პროტესტის მეხუთე დღე — განახლებადი

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში უკვე მეხუთე დღეა, რაც აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოიღოს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების საკითხი. დღევანდელ, 2 დეკემბრის მთავარ მოვლენებს თვალი ადევნეთ „ნეტგაზეთის“ განახლებად მასალაში: 19:56 – კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ოტავა სანქციებს დაუწესებს საქართველოში „ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებს“. 19:30 — საქართველოს ახალგაზრდა […]

„არ შემიძლია მშვიდად ვუყურო როგორ უსწორდებიან ბავშვებს, როგორ ართმევენ მათ არჩეულ მომავალს“ – თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი

„ვემიჯნები ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ვგმობ ძალადობას, საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი“ – ეს განცხადება სოციალურ ქსელში თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორმა თამარ კაპანაძემ გაავრცელა. „11 წელია ვარ თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, ჩემს ხელში გაიზარდა ათასობით მოსწავლე. მე ამ საქმეს ცხოვრება მივუძღვენი. ყოველთვის ვიყავი ამაყი, რომ ჩემი სკოლიდან ვუშვებდი თავისუფლად მოაზროვნე, ქვეყნის სიყვარულით აღსავსე […]

მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების დივიდენდებმა მესამე კვარტალში 431,1 მილიარდი დოლარი შეადგინა – Janus Henderson Investors

მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების მიერ 2024 წლის მესამე კვარტალში გადახდილი დივიდენდების ჯამური მოცულობა წლიურად 3,1%-ით გაიზარდა 431,1 მილიარდ დოლარამდე, რაც რეკორდია წლის ამ პერიოდისთვის.ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანული Janus Henderson Investors-ის კვლევაში. გასულ კვარტალში გადახდილი დივიდენდების ოდენობით ლიდერები იყვნენ China Construction Bank Corp., China Mobile Ltd., PetroChina Co. და Microsoft Corp. და Alibaba Group Holding. ათეულში ასევე […]

“უკვე შეინიშნება პროტესტის არაკანონიერად გამოხატვის შემთხვევები” – შსს მომიტინგეებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ აფრთხილებს საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომ “კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს” გაატარებს, თუკი ისინი არ შეწყვეტენ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს. უწყებაში აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე უკვე შეინიშნება პროტესტის არაკანონიერად გამოხატვის შემთხვევები. “რუსთველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე, პროტესტის მონაწილეთა შეკრებიდან უკვე შეინიშნება პროტესტის არაკანონიერად გამოხატვის შემთხვევები. შეკრებილთა ნაწილი აზიანებს ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურას, […]

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს, ე.წ.მოლოტოვის კოქტეილი ისროლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, რის შედეგადაც დაზიანდა სამინისტროს ბალანსზე არსებული წყლის ჭავლის ავტომობილი. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული თბილისში დააკავეს. ფაქტზე […]

მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის ის გზა, რომელიც ჩვენი ქვეყნის არჩევანია, ჩვენი კონსტიტუციური მიზანი – ქართული მხარე არის მზად, ჰქონდეს გახსნილი დიალოგი ევროკავშირთან

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის ის გზა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის არჩევანი, ჩვენი კონსტიტუციური მიზანი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრთან სამინისტროს თანამშრომლების შეხვედრაზე ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. „რაც შეეხება ევროინტეგრაციის საკითხს, რა თქმა უნდა, საკითხზე ჩვენ გვქონდა საუბარი. კიდევ ერთხელ გავიმეორეთ, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი […]

მაკა ბოჭორიშვილი – პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე კითხვების დასმის შესაძლებლობა ყველა მონაწილეს ჰქონდა

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე შეკითხვის დასმის შესაძლებლობა ყველა მონაწილეს ჰქონდა, არ გვქონია არანაირი დროის შეზღუდვა და ყველას ჰქონდა შესაძლებლობა გაეჟღერებინა შეკითხვები პრემიერ-მინისტრის მისამართით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, მას მუშაობის პროცესში ექნება შესაძლებლობა, სხვადასხვა მიმართულების მიხედვით თითოეულ თანამშრომელს შეხვდეს და სამუშაო პროცესში განიხილონ, როგორ უნდა იმუშაოს სამინისტრომ იმისათვის, […]

“ხვიჩა ჩემი ძმაა, საფრანგეთში გადმოსვლა მისთვის კარგი იქნება” – განაცხადა დავითაშვილმა Le Parisien-თან ინტერვიუში

Le Parisien-ი „სენტ-ეტიენის“ შემტევ ნახევარმცველთან, ზურიკო დავითაშვილთან გამოქვეყნებული ინტერვიუს შესავალში წერს, რომ ჩამოსვლიდან ორი წლის შემდეგ ქართველს ისევე ძლიერ უყვარს მათი ქვეყანა, როგორც საფრანგეთმა დაიწყო მისი შეყვარება, „ბორდოში“ თავი წარმოაჩინა, ევროპის ჩემპიონატზე ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებში იასპარეზა, ჯერ კიდევ კარგად ვერ საუბრობს ფრანგულად, თუმცა ლიგა 1-ში უკვე დამაჯერებლად თამაშობს და ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად […]

“საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს” – შეფასებები ამერიკიდან

ანალიტიკოსების აზრით, ევროკავშირთან დაკავშირებული გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი კურსის ლოგიკური გაგრძელება იყო; პროტესტი ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოსთან; “ქართველი ახალგაზრდების ხმა უფრო ჯანსაღი მომავლისთვის, არ არის შესმენილი” – ამბობს “საერთაშორისო ამნისტია”.

ნატომ უარყო პრიშტინის თხოვნა ჩრდილოეთში კოსოვოელთა კონტინგენტის განთავსებაზე

კოსოვოში ნატოს მისია აცხადებს, რომ არ დაამტკიცა პრიშტინის თხოვნა კოსოვოს უსაფრთხოების ძალების (KSF) განთავსებაზე ძირითადად ეთნიკური სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთში – სადაც გასულ კვირაში მომხდარმა აფეთქებამ დააზიანა წყლის არხი და კიდევ უფრო გააღრმავა დაძაბულობა. კოსოვოს წარმომადგენლები მეზობელ სერბეთს სდებენ ბრალს ინციდენტში მონაწილეობაში – რასაც უარყოფს სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი. NATO-ს მისიამ, KFOR-მა 2 დეკემბერს რადიო თავისუფლების […]