პრეზიდენტი – სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, რაზეც მათი ბრუტალურობა მეტყველებს – მათ ურიგებენ „ამფეტამინს“ თუ არ ვიცი, სხვა ნივთიერებებს, რაც მათ გამძლეობას განაპირობებს

ეს არის მთელი ქვეყნის აჯანყება, ასეთი მასშტაბური აჯანყება საქართველოს ყველა დიდსა თუ პატარა ქალაქში აქამდე არ მინახავს და არც მსმენია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France Inter-თან ინტერვიუში განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის “რუსეთის დახმარებით და რუსული სისტემით ოსტატურად მოიპარეს“. ამასთან, მისივე თქმით, საქართველოში ამჟამად რუსული […]
მიხაილ როთი – თავისუფლებისთვის მებრძოლებს და თავდადებულ ევროპელებს საქართველოში სჭირდებათ სოლიდარობა საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით

ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა იმ პირს, ვინც პასუხისმგებელია არჩევნების მანიპულაციასა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, ქართველ ხალხს სჭირდება სოლიდარობა საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით. „თავისუფლებისთვის მებრძოლებს და თავდადებულ ევროპელებს საქართველოში სჭირდებათ სოლიდარობა საქმით და არა მხოლოდ […]
საია – 2-3 დეკემბერს აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო – დევნიდნენ დემონსტრანტებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ძალადობრივი მეთოდებით აკავებდნენ და ისროდნენ გაზის კაფსულებს შენობის სახურავიდან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო 2-3 დეკემბრის ღამის განმავლობაშიც აგრძელებდა 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების ძალადობრივი და უკანონო მეთოდებით ჩახშობას. მათივე ცნობით, 2-3 დეკემბერს აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო. „შსს 2-3 დეკემბრის ღამის განმავლობაშიც აგრძელებდა 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების ძალადობრივი და უკანონო მეთოდებით ჩახშობას. აქციის დაშლისკენ დემონსტრანტებს შსს-მ 21:15 საათისკენ […]
ტრამპმა დაასახელა პირველი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მიემგზავრება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეული რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი შაბათს, 7 დეკემბერს მიემგზავრება საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, სადაც დაესწრება ხანძრის შემდეგ აღდგენილი ღვთისმშობლის ტაძრის, ნოტრ-დამის გახსნას. ამის შესახებ დღეს, 3 დეკემბერს თავად ტრამპმა დაწერა სოციალურ ქსელ Truth-ში. დონალ ტრამპის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტაძრის აღსადგენად შესანიშნავი სამუშაო გასწია და მისი გახსნა ყველასთვის განსაკუთრებული დღე იქნება. საფრანგეთი […]
„ქვეყანა ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ აშშ-თან გვქონდეს ძალიან აქტიური და მჭიდრო ურთიერთობა“ – შიო ხეცურიანი

“არქის” გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადება პრობლემურია. შიო ხეცურიანი მიიჩნევს, რომ შტატები საქართველოსთვის ნამდვილად სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყანა ურთიერთობების დაახლოების მიზნით ყველაფერს უნდა ეცადოს. ,,აშშ არის ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად სტრატეგიული პარტნიორი. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-თან გვქონდეს აქტიური, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობა. დარტყმის მასშტაბზე მეტად შინაარსი არის სამწუხარო […]
„მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა“ – ჯო უილსონი

მნიშვნელოვანია, ადამიანებმა, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, შესაბამისი შედეგები მიიღონ და მათზე სანქციები დაწესდეს – მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა „გლობალნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ძალადობის ორგანიზებას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს და „ყველა, ვისაც თავისუფლებისა და დემოკრატიის […]
„მთის“ წყალი 0%-იანი ბრომატით განახლებულ ქარხანაში იწარმოება

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” პორტფელში რეგისტრირებული ბრენდი, ნატურალური მინერალური წყალი „მთის” ახალ ეტაპზე გადავიდა, გაიხსნა დამოუკიდებელი ქარხანა, სადაც წყალი ინოვაციური და განახლებული დანადგარების მეშვეობით იწარმოება. განახლებულ შეფუთვასთან ერთად მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ წყალი “მთის” წარმოებულ პროდუქციაში ბრომატის 0%-იანი შემცველობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” მთის წყალს ქიმიური ნივთიერებების გარეშე აწარმოებს და ბაზარს სრულად ბუნებრივი […]
ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიგრანტები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან

ქართული ოცნების ანტიევროპულ პოლიტიკასთან დაკავშირებით ქართველი ემიგრანტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოში მცხოვრები ადამიანების მიმართ სოლიდარობასა და მხარდაჭერას გამოხატავენ. ისინი აცხადებენ, რომ უახლესი ისტორიის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს მსგავსი კატასტროფული პოლიტიკური ვითარება და რუსეთის მხრიდან, ბიძინა ივანიშვილსა და პარტია ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობით საქართველოს წინააღმდეგ ახალი, ჰიბრიდული მეთოდებით სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რომლის მიზანიც საქართველოს, როგორც პოლიტიკური სუბიექტის […]
მეთიუ მილერი: სანქციებზე ამ ტრიბუნიდან წინასწარ არ ვსაუბრობთ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის განცხადებით, როგორც წესი სანქციების შესახებ წინასწარ არ ავრცელებენ. “როგორც იცით სანქციებზე ამ ტრიბუნიდან წინასწარ არ ვსაუბრობთ, მაგრამ როდესაც სანქციების შესახებ განცხადებები გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ მათ ვაკეთებთ. თქვენ უკვე ნახეთ, რომ სანქციები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ დავაწესეთ, დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები, მივიღეთ სხვა ზომები, საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარი შევაჩერეთ. ჩვენ […]
“მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა” – ჯო უილსონი

დონალდ ტრამპი მხარს უჭერს თავისუფლებას. ის მხარს უჭერს დემოკრატიას. დონალდ ტრამპიც გახლავთ ადამიანი, რომელიც ასევე აპროტესტებს არჩევნებს, რომელიც შესაძლოა, არარეგულირებულად ჩატარდა. ამიტომ, მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა – ამბობს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი “გლობალნიუსთან” ინტერვიუში. უილსონი ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და აქციის მონაწილეების […]