სენატორები რიში და შაჰინი: ქართველი ხალხი იმსახურებს იცოდეს, რომ შეერთებული შტატები არ იქნება ჩუმად მაშინ, როცა სიტუაცია უარესდება

აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი ჯიმ რიში და სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. როგორც სენატორების განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ის კონგრესში არის ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ. მათივე თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს იცოდეს, რომ შეერთებული შტატები არ იქნება ჩუმად მაშინ, როცა სიტუაცია უარესდება. “ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში განვითარებული სიტუაციით, […]
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი გაიზარდა – მიმოხილვა

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი გაიზარდა – 0,01 – 1,48 ევროთი/ლიტრაზე, დიზელის საწვავის საშუალო ფასი გაიზარდა – 0.02 – 1,44 ევროთი/ლიტრაზე. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, დანიაში და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. 30 ნოემბრის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის […]
დღეს, უსამართლობას სახალხო დამცველის ოფისთან გავაპროტესტებთ – საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი

დღეს, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი • GTI Alliance და ტურიზმის სფეროში მოღვაწე ადამიანები ქვეყანაში შექმნილ ვითარებას სახალხო დამცველის ოფისთან გააპროტესტებენ. „3 დეკემბერს 14:00 საათზე, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი • GTI Alliance და ჩვენს სფეროში მოღვაწე ადამიანები, ვინც გმობს ძალადობას! ვიკრიბებით სახალხო დამცველის ოფისთან, – უსამართლობისა და უმოქმედობის გასაპროტესტებლად – ქვეყანაში მიმდინარე დამანგრეველი პოლიტიკის შესაჩერებლად!“ , […]
ალი ბაბაევი, რომელიც ალეკო ელისაშვილს ხელის დარტყმაში ადანაშაულებს, მომხდარის დეტალებს ჰყვება

„საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევი აცხადებს, რომ მას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ბაბაევი „ინტერპრენიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, შემთხვევა გუშინ, საღამო საათებში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან მოხდა. ის ასევე აღნიშნავს, რომ მომხდარის შედეგად კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა უკვე გამოწერეს. „დაახლოებით, 18:00 საათზე, ფილარმონიის ტერიტორიაზე, აფთიაქში […]
ჯო უილსონი – მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა – მნიშვნელოვანია, ადამიანებმა, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, შესაბამისი შედეგები მიიღონ და მათზე სანქციები დაწესდეს

მნიშვნელოვანია, ადამიანებმა, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, შესაბამისი შედეგები მიიღონ და მათზე სანქციები დაწესდეს – მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა „გლობალნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ძალადობის ორგანიზებას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს და „ყველა, ვისაც თავისუფლებისა და დემოკრატიის […]
სალომე ზურაბიშვილი უკრაინიდან „ქართული ლეგიონის“ დაბრუნების და აქციებში მონაწილეობის გეგმაზე – „სრული პროპაგანდა“

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ლეგიონის“ განცხადებას ეხმაურება, სადაც ისინი რუსულ დეზინფორმაციად აფასებენ და უარყოფენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ჩამოსვლას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას გეგმავენ. „ძალიან მნიშვნელოვანი ოფიციალური უარყოფა ყალბი ინფორმაციის შესახებ, თითქოს უკრაინაში მყოფი ქართველი ჯარისკაცები ჩამოვიდოდნენ და საპროტესტო აქციებს შეუერთდებოდნენ. სრული პროპაგანდა. ერთადერთი ომი არის ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ […]
„მეგობრებო, კარგად ვარ, ყველა ვინც დამაკავა აქეთ ვცემე, იმედია, ყველა კარგადაა“- ნინი დედალამაზიშვილი

„მგზავრების“ პროდიუსერი, ნინი დედალამაზიშვილი თავისუფალია. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „მეგობრებო, კარგად ვარ. ყველა ვინც დამაკავა აქეთ ვცემე. იმედია, ყველა კარგადაა, გავიმარჯვებთ სახელოვნად,“-წერს ნინი. ცნობისთვის, ნინი დედალამაზიშვილი გუშინ აქციაზე დააკავეს.
ანა ნაცვლიშვილი – „ქართულ ოცნებას“ ხალხის წინააღმდეგ ომი აქვს გამოცხადებული

რისთვის ხდება ეს ყველაფერი? ევროკავშირში მიგიღებთ – ოღონდ სასამართლო გაათავისუფლეთ, კორუფციას ებრძოლეთ და დეზინფორმაციით ნუ ჭყიპავთ საკუთარ მოსახლეობასო და ამათ არაო, „ღირსებით“, გაზით და ჭავლით უნდა ვიაროთო, ხალხზე უნდა ვინადიროთ და სახე დავულეწოთო, საუკეთესო რუსულ ტრადიციებში როგორცაა, ისეო! – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი „ფეისბუქზე“ წერს. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ხალხის წინააღმდეგ […]
ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია

ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია. ტერიტორია „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს. ამასთან, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია რუსთაველის გამზირზეც. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირიდან წამოსულ ახალგაზრდებს თსუ-ის პირველი კორპუსის მიმდებარედ, ვარაზის ხევისა და კეკელიძის ქუჩის კვეთაზე ტერიტორია ჰქონდათ დაკავებული. მათ თსუ-ის პირველ კორპუსთან გზა ჰქონდათ გადაკეტილი, მოწყობილი ჰქონდათ ბარიკადები და დანთებული ჰქონდათ ცეცხლი. მომიტინგეებმა ტერიტორია სპეცრაზმელებისა და […]
ფოთში, მე-5 საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები გაიფიცნენ

ფოთში, მე-5 საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები გაიფიცნენ. ისინი პროტესტის ნიშნად საგაკვეთილო პროცესს არ დაესწრებიან. გაფიცულები მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ტრანსფარანტებით „არა რუსეთს“, „ევროპული განათლება რუსული ჩრდილის გარეშე“ მივიდნენ და აღმაშენებლის ქუჩა გადაკეტეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ მხოლოდ ევროპული მომავალი უნდათ და გმობენ ყოველგვარ ძალადობას. „აქ მოზარდები ვდგავართ იმისთვის, რომ არ გვინდა რუსული მომავალი და […]