,,დამანგრეველი ეფექტი ექნება. ეს განცხადება იყო ყვითელი ბარათი’’- ივა ჭყონია აშშ-ის განცხადებაზე

ბიზნესმენი ივა ჭყონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ შტატები საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობას აჩერებს. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ეს განცხადება ყვითელი ბარათია, რასაც შესაძლოა ქვეყნისთვის დამანგრეველი ეფექტი მოჰყვეს. ივა ჭყონიას შეფასებით, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებით ქვეყანა იზოლაციაში აღმოჩნდება, რასაც საერთაშორისო საგადასახადო და საბანკო სისტემებიდან საქართველოს ჩახსნა მოჰყვება. მისივე თქმით, ქვეყანა შესაძლოა საერთაშორისო ბრენდებმა დატოვონ. […]

ჯანდაცვის სისტემის განვითარება განსაკუთრებული პრიორიტეტია – ირაკლი კობახიძე

ჯანდაცვის სისტემის განვითარება განსაკუთრებული პრიორიტეტია, გვაქვს სერიოზული გეგმები, ასევე სერიოზული ინვესტიციები ჩაიდება სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ მულტიფუნქციური ცენტრების მნიშვნელობაზე. „ჯანდაცვის სისტემის განვითარება არის განსაკუთრებული პრიორიტეტი და აქაც გვაქვს სერიოზული გეგმები, მათ შორის ახალი ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით არსებული პროგრამების კიდევ […]

სალომე ზურაბიშვილი მთავარსარდალი მაშინაა როცა მთავრობას აქვს საომარი მდგომარეობა გამოცხადებული, იქამდე არაა და მორჩით ამ ომობანას თამაშს ეს სტრატეგოსები, ნუ შეგვჭამეთ

სალომე ზურაბიშვილი მთავარსარდალი მაშინაა როცა მთავრობას აქვს საომარი მდგომარეობა გამოცხადებული, იქამდე არაა და მორჩით ამ ომობანას თამაშს ეს სტრატეგოსები, ნუ შეგვჭამეთ მეგობრებო, სალომე ზურაბიშვილი მთავარსარდალი მაშინაა როცა მთავრობას აქვს ომი (საომარი მდგომარეობა) გამოცხადებული, – ამის შესახებ პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს. ის მიმართავს ოპოზიციონერებს, მორჩნენ ომობანას თამაშს და სტრატეგოსობას, ვინაიდან, ზურაბიშვილი […]

პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, სამწუხაროა, რომ ისინი სწირავენ ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდებს ძალიან მძიმე სასჯელისთვის

პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, რა თქმა უნდა, ისინი ხვდებიან, თუ რაში აქვთ თავი შეყოფილი, თუმცა პატრონის დავალება არის პატრონის დავალება და ამაზე უარის თქმა მათთვის არის უბრალოდ შეუძლებელი, ასეთია აგენტის ბედი და ასეთია აგენტის ხვედრი, – ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ისინი სწირავენ ადამიანებს, მათ […]

ირაკლი კობახიძე – ამბიციური და შესრულებადი მიზანია, სიღარიბე 4%-ს ჩამოსცდეს 4 წლის თავზე – ანაკლიის და შავი ზღვის კაბელის პროექტი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ეკონომიკურ ზრდას ყველაფერი ხელს შეუწყობს

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მთავრობის გეგმებსა და მიზნებზე საუბრობს. როგორც მან პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტის პირველ სხდომაზე განაცხადა, მთავრობას მომდევნო წლებში ამბიციური მიზნები აქვს შესასრულებელი. „დღეს ახალი შემადგენლობით [მთავრობის] პირველის ხდომა იმართება. მინდა ყველას მოგილოცოთ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის მიერ და პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადება, რაც ძალიან დიდ პასუხისმგებლობას […]

„აპრილის“ ჟურნალისტს გიორგი ბასხაჯაურს პოლიციელი თავს დაესხა

მედია „აპრილის“ ჟურნალისტს, გიორგი ბასხაჯაურს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიციელი თავს დაესხა. მედია „აპრილის“ ცნობით, ბასხაჯაური ჭავჭავაძეზე აქციის მონაწილეების დაკავებას იღებდა, როცა ერთ-ერთ ჩიხში მას მუშაობაში ხელი შეუშალეს, ტელეფონის ჩამორთმევა სცადეს და დაედევნნენ. გიორგი ბასხაჯაურზე პოლიციელის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების კადრები გამოცემა „პუბლიკის“ პირდაპირ ეთერში მოხვდა. ფოტო: მინდია გაბაძე / პუბლიკა

კობახიძე იმედში სპეცრაზმის შესვლას ადარებს საზმაუსგან ღია ეთერის მოთხოვნას საზოგადოების მხრიდან

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ქვეყანაში მიმდინარე პროევროპულ გამოსვლებს შეეხო და ასევე ილაპარაკა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ მოთხოვნაზე, ასახოს საზოგადოების ინტერესები და მიუკერძოებლად მოჰყვეს მიმდინარე ამბების შესახებ. კობახიძის შეფასებით, სრულად საქართველოს გადასახადის გადამხდელებისგან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ღია ეთერის მოთხოვნა, რასაც ადგილი ჰქონდა 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს, არის “ბოლშევიკების ხელწერა”, “განსხვავებული აზრის გამო […]

საშუალო ხელფასი დღეს 2000 ლარზე მეტია, 4 წლის თავზე 3 500 ლარამდე გაიზრდება – ირაკლი კობახიძე

ჩვენი პროგრამის მიხედვით დაგეგმილია 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, რაც არის სავსებით რეალური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გასული 2.5 წელიწადის განმავლობაში შეიქმნა 170 000 ახალი სამუშაო ადგილი. „შესაბამისად, უკვე გაკეთებული საქმე გვაძლევს ამ მიზნის თამამად დასახვის საშუალებას და აბსოლუტურად რეალურია, რომ 4 წელიწადში შეიქმნება 200 […]

კობახიძე: მადლობა ბატონ ვახტანგ გომელაურს, პირადად მას და თითოეულ პოლიციელს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე თვლის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ისევ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მართა. ამასთან, კობახიძე ვახტანგ გომელაურსა და თითოეულ პოლიციელს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მათი როლი ამ პროცესების მართვაში განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანი იყო. “მადლობა ბატონ ვახტანგ გომელაურს, პირადად მას და თითოეულ პოლიციელს. მათი როლი ამ პროცესების მართვაში […]

კობახიძის მტკიცებით, ოთხ წელში საქრთველოში საშუალო ხელფასი 3 500 ლარამდე გაიზრდება

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ოთხ წელში ქვეყანაში საშუალო ხელფასი 3 500 ლარს გადააჭარბებს. ამასთან, კობახიძემ განაცხადა, რომ ოცნების პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, რაც, მისივე თქმით, სავსებით რეალურია. “აბსოლუტურად რეალურია, რომ 4 წელიწადში შეიქმნება 200 000 ახალი სამუშაო ადგილი. შესაბამისად, 4 პროცენტიან ნიშნულს ჩამოცდება უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში, რაც არის საშუალო […]