დემონსტრანტებს პოლიცია გამოედევნა, რომელთაც რესპუბლიკის მოედანი და კოსტავას ქუჩა გადაკეტილი დახვდათ

2 დეკემბრის ღამეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემონტრანტების დაშლის განსხვავებულ ტაქტიკას მიმართა. ცრემლსადენი გაზის გამოყენებისა და გამოდევნების შემდეგ რუსთაველის გამზირიდან უკან დახეულ აქციის მონაწილეებს რესპუბლიკის მოედანი და რუსთაველის მეტროს ზევით, კოსტავს ქუჩა პოლიციის მიერ გადაკეტილი დახვდათ. დემონსტრანტების ნაწილმა მეტრო „რუსთაველს“ შეაფარა თავი. მათ პოლიცია მეტროშიც დაედევნა. აქციის მონაწილეები დააკავეს რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ. დაკავებულთა ზუსტი სტატისტიკა უცნობია. […]
საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან გაასუფთავეს – აქციის მონაწილეებმა ზანდუკელის ქუჩაზე გადაინაცვლეს

საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან გაასუფთავეს. დედაქალაქის ცენტრალური გამზირიდან გადაიყვანეს როგორც ოპერასთან შეკრებილი დემონსტრანტები, ისე მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარედ მყოფი პირები. გამზირის გასუფთავების შემდეგ აქციის მონაწილეებმა უკვე მიხეილ ზანდუკელის ქუჩაზე გადაინაცვლეს. საპოლიციო ძალები და საპოლიციო მანქანები ამ დროისთვის დგანან ფილარმონიასთან. ასევე განლაგებულები არიან რესპუბლიკის მოედანზე. ზანდუკელის ქუჩაზე შეკრებილი აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „გამოდი“.
სპეცრაზმი რუსთაველის მეტროს მიმდებარედ აქციის მონაწილეების დაშლას ახდენს – დააკავეს რამდენიმე პირი, ადგილზე ხმაურია

სპეცრაზმი რუსთაველის მეტროს მიმდებარედ აქციის მონაწილეების დაშლას ახდენს. სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ცდილობენ მომიტინგეები გზიდან გადაიყვანონ და გამზირი გაათავისუფლონ. ასევე, დააკავეს რამდენიმე დემონსტრანტი. მომიტინგეების ნაწილი მეტროსადგურ „რუსთაველის“ შენობაში შევიდა. სპეცრაზმისგან თავს ისინი სწორედ იქ აფარებენ.
სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით აკავებს

სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით დაშლას ცდილობს და აკავებს. რობოკოპებმა მშვიდობიანი აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. ამ დროისთვის საპოლიციო ძალები რუსთაველის მეტროსთან არიან განლაგებული. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ასევე დგანან კოსტავას ქუჩაზე და მოქალაქეებს არ აძლევენ მიმდებარე ტერიტორიის დატოვების საშუალებას. ადგილზე ვითარება დაძაბულია. აქციის მონაწილეებს დაედევნნენ მეტროსადგურ რუსთაველშიც.
რა ხდება რუსთაველზე – ბოლო ცნობები აქციიდან

სპეციალური დანიშნულების რაზმი რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაშლას ამ დრომდე ცდილობს. ცოტა ხნის წინ, სპეცდანიშნულების რაზმმა დიდი რაოდენობით ე.წ.გაზის კაფსულა გაუშვა. სპეციალური დანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეების მიერ გამაგრებულ ხელოვნურ ბარიკადებსაც შლის. აქციის მონაწილეები ცდილობენ კვამლს და სუნს თავი აარიდონ, ამიტომ რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე ინაცვლებენ, ნაწილი რუსთაველის მეტროსკენ მიემართება. აქციის მონაწილეების ნაწილი კი რჩება […]
სახალხო დამცველი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ლევან იოსელიანი საპროტესტო აქციაზე მყოფი არასრულწლოვანების მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს მოუწოდებს, “სასწრაფოდ მოარიდონ ბაშვები საპოლიციო ოპერაციის განხორციელების არეალს, რათა არ დაზიანდნენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.
რუსთაველის გამზირზე განლაგებული საპოლიციო ძალები, ოპერასთან მყოფი აქციის მონაწილეებისკენ დაიძრა

რუსთაველის გამზირზე განლაგებული საპოლიციო ძალები, ოპერის ტერიტორიაზე მყოფი აქციის მონაწილეებისკენ დაიძრა. აქციის მონაწილეები ამ წუთებში რესპუბლიკის მოედნისკენ გადაადგილდებიან. საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეების მიერ გამაგრებულ ბარიკადებს ასუფთავებენ. ასევე, ჩართულია გამაფრთხილებელი სირენაც, რომელიც დემონსტრანტებს მოუწოდებს, დაიშალონ. ცნობისთვის, იქამდე, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირის სხვადასხვა მონაკვეთზე განთავსებული აქციის მონაწილეებისგან დედაქალაქის ცენტრალური გამზირი არაერთხელ გაათავისუფლა, თუმცა მომიტინგეები საბოლოოდ, მაინც უკან დაბრუნდნენ. […]
შსს – ბოლო დღეებში მიმდინარე აქციების განმავლობაში სამინისტროს 113 თანამშრომელი დაშავდა, საიდანაც 4 ამ დრომდე რჩება კლინიკაში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების „ძალადობრივი ქმედებების“ შედეგად, 1-2 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს 21 თანამშრომელი დაშავდა. სამართალდამცველებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ამასთან, უწყების ინფორმმაციით, ბოლო დღეებში მიმდინარე აქციების განმავლობაში სულ შინაგან საქმეთა სამინისტროს 113 თანამშრომელი დაშავდა, საიდანაც 4 ამ დრომდე რჩება კლინიკაში. შსს განცხადებაში კიდევ […]
რუსებმა ტერნოპოს დრონებით შეუტიეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, სერგეი ნადალზე დაყრდნობით ავრცელებს. “მტერმა კვლავ დრონებით შეუტია ტერნოპოლს. ხანძარია საცხოვრებელ კორპუსში. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. განგაში გრძელდება. დარჩით უსაფრთხო ადგილას მის გაუქმებამდე“, – განაცხადა ქალაქის მერმა. მოგვიანებით მან თავდასხმის შესახებ ახალი დეტალები გაავრცელა […]
ჯო ბაიდენმა მისი შვილი შეიწყალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა, რომელსაც ბრალი ედებოდა იარაღის უკანონო შეძენასა და ფლობასა და ცხრა საგადასახადო სამართალდარღვევაში ედებოდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ჯო ბაიდენი განმარტებით, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მისი შვილი “შერჩევით და უსამართლოდ იდევნებოდა და რომ ჰანტერს იმ ადამიანებისგან განსხვავებულად ექცეოდნენ, ვინც მსგავს დანაშაულს სჩადის. ”იმედი მაქვს, ამერიკელები გაიგებენ, […]