“ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს” – საქართველოს ბიზნეს ანალიტიკოსების გაერთიანება

საქართველოს ბიზნეს ანალიტიკოსები/ პროდუქტის მფლობელები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან და გმობენ იმ ძალადობას, რაც დედაქალაქის ქუჩებში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ამასთან, ემიჯნებიან ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ანალიტიკოსების გაერთიანება სოციალურ ქსელში ავრცელებს. “ჩვენ, საქართველოს ბიზნეს ანალიტიკოსები/ პროდუქტის მფლობელები: ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს. ჩვენ […]

ოლაფ შოლცი კიევში ჩავიდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოსალაპარაკებლად

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დღეს კიევში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ dpa იტყობინება. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ეს უკრაინაში გერმანიის მთავრობის მეთაურის პირველი ვიზიტია ბოლო ორ-ნახევარი წლის განმავლობაში. კიევში შოლცის ამჟამინდელი ვიზიტი წინასწარ არ იყო გამოცხადებული. პარასკევს უკრაინის პრეზიდენტს სატელეფონო საუბარი ჰქონდა გერმანიის კანცლერთან. ზელენსკის თქმით, მათ განიხილეს „გადამწყვეტი ერთობლივი ნაბიჯები, რომლებსაც შეუძლია […]

„საქართველოში ნარინჯისფერი რევოლუციის განხორციელების მცდელობის ყველა ნიშანია“ – დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლს არ აქვს ინფორმაცია საქართველოში საპროტესტო აქციების დროს რუსების დაკავების შესახებ, იუწყება RBC-ის კორესპონდენტი. „მართალი გითხრათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ არიან ეს ადამიანები. მაგრამ, მეორე მხრივ, აშკარაა, რომ უშიშროების ძალებზე თავდასხმაში მონაწილეობით, მათ დაარღვიეს ქვეყნის კანონი“, – თქვა პესკოვმა. კრემლის წარმომადგენელმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო […]

მიმდინარეობს ზეწოლა იმ საჯარო მოსამსახურეებზე, რომლებმაც საჯაროდ დაგმეს სახელმწიფოს კურსის ცვლილება და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილება – არასამთავრობო ორგანიზაციები

მიმდინარეობს ზეწოლა იმ საჯარო მოსამსახურეებზე, რომლებმაც საჯაროდ დაგმეს სახელმწიფოს კურსის ცვლილება და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილება – არასამთავრობო ორგანიზაციები არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის ინფორმაციით, მიმდინარეობს ზეწოლა იმ საჯარო მოსამსახურეებზე, რომლებმაც საჯაროდ დაგმეს სახელმწიფოს კურსის ცვლილება და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღევანდელ ერთობლივ ბრიფინგზე შესაბამის უწყებებს მოუწოდეს, იმოქმედონ კონსტიტუციური […]

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.8750 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.8750 ლარად ივაჭრება Bloomberg-ზე ეროვნული ვალუტის სავაჭრო კურსი 2.81-ით გაიხსნა. · 1 აშშ დოლარი – 2.7794 ლარი. კურსის ცვლილება -3.76 თეთრი. · 1 ევრო – 2.9348 ლარი. კურსის ცვლილება -4.41 თეთრი.

მშვიდობიანი აქტივიზმის თავისუფალი გამოხატულება მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც არ უნდა დაირღვეს, მითუმეტეს, ძალადობრივი მეთოდებით – „პროკრედიტ ბანკი“

მშვიდობიანი აქტივიზმის თავისუფალი გამოხატულება მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც არ უნდა დაირღვეს, მითუმეტეს, ძალადობრივი მეთოდებით – „პროკრედიტ ბანკი“ „გვსურს, გამოვეხმაუროთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და გამოვხატოთ პროკრედიტ ბანკის პოზიცია. ჩვენ ცალსახად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს და დასავლეთისკენ სწრაფვას, რომელიც ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია მისი დამოუკიდებლობის დღიდან და ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. ამავე დროს, მშვიდობიანი აქტივიზმის თავისუფალი გამოხატულება მოქალაქეების […]

ზურაბიშვილი: სირცხვილია, როცა არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პრემიერ-მინისტრ ირკალი კობახიძის მისვლის გამო, სამინისტროსთან აქტივისტები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან „ქართული ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ოფიციალური ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა თანამშრომლებისთვის ახალი მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის წარსადგენად. სამინისტროდან გამოსული კობახიძე აქციის […]

გურამ პეტრიაშვილი – დღეს ისევ რუსულ იმპერიაში მიგვათრევენ ეს თანამედროვე უსამშობლო სერგო ორჯონიკიძეები – 9 აპრილს ჩვენი გოგო-ბიჭები სწორედ, სამშობლოს თავისუფლებისთვის დაჩეხეს რუსმა ჯალათებმა!

დღეს ისევ რუსულ იმპერიაში მიგვათრევენ ეს თანამედროვე უსამშობლო სერგო ორჯონიკიძეები – 9 აპრილს ჩვენი გოგო-ბიჭები სწორედ, სამშობლოს თავისუფლებისთვის დაჩეხეს რუსმა ჯალათებმა! – ქართველი ერი ამ რუსულ რეჟიმს არ უნდა შეეპუოს – ამის შესახებ საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატისა და მწერლის, გურამ პეტრიაშვილის წერილშია აღნიშნული. როგორც გურამ პეტრიაშვილი ღია მიმართვაში ამბობს, საქართველომ ისევ უნდა იბრძოლოს სამშობლოს თავისუფლებისათვის. […]

სალომე ზურაბიშვილი – სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომ თანამშრომლებთან შეხვედრისთვის! – აპირებენ რეორგანიზაციით გაუშვან ყველა, ვინც პროტესტს ხელს აწერს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სირცხვილია, როცა თანამშრომლებთან შეხვედრის მიზეზით, ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა სამინისტროში ფარულად შედის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება. „სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომც და თანამშრომლებთან შეხვედრისთვის! სირცხვილი იქნება, […]

რატი იონათამიშვილი აშშ-ს მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე – სულ რამდენიმე კვირა აქვს დარჩენილი ბაიდენის ადმინისტრაციას და ეს გადაწყვეტილებაც უფრო მეტად ჰგავდა იმას, რომ რაც შეიძლება მეტი პრობლემა დახვდეს, ტრამპის ადმინისტრაციას

სულ რამდენიმე კვირა აქვს დარჩენილი ბაიდენის ადმინისტრაციას და ეს გადაწყვეტილებაც უფრო მეტად ჰგავდა იმას, რომ რაც შეიძლება მეტი პრობლემა დახვდეს, განსაკუთრებით საგარეო მიმართულებით, ტრამპის ადმინისტრაციას, რომელიც 20 იანვრიდან უკვე შეუდგება საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას, – ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას აშშ-ს მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების თაობაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, […]