რატი ანდრონიკაშვილი კარიერას “მონბუს ობრადოიროში” გააგრძელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. 23 წლის გამთამაშებელს, რომელიც სანაკრებო ფანჯრამდე რიგის ვეფ-ში 3-კვირიანი კონტრაქტით იყო, “მონბუს ობრადოიროში” იასპარეზებს. ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე კლუბმა ქართველ გამთამაშებელს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმა. ანდრონიკაშვილის შესახებ კლუბის ოფიციალურ გვერდზე შემდეგი კომენტარი დაიწერა: “ანდრონიკაშვილი გამთამაშებლის პოზიციაზე თამაშობს, მისი მოწვევა კი იმ პრობლემას უკავშირდება, რაც ტომს […]
გუშინ, გუშინწინ ძალის გადამეტების შემთხვევები არ ყოფილა, პოლიცია პროპორციულად რეაგირებდა – კობახიძე

ირაკლი კობახიძე აცხადებს: მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტროს და თითოეულ პოლიციელს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს. გუშინ, ისევე, როგორც გუშინწინ, თავიდან იქნა არიდებული მძიმე ინციდენტები, მიუხედავად იმისა, რომ იყო უპრეცედენტო ძალადობა პოლიციელების წინააღმდეგ. თან ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, სისტემური და უხეში ძალადობა, რასაც მიმართავდნენ შესაბამისი დაჯგუფებების წევრები. ამ […]
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოში საპროტესტო აქციის ჩახშობა, ასობით ადამიანის დაკავება და ცემა არ შეიძლება შედეგების გარეშე დარჩეს – მივიღეთ გადაწყვეტილება, დამნაშავეებს სანქციები დავუწესოთ

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, ბალტიის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქართველ ხალხს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას არ აძლევენ. „ბალტიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დააწესონ შემაკავებელი ზომები, ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა მათ წინააღმდეგ ვინც საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დარღვევებს სჩადის. მშვიდობიანი პროტესტის, საკუთარი აზრის გამოხატვისა და შეკრების უფლება არის ადამიანის ძირითადი […]
ირაკლი კობახიძე – პროვოკაციები ხორციელდება ჩვენს პარტიულ ოფისებზე, ჩვენ გვაქვს ათჯერ მეტი პარტიული რესურსი ამ ოთხ პარტიასთან შედარებით, მაგრამ არ ვაპირებთ ასეთ ფაქტებზე თუნდაც პროპორციულ რეაგირებას

ყურადღება მინდა გავამახვილო პროვოკაციებზე, რომელიც ხორციელდება ჩვენს პარტიულ ოფისებზე, გუშინ სცადეს ქუთაისში ჩვენი ოფისისთვის ცეცხლის წაკიდება, დღეს ქვები დაუშინეს ზესტაფონში ჩვენს პარტიულ ოფისს და თავი გაუტეხეს ერთ-ერთ ქალბატონს, ოფისის თანამშრომელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, „ქართულ ოცნებას” აქვს ათჯერ მეტი პარტიული რესურსი ოთხ პარტიასთან შედარებით, მაგრამ […]
კახა კალაძე – არა ქვეყნის აყირავების, არამედ ქვეყნის განვითარების სურვილით უნდა გავერთიანდეთ, ერთად მოვითხოვოთ მოლაპარაკებების გახსნა და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება – საქმე შანტაჟის ნაცვლად!

ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ არა სიტყვით, არამედ საქმით – სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გადადგა საქართველომ ყველაზე ქმედითი და წარმატებული ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გაკეთებული ვიდეომიმართვისას განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების სურვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კონსტიტუციის 78-ე მუხლის […]
ირაკლი კობახიძე – „ნაცმაიდნის“ მოწყობის მცდელობები ფინანსდება უცხოეთიდან, გაუმჭვირვალედ, თუმცა ვერც გაუმჭვირვალედ და ვერც გამჭვირვალედ, ვერავითარი „ნაცმაიდანი“ საქართველოში ვერ მოეწყობა

„ნაცმაიდნის” მოწყობის მცდელობები არის უცხოეთიდან დაფინანსებული და დაფინანსება ხორციელდება გაუმჭვირვალედ, სწორედ ამიტომ უპირისპირდებოდნენ კონკრეტული ძალები კანონს „გამჭვირვალობის შესახებ”, მათ სურდათ გაუმჭვირვალედ რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში, თუმცა ვერც გაუმჭვირვალედ და ვერც გამჭვირვალედ ვერავითარი „ნაცმაიდანი” და რევოლუცია საქართველოში ვერ მოეწყობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გუშინ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და […]
პრემიერი – ყველას დავიცავთ ლიბერალური ფაშიზმისგან, იქნება ეს საჯარო მოხელე, სკოლის პედაგოგი, უნივერსიტეტის ლექტორი, მოსწავლე, სტუდენტი, თუ ჟურნალისტი, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა

ყველას დავიცავთ ლიბერალური ფაშიზმისგან, იქნება ეს საჯარო მოხელე, სკოლის პედაგოგი, უნივერსიტეტის ლექტორი, მოსწავლე, სტუდენტი, თუ ჟურნალისტი, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში უნდა დასრულდეს ლიბერალური ფაშიზმი. „ხედავთ, რომ არის ე.წ. ბულინგის მცდელობა საჯარო მოსამსახურეებზე, პედაგოგებზე და სკოლის მოსწავლეებზეც კი. წარმოუდგენელია, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ. […]
ირაკლი კობახიძე – დიპლომატებმა მიიღეს მითითება და დავალება, რომ ევროინტეგრაციის პროცესი მაქსიმალურად ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს – ეს არის რეალობა და ყველაფერი დანარჩენი სიყალბეა

ქვეყნის ევროინტეგრაციის თემასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში საუბარი მქონდა – დიპლომატებმა კიდევ ერთხელ მიიღეს მითითება და დავალება იმის თაობაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი მაქსიმალურად ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არა თუ არ გადადებულა, არამედ პირიქით, მაქსიმალური ინტენსივობით გაგრძელდება. „ეს […]
გაბრიელიუს ლანდსბერგისი და მარგუს ცაჰკნა იმ პირების სიას აქვეყნებენ, ვისაც ბალტიის ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ, მათ შორისაა ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, ვაჟა სირაძე და „ხარება”

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა იმ ადამიანების სიას აქვეყნებენ, ვისაც ბალტიის ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ, მათ შორისაა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. „უარი ეთქვათ ლიეტუვაში შესვლაზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობის გამო: ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს, შალვა ბედოიძეს, იოსებ ჭელიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს, […]
კახა კალაძე – ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესები იმ გეგმის ნაწილია, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ – ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის

მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პროცესებისთვის – ხელისუფლება მზად იყო ამ სცენარისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გაკეთებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის გეგმები და მიზნები ცხადია – მოაწყონ არეულობა ქვეყანაში, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს. „მინდა, კიდევ ერთხელ […]