რუმინეთში საქართველოს ელჩი “ოცნების” პოლიტიკას საჯაროდ ემიჯნება

საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებულ პროტესტს რუმინეთში საქართველოს ელჩი, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი უერთდება.
განცხადება დიპლომატმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების განცხადება გააზიარა, სადაც წერია, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. განცხადებას ხელს 250-მდე თანამშრომელი აწერს.
“კითხვები და სათქმელი მქონდა. არ დამიძახეს. ვუერთდები ჩემი კოლეგების განცხადებას”, – წერს ის. (ტვპირველი)

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება