შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის განსახილველად ვიქტორ ორბანი შვედეთის პრემიერ-მინისტრს ბუდაპეშტში იწვევს

შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის განსახილველად ვიქტორ ორბანი შვედეთის პრემიერ-მინისტრს ბუდაპეშტში იწვევს. „დღეს, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მიზნით შვედეთის პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსონს უნგრეთში ვიზიტის მოწვევის წერილი გავუგზავნე“, – წერს ვიქტორ ორბანი X-ზე. შეგახსენებთ, რომ უნგრეთი და თურქეთი ნატო-ს უკანასკნელი წევრები არიან, რომლებსაც ეროვნულ პარლამენტებში შვედეთის ალიანსის წევრობის წინადადების რატიფიცირება არ მოუხდენიათ.

ცესკოს თავმჯდომარისა და პოლიტიკური პარტიების ლიდერების შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ცესკოს თავმჯდომარისა და პოლიტიკური პარტიების ლიდერების შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს. შეხვედრა მედიისთვის დახურულია, თუმცა, დარბაზიდან ხმაური ისმის. სავარაუდოდ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ცესკოს წარმომადგენლებს ცესკო-ში საჯარო მოხელეების ნათესავების ნეიტრალურ წევრებად დანიშვნასთან დაკავშირებით ედავება. ცოტა ხნის წინ შეხვედრა დატოვა ლევან ხაბეიშვილმა, რომელმაც დაადასტურა, რომ ხმაური სწორედ ამ საკითხმა გამოიწვია. ხაბეიშვილის თქმით, ამაზე ცესკოს თავმჯდომარის პასუხია, რომ „კიდევ […]

კეკელიძის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა საცხოვრებელი სახლიდან ოჯახი გამოასახლეს, აქცია მიმდინარეობს

თბილისში, კეკელიძის N1-ში, იქ სადაც აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა მარინა ხატიაშვილის ოჯახი გამოასახლა, აქცია მიმდინარეობს. ოჯახის მხარდამჭერები მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ ადგილზე მივიდნენ. აქციის მონაწილეები ასევე ადგილზე სახალხო დამცველის მისვლას და დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. როგორც მარინა ხატიაშვილმა „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მისი გამოყვანა საცხოვრებელი სახლიდან ძალისმიერი მეთოდებით მოხდა. „გამომათრიეს, თავი დავარტყი. მე არ მახსოვს, როგორ გამომიყვანეს, სასწრაფო დახმარების […]

რევაზ სოხაძე – სადაც ფონდი „ქართუ“ გაიჟღერებს, ოპონენტები ცდილობენ, ეს საკითხი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ – წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული საბჭოს შექმნის საჭიროება არ არსებობს

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე თბილისის საკრებულოში დღეს ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული საბჭოს შექმნის საჭიროება არ არსებობს. „წერეთლის გამზირზე მიმდინარეობს უპრეცედენტო რეაბილიტაცია, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტი ახორციელებს. შეგახსენებთ, რომ მთლიანად იცვლება კომუნიკაციები, ამ საქმეში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური. […]

მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება – ჯონ კირბი

შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, კირბიმ აღნიშნა, რომ რუსები აგრძელებენ უკრაინაზე თავდასხმას დრონებითა და რაკეტებით. “უკრაინის სარდლობას ახლა უწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება იმის შესახებ, თუ რომელი იარაღი და საბრძოლო მასალა გამოიყენოს, ვინაიდან მათ არ იციან, როდის მიიღებენ იარაღის შემდეგ […]

ისრაელის არმიის ყველაზე დიდი დანაკარგი ერთ დღეში – 24 საათში ღაზაში 24 ისრაელელი სამხედრო დაიღუპა

ისრაელის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ერთ დღეში, ღაზაში, 24 ჯარისკაცი დაკარგა. არმიის ცნობითვე, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, სამხედროთა დანაკარგის თვალსაზრისით, გასული ორშაბათი ყველაზე მძიმე დღე იყო, – ამის შესახებ BBC წერს. დაღუპულთაგან 21 რეზერვისტია. ისინი ცენტრალურ ღაზაში, კისუფიმთან ახლოს, აფეთქებას ემსხვერპლნენ. ამასთან, ისრაელის არმია ადასტურებს კიდევ 3 ოფიცრის დაღუპვას სამხრეთ ღაზაში. “ჩვენი გმირების სახელით, მათი […]

დააკავეს კაცი 13 წლის მოზარდის შიშველი ფოტოების გაგზავნის იძულების ბრალდებით

15 წლამდე პატიმრობა ემუქრება 23 წლის კაცს, რომელმაც არასრულწლოვანს შიშველი ფოტოების გადაღება და გაგზავნა აიძულა. გამოძიება ჩაატარა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პროკურატურის წაყენებული ბრალით კი მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გამოძიების მიხედვით, კაცმა 2023 წლის სექტემბერში სოციალური ქსელით გაიცნო 13 წლის გოგო, რომელსაც შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო/ვიდეო კადრების გადაღება და გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლასთან დახვედრით […]

ნატომ 1,1 მილიარდი ევროს ოდენობის კონტრაქტი გააფორმა 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ტყვია-წამლისთვის

ნატომ 1,1 მილიარდი ევროს ოდენობის კონტრაქტი გააფორმა 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ტყვია-წამლისთვის – აცხადებს ალიანსი. ტყვია-წამლის ნაწილი უკრაინას მიეწოდება იმ ჩივილების ფონზე, რომ ტყვია-წამლის ნაკლებობა აფერხებს ამ ქვეყნის საბრძოლო ძალისხმევას იქ შეჭრილი რუსეთის ძალების წინააღმდეგ. “უკრაინაში ომი გადაიქცა ტყვია-წამლის ომად”, – თქვა კონტრაქტის გაფორმების ცერემონიის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს შტაბ-ბინაში, ბრიუსელში. ნატომ ხელშეკრულება გააფორმა […]

თბილისში კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ აქცია გრძელდება

თბილისში, კეკელიძის ქუჩის პირველ ნომერთან, საიდანაც დღეს 23 იანვარს აღსრულების პოლიციამ ხატიაშვილების ოჯახი გამოასახლა, აქცია გრძელდება. აღსრულების პოლიციამ კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების პროცედურა 10:00 საათზე დაიწყო. ბინაში შესასვლელად აღსრულების თანამშრომლებმა კარი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით შეანგრიეს და იქ მყოფი ადამიანები გარეთ ძალის გამოყენებით გამოყარეს. გამოსახლების პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები არიან შეკრებილები. პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა კიდეც, […]

ბორელის თქმით, უკრაინას გადასცემენს რუსული აქტივის ნაწილს, მაგრამ არა გაყინულ 300 მილიარდს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მივიდნენ პოლიტიკურ შეთანხმებამდე, რომლითაც უკრაინა გაყინული რუსული აქტივების ნაწილს მიიღებს, განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელიმ. „თითქმის დარწმუნებული ვარ, [პროცესი] მალე დასრულდება. დისკუსია გაგრძელდება ელჩთა დონეზე“, – ციტირებს ბორელის გამოცემა Kyiv Independent. პოლიტიკოსმა დაამატა, რომ ევროკავშირში სურთ, ოფიციალურად გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს […]