„ეს მშვიდობიანი, თითქმის ოჯახური დემონსტრაციაა, სანამ პოლიცია ან ეს შავი ძალები წინსვლას არ დაიწყებენ“ – პრეზიდენტი

დემონსტრაციები მშვიდობიანია, სადაც ხალხი ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN International -თან ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ხალხის მოთხოვნა ევროპულ მომავალს და ახალ არჩევნებს უკავშირდება და დემონსტრაციები მშვიდობიანია. „დღეს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში სპონტანური საპროტესტო აქციებია, რადგან ახლა იქ სპეცრაზმი არ არის, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი მშვიდობიანია ეს დემონსტრაციები. ხალხი […]
გველესიანის გოლი 90+13-ე წუთზე – ქართველმა “პერსეპოლისს” აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება მოუპოვა

აზიის ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში ირანის „პერსეპოლისმა“ საკუთარ მოედანზე ერაყის „ალ შორტა“ გიორგი გველესიანის მიერ 90+13-ე წუთზე გატანილი პენალტით დაამარცხა. მატჩი ძალიან საინტერესო გამოდგა – პირველ ტაიმში სტუმრები დაწინაურდნენ. 89-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს. 90+9-ე წუთზე ერაყულ გუნდს ისევ წინ გასვლა შეეძლო, მაგრამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენეს. ბოლოს კი გველესიანმა გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა. […]
სტუდენტების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უარი უთხრა სტუდენტებს პროევროპული აქციების პარალელურად სწავლის დროებით შეწყვეტის მოთხოვნაზე. “ჩვენი უნივერსიტეტის 700 სტუდენტის გუშინდელი განცხადების შემდეგ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან მივიღეთ პასუხი, რომ სასწავლო პროცესი არ შეჩერდება. მეილის ტექსტში მხოლოდ ეს ეწერა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სწავლის შეჩერების შეუძლებლობის შემთხვევაში, ვითხოვდით პროტესტში ჩართული სტუდენტებისთვის აკადემიური აქტივობების აღდგენის საშუალების მიცემას, რაზეც […]
,,ვიღაცის მარჯვე კამერამ არანაკლებ ოპერატიულად დააფიქსირა ერთმანეთის ბაგე-ტუჩებზე მიმკვდარი რუსი ასულები. ამით პირველი მოქმედება დასრულდა” – ზურა დათუაშვილი

,,ვიღაცის მარჯვე კამერამ არანაკლებ ოპერატიულად დააფიქსირა ერთმანეთის ბაგე-ტუჩებზე მიმკვდარი რუსი ასულები. ამით პირველი მოქმედება დასრულდა” – ზურა დათუაშვილი ისტორიკოსი ზურა დათუაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,ორი-სამი დღის წინ სოცქსელში ინფორმაცია გავრცელდა იმის თაობაზე, რომ აქციის მონაწილეთა შორის სპეცრაზმელებზე თავდამსხმელი რუსეთის მოქალაქეები დააკავეს. ჩამოთვლილი იყო კონკრეტული პიროვნებებიც, მგონი შვიდი თუ რვა პერსონა. დღეს ისევ წავაწყდი თემატურად სხვა […]
ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახურის 150-მდე თანამშრომელი ემიჯნება

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ ემიჯნებიან ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ევროკავშირში მოლაპარაკებების დაწყების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით. “ჩვენ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, წლების მანძილზე აქტიურად ვართ ჩართულები ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. ამ ხნის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რასაც საბოლოოდ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის ისტორიული სტატუსის მინიჭება მოჰყვა. საქართველოს მთავრობის განცხადება მოლაპარაკების გახსნის მომდევნო 4 […]
რას ვაჭრობს საქართველო უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებთან?

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $19 მილიარდი შეადგინა, რაც თითქმის $1 მილიარდით, ანუ 5.5%-ით მეტია, ვიდრე შარშან და თან, წლის ამ პერიოდისთვის დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმს, ანუ რეკორდს წარმოადგენს. შარშან, ბრუნვის ჯამურმა მაჩვენებელმა $21.7 მილიარდი შეადგინა და თუ იმპორტ-ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მიმდინარე წელი, სავარაუდოდ, ამ მხრივაც რეკორდული იქნება. საგარეო ვაჭრობა, რომელიც […]
თუ სიტუაცია არ გამოსწორდება, საქართველოში დასავლური ინვესტიციები შეწყდება – სანდრო შელია

აშშ-ს მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება ყველაზე დიდი დარტყმაა საქართველოსთვის და არც შეედრება თუნდაც პერსონალურ სანქციებს – ამის შესახებ ბიზნესმენი, კომპანია CAI-ს გენერალური დირექტორი აცხადებს. როგორც სანდრო შელიამ BMG-ის განუცხადა, თუკი დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა არ გამოსწორდება, საქართველოში დასავლური ინვესტიციების შემოსვლა შეჩერდება და საქართველოში ქვეყანაში თანხები მხოლოდ არადემოკრატიული ქვეყნებიდან შემოვა. „აშშ საქართველოს ყველაზე დიდი მეგობარი ქვეყანაა, რომელსაც […]
„ქართველი ხალხის მხარეს ვართ“ — მეთიუ მილერი

აშშ-ის სახდეპის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ ამერიკა ქართველი ხალხის მხარესაა. „ქართველი ხალხის მხარეს ვართ. ნათლად განვაცხადეთ, რომ შეშფოთებული ვართ ნაბიჯებით, რომლებიც აშორებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზიდან, ვიცით რას უჭერს მხარს ქართველი ხალხი. როცა გვექნება განცხადებები სანქციებზე, გავაკეთებთ“, – ამბობს იგი. აშშ-მ, მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ ევროინტეგრაცია 2028 წლამდე „დღის წესრიგიდან მოხსნა“, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.
„უკან უნდა იქნას გაწვეული“ — ბელგიის ეპარქია „ოცნების“ გადაწყვეტილებაზე

ბრიუსელში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის სამღვდელოების კრება, სადაც საქართველოს მიმდინარე პროცესების შესახებ კომუნიკე მიიღეს. კრებამ მოისმინა ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის, დოსითეოსის სიტყვა ეპარქიაში არსებულ ვითარებაზე და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. „ნეტგაზეთი“ უცვლელად გთავაზობთ კომუნიკეს ტექსტს: „უპირველესად, ის, რაც გასულ დღეებში ვიხილეთ, ძალადობრივი ფაქტები, თუ როგორი სიძულვილით უსწორდებიან ძალოვანი სტრუქტურების კონტროლდაკარგული […]
პრეზიდენტი – მშვიდობიანი, თითქმის ოჯახური დემონსტრაციაა, სანამ პოლიცია ან „შავი ძალები“ წინსვლას არ დაიწყებენ – ქვეყნის 80%-ს ევროპული მომავალი სურს, არ სურს რუსეთისკენ სვლა, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის ნებაა

დემონსტრაციები მშვიდობიანია, სადაც ხალხი ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN International -თან ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ხალხის მოთხოვნა ევროპულ მომავალს და ახალ არჩევნებს უკავშირდება და დემონსტრაციები მშვიდობიანია. „დღეს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში სპონტანური საპროტესტო აქციებია, რადგან ახლა იქ სპეცრაზმი არ არის, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი მშვიდობიანია ეს დემონსტრაციები. ხალხი […]