“ერთ-ერთი ყველაზე რთული დღეა” – ნეთანიაჰუ 21 ისრაელელი სამხედროს დაღუპვაზე

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის დროს 21 ისრაელელი სამხედროს დაღუპვას ეხმაურება და ამას ომის დაწყების შემდეგ “ერთ-ერთ ყველაზე რთულ დღეს” უწოდებს. “მე ვგლოვობ დაცემულ გმირ სამხედროებს. მათ ოჯახებს თანადგომას ვუცხადებ და დაჭრილებისთვის მშვიდობაზე ვლოცულობ”, – განაცხადა მან. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ორშაბათს ღაზის სექტორში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს 21 სამხედრო დაიღუპა. […]

ღაზაში სამხედრო ოპერაციის დროს 21 ისრაელელი სამხედრო დაიღუპა

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ორშაბათს ღაზის სექტორში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას მათი 21 სამხედრო ემსხვერპლა. ეს ომის დაწყების შემდეგ ერთი დღის პერიოდში ისრაელის ყველაზე დიდი დანაკარგია.

VIDEO: გერმანელმა წყვილმა ევროპის ჩემპიონატზე ცეკვა “მგზავრების“ სიმღერაზე შეასრულა

ეგერმანულმა წყვილმა – ჯენიფერ იანს ვან რენსბურგმა და ბენჯამინ სტეფანმა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი ცეკვა ქართულ სიმღერაზე შეასრულეს. გერმანიის ჩემპიონებმა თავისუფალ ცეკვად ტანგო აირჩიეს. საკუთარ გამოსვლაში მათ ჯგუფ „მგზავრების“ ‘მუსიკა გამოიყენეს.

ორბანი შვედეთის პრემიერს იწვევს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე სალაპარაკოდ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა 23 იანვარს განაცხადა, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების გამართვის მიზნით, შვედეთის პრემიერ-მინისტრს უნგრეთში მიწვევის წერილი გაუგზავნა. “დღეს მოწვევა გავუგზავნე პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონს, რათა ჩამოვიდეს უნგრეთში და მოვილაპარაკოთ შვედეთის ნატოში გაწევრიანების თაობაზე”, – ამბობს ორბანი პლატფორმა X-ზე. ორბანის განცხადება რამდენიმე საათით უსწრებს შვედეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის პარლამენტში დანიშნულ კენჭისყრას. უნგრეთი […]

ღაზაში მძევლად მყოფი პირების ნათესავები მათი გათავისუფლების მოთხოვნით ისრაელის პარლამენტში შეიჭრნენ

ღაზაში ჰამასის ტყვეობაში მყოფი ადამიანების ათობით ნათესავი 22 იანვარს ისრაელის პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე შეიჭრა და მათ გასათავისუფლებლად შეთანხმების გაფორმება მოითხოვა. ეს მოხდა იმ ფონზე, როცა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეუერთდნენ საერთაშორისო მოწოდებებს ისრაელისადმი, რომ ომის შემდეგ მოლაპარაკება დაიწყოს პალესტინის სახელმწიფოს დაარსების თაობაზე. ამ მოვლენების გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მზარდი ზეწოლის ქვეშაა. ისრაელის საზოგადოების […]

ყოფილი ცოლის ინტიმური ფოტოების გავრცელების ბრალდებით კაცი დააკავეს

დააკავეს 37 წლის კაცი, რომელსაც ბრალად ედება შურისძიების მიზნით ყოფილი ცოლის ინტიმური ფოტოების გავრცელება. ინფორმაციას ავრცელებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. “ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, 1987 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ო.ა.-მა, ყოფილ მეუღლეს მობილური ტელეფონი წაართვა, და საკუთარ მობილურ ტელეფონში დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოები გადაიტანა. აღნიშნულის შემდეგ, ყოფილ მეუღლესთან უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით ინტიმური შინაარსის ფოტოები […]

თეთრი სახლი: მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება

თეთრი სახლის შეფასებით, უკრაინაში მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები მისი თავდაცვისთვის გადამწყვეტი იქნება, ამიტომ კონგრესმა სწრაფად უნდა იმოქმედოს უკრაინის მხარდასაჭერად. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ ისაუბრა. “მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება”. – თქვა კირბიმ. კირბის თქმით, რუსეთი დრონებით და რაკეტებით უკრაინაზე თავდასხმას აგრძელებს. ამის გამო, უკრაინის სარდლობას რთული გადაწყვეტილებების […]

უზბეკი მეცნიერები: შევქმენით პომიდვრის ჯიში, რომელიც COVID-19-ის ვაქცინას შეიცავს

უზბეკი მეცნიერების მტკიცებით, შექმნილია პომიდვრის ახალი ჯიში, რომელიც COVID-19-ის ვაქცინას შეიცავს. ახალი პროდუქტის სახელია TOMAVAC. პირველი ცნობები ჭამადი ვაქცინის შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემა Frontlines-ში დაიწერა. “მეცნიერებმა პომიდვრის გენომში დაამატეს ანტიგენური ცილა S1-ის გენი”. – წერია სტატიაში. სტატიის მიხედვით გამოყვანილი მცენარის ნაყოფი ასინთეზირებს სტაბილურ ანტიგენს S1-ს. ახლო მომავალში TOMAVAC-ს ადამიანებზე გამოცდიან. ადგილობრივი მედიის ცნობით ეს ისტორიაში […]

NATO-მ 155 მმ-იანი ჭურვების შესყიდვის 1.1-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა

NATO-მ 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალისთვის 1.1 მილიარდის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. ალიანსის განცხადების თანახმად, კონტრაქტით ნაყიდი ჭურვების ნაწილი უკრაინას მიეწოდება. “უკრაინის ომი საბრძოლო მასალაზე დაფუძნებულ ბრძოლად იქცა”. – თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში გამართული ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ. ალიანსმა შეთანხმება რამდენიმე მოკავშირის სახელით დადო. ისინი შესყიდულ ჭურვებს ან უკრაინას გადასცემენ, ან საკუთარი […]

9 600 ლარზე მეტი ხელფასი საქართველოში დასაქმებულთა 3.8%-ს აქვს – PMCG

2023 წლის დეკემბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.8%-ით არის გაზრდილი. PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2023 წლის დეკემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 13.5%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო […]