ლაგოდეხში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ლაგოდეხში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთ საათზე მეტია მსვლელობით დადიან ქალაქის ქუჩებში. ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ შეუერთდნენ საერთო პროტესტს ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მოთხოვნა უცვლელია, ვადამდელი არჩევნები და ევროპული კურსის დაბრუნება. ისინი საკრებულოს და მერიის შენობასთან გაჩერდნენ, საიდანაც საჯარო მოხელეებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ამირან გულუაშვილი – გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა