სახალხო დამცველი – დაკავებული პირების ნაწილს, რომლებიც ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან, ფიზიკური დაზიანებები ეტყობათ – მოვუწოდებ შსს-ს, მოქალაქეების დაკავების პროცესში უფლებამოსილებას არ გადაამეტოს

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დაკავებული პირების ნაწილს, რომლებიც ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა, ფიზიკური დაზიანებები ვიზუალურად ეტყობათ. იოსელიანის თქმით, საგანგაშოა ის ფაქტი, როცა მომიტინგეების მიმართ ძალადობის ფაქტებზე გამოძიების მიმდინარეობა კონკრეტულ შედეგს არ დებს. „20-მდე დაკავებული მოვინახულე, ესენი არიან, როგორც დღეს დილით, ასევე გუშინ დაკავებულები. მათ ნაწილს გარეგნულადაც აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. ეს აღარ არის უჩვეულო […]

არასამთავრობო ორგანიზაციები – არალეგიტიმური ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ უპრეცედენტო რეპრესიებს იყენებს, ადგილი აქვს არაადამიანურ მოპყრობას – მოვითხოვთ, პოლიციელები დადგნენ ხალხის მხარეს

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, “მიტაცებული არჩევნების შედეგად თვითგამოცხადებული, არაკონსტიტუციური, არალეგიტიმური“ ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ უპრეცედენტო რეპრესიებს იყენებს. 28 ნოემბერიდან 2 დეკემბრამდე, დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ “რეპრესიულ ზომებზე“ არასამთავრობოთა შეფასება საზოგადოებას ყოფილმა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორიამ გააცნო. მან აქციების მიმდინარეობისას გამოკვეთილ დარღვევებზე ისაუბრა და როგორც განაცხადა, აქციის მონაწილეთა მიმართ ადგილი აქვს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და საქართველოს კონსტიტუციასთან […]

თინა ხიდაშელი დებატების შესახებ პრემიერის შეთავაზებაზე – ადგილი და საკითხები დაგვიზუსტეთ – ვიღებ გამოწვევას!

ადგილი და საკითხები დაგვიზუსტეთ – ვიღებ გამოწვევას! – ამ განცხადებით ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომელმაც მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ საკითხზე საჯარო ან არასაჯარო დისკუსიისთვის “გულწრფელ ადამიანებთან“, ვინც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები “სხვანაირად გაიგო“. “სად გვიბარებს, სად უნდა მივბრძანდეთ საჯარო დებატებისთვის? რომელ საკითხებზე ითხოვს საჯარო დებატებს? […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „AI ტრენინგი კვლევის მენეჯერებისთვის“ ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Academic Language Experts-ის (ALE) დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ავი სტაიმანმა „AI ტრენინგი კვლევის მენეჯერებისთვის“ (AI Bootcamp for Research Managers) ჩაატარა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, „AI ტრენინგი“ სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისისა და „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. […]

თინა ბოკუჩავა – ჩვენი მთავარი სამუშაო ბოლო დღეების განმავლობაში იყო, არის და იქნება უკანონოდ დაკავებულებისთვის ბრძოლა – შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე და ვეცდებით მაქსიმალურად მოკლე დროში მოგაწოდოთ ინფორმაცია, სად არიან გადაყვანილი თქვენი ახლობლები

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი სამუშაო და საქმე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იყო, არის და იქნება უკანონოდ დაკავებულებისთვის ბრძოლა – შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე და ვეცდებით მაქსიმალურად მოკლე დროში მოგაწოდოთ ინფორმაცია, სად არიან გადაყვანილი თქვენი ახლობლები, უკანონოდ დაკავებული რუსული რეჟიმის ტყვეები, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და […]

ირაკლი კობახიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი დავით სონღულაშვილი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი დავით სონღულაშვილი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა. უწყების თანამშრომლებთან შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა დავით სონღულაშვილის მრავალწლიან გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ახალი მინისტრი კარგად იცნობს სფეროს და ის წარმატებას მოუტანს ქვეყანას როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა სამინისტროს მიღწევებში ყოფილი მინისტრის, […]

პრემიერ-მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საგარეო უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მაკა ბოჭორიშვილის გამოცდილებას და აღნიშნა, რომ ის არის წარმატებული დიპლომატი, რომელიც 20 წელიწადზე მეტია, ამ სფეროში საქმიანობს. ირაკლი კობახიძემ ყოფილ მინისტრს, ილია დარჩიაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის მუშაობას სხვა მიმართულებით განაგრძობს, რის […]

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი და საპროტესტო ჯგუფებისთვის მუდმივ პირდაპირ ეთერს ითხოვენ. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ მედიის წარმომადგენლებს. როგორც მათ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, საზოგადოებრივ მაუწყებელში მომუშავე მედიის ნაწილი ვერ ბედავს, რომ სისტემის წინააღმდეგ ხმა აიმაღლოს. ამ წუთებში აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ იმის თაობაზე, დაუთმობენ თუ არა ტელევიზიაში […]

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების ნაწილი ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების ნაწილი ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება და აცხადებს, რომ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებას, იცხოვრონ ევროპულ სახელმწიფოში. აღნიშნულის შესახებ პროფესორები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც ხელს ამ ეტაპზე 37 პირი აწერს, თუმცა სია განახლებადია. „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერება ეწინააღმდეგება […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენს არმიას არ აქვს საკმარისი ძალა ზოგიერთი ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად, უნდა გამოვნახოთ დიპლომატიური გზა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პარტნიორების მხრიდან მისი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა არასაკმარისია და ნატო-ს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე მიიწვიოს კიევი ტრანსატლანტიკურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებზე. ინფორმაციას Kyodo News-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მათთან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ძნელია ძალით დაიბრუნონ რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ზოგიერთი ნაწილი, მათ შორის ყირიმი, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს განახორციელა. „ჩვენს […]