მოჰყვა. მათ აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავეს. ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე მხოლოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და აქციის რამდენიმე მონაწილე იმყოფება. […]
პოლიცია მეტროსადგურ “რუსთაველში” ფიზიკურად გაუსწორდა დემონსტრანტებს

პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა და ცემა მეტროს სადგურ “რუსთაველის” ზედა ვესტიბიულში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა დაშალა და გასასვლელად მეტრო, ზანდუკელის ქუჩა და ელბაქიძის დაღმართი დაუტოვა. რუსთაველის გამზირიდან მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით დაძრულ აქტივისტებს გადაკეტილი დაუხვდათ რესპუბლიკის მოედანი და კოსტავას ქუჩა. მათი ნაწილი მეტროში შეცვივდა, უკან კი […]
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, საკუთარი ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა, რომელსაც ბრალი ედებოდა იარაღის უკანონო შეძენასა და ფლობასა და ცხრა საგადასახადო სამართალდარღვევაში ედებოდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „დღეს მე ხელი მოვაწერე ჩემი შვილის ჰანტერის შეწყალებას“, – აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში. მისი განმარტებით, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მისი შვილი “შერჩევით და უსამართლოდ იდევნებოდა და რომ ჰანტერს […]
“ჩემი შვილი, ლუკა, დაიჭირეს ჭავჭავაძეზე” – სარიშვილი

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი: ჩემი შვილი ლუკა დაიჭირეს ჭავჭავაძეზე ვისაც გღვიძავთ ჭავჭავაძეზე გამოდით
“გვცემეს, მობილური გაგვტაცეს, ჩანთას მართმევდნენ” – ნაცემი გოგოები რუსთაველიდან ფეხს არ იცვლიან

ფოტო აქციიდან სოციალურ ქსელში, ჯგუფში, დაიტოვე ნათია არაბული, წერს: მე და ჩემს მეგობარს, სალომეს, რობოკოპებმა გვცემეს, თავსა და ზურგში გვირტყამდნენ, წიწაკის სპრეი შეგვასხეს, სალომეს მობილური გასტაცეს. ბიჭების გადარჩენა გვინდოდა, გვეგონა გოგოებს ნაკლებად მოგვდგებოდნენ, მაგრამ პირიქით. მართმევდნენ ჩანთას, მაგრამ ვერ გაგვტაცეს… მიუხედავად ამისა, ძალიან კარგად ვართ და შიში საერთოდ გაგვიქრა, არც ფეხის მოცვლას ვაპირებთ. ერთადერთი ტელეფონზე […]
აქციის მონაწილეების ნაწილმა რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძეზე გადაინაცვლა

აქციის მონაწილეების ნაწილმა რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაინაცვლა. ისინი საავტომობილო გზაზე, ვაკის პარკის მიმართულებით, მსვლელობას აწყობენ. მათ დაკავებული აქვთ საავტომობილო გზის ნაწილი. „პროტესტის ფორმაა, მსვლელობაა. ჩვენ არამარტო დაგვშალეს, არამედ ხაფანგი ჰქონდათ მოწყობილი, არ გვიშვებდნენ თსუ-სთან. ავედით ვერაზე, ქუჩებით ვიარეთ და ჩამოვედით ჭავჭავაძეზე. მსვლელობაა, მსვლელობაც პროტესტია. ასეთი ფორმით ვაპროტესტებთ“, – განაცხადა კოალიცია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ […]