„მაქსიმალურად იყო დაკნინებული სასწავლო პროგრამებში, ეროვნულ სასწავლო გეგმაში პატრიოტიზმის, პატრიოტული აღზრდის მნიშვნელობა, საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერების მნიშვნელობა“ – ირაკლი კობახიძე

„მაქსიმალურად იყო დაკნინებული სასწავლო პროგრამებში, ეროვნულ სასწავლო გეგმაში პატრიოტიზმის, პატრიოტული აღზრდის მნიშვნელობა, საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერების მნიშვნელობა“ – ირაკლი კობახიძე ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ სასკოლო განათლების კუთხით გვქონდეს სერიოზული წინსვლა და არანაკლებ მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განათლების სისტემა არის ერთ-ერთი უმთავრესი […]
ჩვენი მიზანია, 4 წელიწადში 130 მლრდ ლარამდე გავზარდოთ ქვეყნის ეკონომიკა – პრემიერი

ჩვენი მიზანია, 4 წელიწადში 130 მლრდ ლარამდე გავზარდოთ ქვეყნის ეკონომიკა – პრემიერი ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის მიერ ნდობის გამოცხადება, გვაკისრებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას შემდეგი 4 წლის განმავლობაში, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, პირნათლად შევასრულოთ ჩვენი პროგრამა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობა ახალი შემადგენლობით დღეს პირველად შეიკრიბა. ირაკლი […]
ჩვენი სუვერენიტეტის მთავარი მცველი [ამერიკა], ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გარანტი, უარს ამბობს ჩვენთან თანამშრომლობაზე – დავით იაკობიძე

ჩვენი სუვერენიტეტის მთავარი მცველი [ამერიკა], ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გარანტი, უარს ამბობს ჩვენთან თანამშრომლობაზე – დავით იაკობიძე 1991-1995 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის დავით იაკობიძე აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მექანიზმის შეჩერებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. “1994 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს პირველი დელეგაცია იმყოფებოდა ამერიკის შეერტებულ შტატებში. მზადდებოდა ჩვენი პრეზიდენტის ედვარდ შევარდნაძის სამდღიანი (15,16,17 მარტი) ვიზიტი თეთრ სახლში. […]
ხმების 90 პროცენტის დათვლის შემდეგ რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მმართველ „სოციალ-დემოკრატიულ“ პარტიას აქვს

რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მმართველ „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ აქვს. ხმების 90 პროცენტის დათვლის შემდეგ შედეგები ასე ნაწილდება: „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ – 23,9%, „გაერთიანებული რუმინეთის ალიანსი“ – 17,9%, „ეროვნულ-ლიბერალური პარტია“ – 14,6 პროცენტი, „რუმინეთის გადარჩენის კავშირი“ – 11.1%. არჩევნებში სულ 31-მა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა. პარლამენტში მანდატის მოსაპოვებლად 5%-იანი ბარიერის გადალახვა იყო საჭირო. ამასთან, რუმინეთში გასულ […]
თბილისში აქციის დარბევისას IDFI-ის იურისტი გიორგი დავითური დააკავეს

2 დეკემბერს გამთენიისას თბილისში საპროტესტო აქციის დარბევისას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დავითური დააკავეს. როგორც ნეტგაზეთს IDFI-ის პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა განუცხადა, ჯერ დავითურთან ადვოკატი არ შესულა და იგი დროებითი მოთავსების იზოლატორშია. მისივე თქმით, უცნობია აქვს თუ არა ფიზიკური დაზიანებები დავითურს მიყენებული, ასევე უცნობია რა ბრალდებითაა დაკავებული. […]
კვარაცხელია ახალ წელს ლიდერად შეხვდება? – ყველაფერი, რასაც დეკემბერში ვნახავთ

წლის ბოლო თვე დაიწყო, რომელიც საფეხბურთო კუთხით ნაკლებად დატვირთულია. სანაკრებო მატჩებს შემოდგომაზე ვეჩვევით და ახლა ეს დიდი პაუზა ცოტათი დამთრგუნველია. ეროვნულ ლიგაში მთავარი უკვე გაირკვა, ჩემპიონობა “იბერია 1999”-მა (ყოფილი საბურთალო) მოიპოვა. გთავაზობთ ძირითად ამბებს, რაც დეკემებერში გველის. ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” ევროტურნებზე არ თამაშობს, იტალიის ჩემპიონატის გარდა მათთვის ერთადერთი ტურნირი ქვეყნის თასია, სადაც მერვედფინალში სწორედ ახლა […]
პრემიერი – მადლობა ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის – შს სამინისტრომ პროცესები მართა ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით, ნანახი გაქვთ სხვაგან როგორ ეპყრობიან დემონსტრანტებს, როგორი უხეშია დაშლის ფორმები

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გასული დღეების განმავლობაში, პროცესები ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მართა. როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პოლიციელებს ამ დღეების განმავლობაში, უმძიმესი შეურაცხყოფისა და ფიზიკური თავდასხმები მოთმენა უწევდათ. „კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ჩვენი სამართალდამცავი უწყებების განსაკუთრებულ როლს. მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, პირადად მას და თითოეულ პოლიციელს. ამ […]
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება – ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ჩვენ, საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები, ვემიჯნებით და კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების” მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს, დაფიქსირებულ პოზიციებს, და ფიზიკურ ანგარიშსწორებას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. ეს და “ქართული ოცნების” მიერ ბოლო პერიოდში მიღებული სხვა გადაწყვეტილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მოქალაქეების ნებასა და კონსტიტუციას. ტექნოლოგიური სექტორი მნიშვნელოვანი აქტორია ქვეყნის სწრაფ განვითარებაში. საქართველოს პარტნიორ დასავლურ საერთაშორისო […]
ირაკლი კობახიძე – დღეს პროტესტს გამოხატავს გულწრფელი ადამიანების ნაწილიც – მათთან ჩვენი შეთავაზებაა ნებისმიერ ფორმატში გავმართოთ დისკუსია, თუ გაირკვევა, რომ მართლები არიან, რაიმე გადაწყვეტილების მიღებას წინ არაფერი უდგას

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „გულწრფელ მოქალაქეებს“, რომლებიც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავენ, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ფორმატში დისკუსიას სთავაზობს. როგორც კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საჭიროა „ჯანსაღი დისკუსია და არა ლიბერალური ფაშიზმი და ძალადობა, რასაც ვერავითარი წარმატება ვერ ექნება“. „ჩვენთვის თითოეული მოქალაქე არის ძვირფასი. განსაკუთრებული ყურადღებით მივუდგებით ნებისმიერი ადამიანის აზრს, მითუმეტეს, როდესაც საუბარია გულწრფელ ადამიანებზე. დღეს […]
ირაკლი კობახიძე – სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები დგანან ძალადობის უკან – მინდა შევახსენო, რა პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს დაკავშირებული კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობასთან

4 პარტიაა – სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები, მათ გუშინ პრაქტიკულად ღიად განაცხადეს, რომ ისინი დგანან ამ კოორდინირებული ძალადობის უკან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, ისინი ამ ყველაფრისათვის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. „რაც შეეხება პოლიტიკოსების პასუხისმგებლობას, ეს პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. რა თქმა უნდა, ისინი ხვდებიან, თუ რაში აქვთ […]