ევროკომისარი მარტა კოსი – ვაფასებ ქართველი ხალხის გაბედულ გადაწყვეტილებას, ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლა განაგრძოს – ევროკავშირი თქვენს მხარესაა

დღეს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში არსებული შემაშფოთებელი ვითარების შესახებ ვესაუბრე, ევროკავშირი თქვენს მხარესაა, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, აფასებს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას, რომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლა განაგრძოს. „ქართველი ხალხის გაბედულ გადაწყვეტილებას, რომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლა განაგრძოს, ვაფასებ. თქვენს ნებას პატივი უნდა სცენ. არავითარი საქმიანობის […]

ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმში აღარ გაგრძელდება – ევროკომისიის გაფართოების კომისარი

მარტა კოსი, ევროკომისიის გაფართოების კომისარი აცხადებს, რომ ბრიუსელის და თბილისის ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმში აღარ გაგრძელდება. „ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში არსებულ შემაშფოთებელ სიტუაციაზე. შევაქე ქართველ ხალხის გულადი სურვილი, განაგრძონ გზა ევროპისკენ. თქვენს ნებას პატივი უნდა სცენ. ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმში აღარ გაგრძელდება. ევროკავშირი თქვენს მხარესაა“, – წერს იგი.

ჩეხეთში საქართველოს ელჩი გადადგა

ჩეხეთში საქართველოს ელჩი თეა მაისურაძე გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას ის X-ზე ავრცელებს. “ჩემთვის დიდი პატივი იყო ჩემი ქვეყნის ინტერესების მსახურება თითქმის 20 წლის განმავლობაში, მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტერესების ხელშეწყობა, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. მე ვრჩები საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული”, – წერს ის.

სპეცდანიშნულების რაზმმა ჭანტურიას ქუჩა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა

სპეცდანიშნულების რაზმმა ჭანტურიას ქუჩა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა. მათ დასაშლელად საპოლიციო ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშლის ღონისძიების შემდეგ, მომიტინგეები თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან. სპეცრაზმი დგას რუსთაველის გამზირსა და ჭანტურიას ქუჩის კვეთაზეც. ადგილზე განლაგებულია წყლის ჭავლისა და სახანძრო-სამაშველო მანქანები. დემონსტრანტთა ძირითადმა ნაწილი კი ამ დროისთვის, სასტუმრო „ბილტმორის“ მიმდებარედ დგას. პერიოდულად აქციის მონაწილეები წინ მიიწევენ, პროტესტის თავდაპირველი ადგილისკენ, […]

სპეცდანიშნულების რაზმმა ჭანტურიას ქუჩა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა – ტერიტორიაზე კი, სადაც მომიტინგეთა ძირითადი ნაწილი იმყოფება, პერიოდულად იყენებს სპეციალურ საშუალებებს

სპეცდანიშნულების რაზმმა ჭანტურიას ქუჩა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა. მათ დასაშლელად საპოლიციო ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშლის ღონისძიების შემდეგ, მომიტინგეებმა თაბუკაშვილის ქუჩაზე გადაინაცვლეს. ადგილზე აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებს. ამ დროისთვის, სპეცრაზმი დგას რუსთაველის გამზირსა და ჭანტურიას ქუჩის კვეთაზეც. ადგილზე განლაგებულია წყლის ჭავლისა და სახანძრო-სამაშველო მანქანები. დემონსტრანტთა ძირითადმა ნაწილი კი ამ დროისთვის, სასტუმრო „ბილტმორის“ მიმდებარედ დგას. […]

პრეზიდენტი – საქართველო რუსეთს არასდროს დანებდება

ეს ქვეყანა რუსეთს არასდროს დანებდება, ამ ქვეყანას დემოკრატია, თავისუფლება, ევროპა და ახალი არჩევნები სურს , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN International -თან ინტერვიუში განაცხადა. „სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს დღეში რამდენჯერმე ვესაუბრები. ვესაუბრები ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებს, ვესაუბრები პოლონეთის პრეზიდენტს, ვესაუბრები ახალ ევროკომისიას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და ყველა მათგანს ერთ რამეს ვეუბნები, რომ ეს ქვეყანა […]

პოლიციელებმა აქციაზე სასტიკად ნაცემ ახალგაზრდას ნახმარი წინდა მისცეს სისხლის შესაჩერებლად – უფლებები საქართველო

პოლიციელებმა აქციაზე სასტიკად ნაცემ ახალგაზრდას ნახმარი წინდა მისცეს სისხლის შესაჩერებლად – უფლებები საქართველო აქციაზე სასტიკად ნაცემ ახალგაზრდას, რომელიც წუხელ სასამართლო სხდომაზე შეუძლოდ გახდა, ოპერაცია ჩაუტარდა – უფლებები საქართველო წერს, რომ პოლიციელებმა დაზარალებულს ნახმარი წინდა მისცეს სისხლის შესაჩერებლად. განცხადების თანახმად, 30 ნოემბერს აქციაზე დაკავებული და ნაცემი ავთანდილ ტიტვინაძე, რომელსაც ჰქონდა ღია ჭრილობა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა, […]

სპეცდანიშნულების რაზმმა ჭანტურიას ქუჩა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა – ტერიტორიაზე კი, სადაც მომიტინგეთა ძირითადი ნაწილი იმყოფება, პერიოდულად იყენებს სპეციალურ საშუალებებს

სპეცდანიშნულების რაზმმა ჭანტურიას ქუჩა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა. მათ დასაშლელად საპოლიციო ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშლის ღონისძიების შემდეგ, მომიტინგეები თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან. სპეცრაზმი დგას რუსთაველის გამზირსა და ჭანტურიას ქუჩის კვეთაზეც. ადგილზე განლაგებულია წყლის ჭავლისა და სახანძრო-სამაშველო მანქანები. დემონსტრანტთა ძირითადმა ნაწილი კი ამ დროისთვის, სასტუმრო „ბილტმორის“ მიმდებარედ დგას. პერიოდულად აქციის მონაწილეები წინ მიიწევენ, პროტესტის თავდაპირველი ადგილისკენ, […]

Brent-ის ნავთობის ფასი ბარელზე 72,2 დოლარამდე გაიზარდა

ნავთობის ფასი გასული კვირის მნიშვნელოვანი კლების შემდეგ, იზრდება. დღევანდელი მონაცემებით, ბარელი Brent-ის ფასი 72.2 დოლარს შეადგენს, ხოლო WTI-ის ფასი დაახლოებით 68 დოლარია, რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 67 დოლარს შეადგენს. გასულ კვირას Brent-ი 3%-ით დაეცა, WTI – 4,6%-ით. ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობის გაიაფება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას უკავშირდება, რომელიც პირობას დებს, […]

ტრამპი BRICS-ის წევრ ქვეყნებს 100%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრება

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, BRICS-ის სახელმწიფოებს 100%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრება, იმ შემთხვევაში თუ ბლოკი აშშ დოლარის კონკურენტ ვალუტას შემოიღებს. ცხრა ქვეყნისგან შემდგარ ალიანსს, გლობალურ ვაჭრობაში აშშ დოლარის დომინირების შესუსტების მიზნით, საკუთარი ვალუტის შექმნა ბრაზილიისა და რუსეთის წამყვანმა პოლიტიკოსებმა შესთავაზეს, თუმცა პროგრესი, შიდა უთანხმოებამ შეანელა. ტრამპი, რომლის ინაუგურაციაც 20 იანვარს გაიმართება, სხვადასხვა მიმართულებით ტარიფების […]