შეუძლებელია გიყვარდეს საქართველო და იყო ნეიტრალური – კულუმბეგაშვილი – Netgazeti • დეა კულუმბეგაშვილი • Netgazeti.ge

რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით თვითგამოცხადებულმა მთავრობამ ქვეყნის ევროპული კურსი გააუქმა. მისი თქმით, პოლიცია დღეს ასრულებს სადამსჯელო რაზმის ფუნქციას, რომელიც დაუფარავად ძალადობს მშვიდობიან მოქალაქეებზე. დეა კულუმბეგაშვილის განცხადებას მსახიობი კახა კინწურაშვილი ავრცელებს, ვინაიდან, მისი ცნობით, რეჟისორის სოციალური ქსელი „დაჰაკეს“. „ქართველი ხალხი უშიშრად და თავგანწირვით იცავს კონსტიტუციას, რომელსაც არღვევს […]
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების დაშლას სამართალდამცველები პერიოდულად წყლის ჭავლით ცდილობენ, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან უშვებენ. პარლამენტის წინა ფასადთან კი მოქალაქეები შადრევნიდან სათლით იღებენ წყალს და ფასადზე განლაგებულ სპეცრაზმელებს უკან ასხამენ. პარალელურად, საპოლიციო ძალები დგანან როგორც თავისუფლების მოედანზე, ისე ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩაზეც. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ორივე ქუჩა გადაკეტილი აქვთ კორდონით, შესაბამისად, უკანა მხარეს გადასვლა […]
სტუდენტის ინფორმაციით, თსუ-ს რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

თსუ-ს სტუდენტის, ვანო გომურაშვილის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ სტუდენტების არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მან აღნიშნა, თსუ-ს რექტორი მმართველი პარტიის „პროპაგანდას იმეორებს“. მისივე თქმით, რექტორსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. “ჯაბა სამუშია არის “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის პირადი პროპაგანდისტი. ის არის “ქართული ოცნების” მონა, ისიც კი ვერ […]
მარკო მიხელსონი – ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საქართველოსთან დაკავშირებით სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებს

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საქართველოსთან დაკავშირებით სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი ავრცელებს. „დღეს, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც იგი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ სწრაფი რეაგირება მოახდინონ და სწრაფად იმოქმედონ იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში დემოკრატიისთვის სულ უფრო […]
„ყველაფერი გასაგებია“ – აშშ-ის საელჩო კობახიძის განცხადებაზე, რომ არ სურთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა, 2028 წლამდე

„ყველაფერი გასაგებია“, – ამ ორი სიტყვით ეხმაურება შეერთებული შტატების საელჩო, ევროკავშირთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას. საელჩომ გამოაქვეყნა ირაკლი კობახიძის ის სიტყვები, რომლებიც მან 28 ნოემბერს, ბრიფინგზე წარმოთქვა: „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე, დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი“. პირველ დეკემბერს ირაკლი კობახიძემ BBC-ის ჟურნალისტის, სტივ როზენბერგის კითხვაზე პასუხად განაცხადა: „ჩვენ არაფერი […]
კახა კალაძე – ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იმ გეგმის ნაწილია, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ – ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის

მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პროცესებისთვის – ხელისუფლება მზად იყო ამ სცენარისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გაკეთებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის გეგმები და მიზნები ცხადია – მოაწყონ არეულობა ქვეყანაში, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს. „მინდა, კიდევ ერთხელ […]
მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის წერილზე – ძირითადი ჩარჩო-შეფასება არის საკმაოდ პოზიტიური

ძირითადი ჩარჩო-შეფასება არის საკმაოდ პოზიტიური, რაც მთავარი არის არჩევნების ჩატარებისთვის, რომ გარემო იყო კონკურენტუნარიანი და საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავისუფლად ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია , – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობასა და აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მისიის დამკვირვებლების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა ადევნებდა თვალს. მისივე […]
კახა კალაძე საპროტესტო აქციის მონაწილეებს – ნუ გამოაყენებინებთ თავს უცხო ინტერესებზე მორგებულ რადიკალებს, რომელთა მიზანიც ქვეყნის დაზიანებაა

თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს მიმართავს, ნუ გამოაყენებინებენ თავს „უცხო ინტერესებზე მორგებულ რადიკალებს, რომელთა მიზანიც ქვეყნის დაზიანებაა“. ამის შესახებ კალაძე „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს და ამბობს, რომ იმ ახალგაზრდებს მიმართავს, რომლებიც ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებს არ წარმოადგენენ. მისი თქმით, ქვეყნის განვითარება და ევროინტეგრაცია, ის მთავარი დაპირებაა, რაც „ქართული ოცნების“ […]
კობახიძე ხიდაშელთან და ჯანელიძესთან დებატების მზაობას გამოთქვამს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თინა ხიდაშელთან და მიხეილ ჯანელიძესთან დებატების მზადყოფნას გამოთქვამს. „ახალგაზრდები შეიძლება არიან, მაგრამ მათ გულწრფელობაში სერიოზულად მეპარება ეჭვი, თუმცა, თუ მათ აქვთ სურვილი, აბსოლუტურად მზად ვარ. ჩვენ მზად ვართ. ნებისმიერი ჩვენგანი არის მზად, კონკრეტულად ამ ადამიანებთან დაჯდეს საჯარო დისკუსიაში. თუ ეს სურვილი არსებობს, აქვე გიდასტურებთ ჩვენს მზაობას. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ამ ადამიანების […]
პროტესტის მეხუთე დღე — განახლებადი

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში უკვე მეხუთე დღეა, რაც აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოიღოს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების საკითხი. დღევანდელ, 2 დეკემბრის მთავარ მოვლენებს თვალი ადევნეთ „ნეტგაზეთის“ განახლებად მასალაში: 19:56 – კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ოტავა სანქციებს დაუწესებს საქართველოში „ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებს“. 19:30 — საქართველოს ახალგაზრდა […]