„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სერვისზე სპეციალური ფასი მოქმედებს

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტოიოტას რამდენიმე მოდელისთვის ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სერვისში მომხმარებელი განსაკუთრებულ ფასს გადაიხდის. კომპანიის სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სპეცშეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მიმართოს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“, ისარგებლოს მისი ავტორიზებული სერვისცენტრითა და იქ მომუშავე სერტიფიცირებული ტექნიკოსების მომსახურებით და […]

ოზურგეთში, ავტომობილისა და მოტოციკლის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. ინფორმაციას რეგიონული მედია “გურია TV” ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ექიმები ამბობენ, ახალგაზრდა კაცს მოტეხილობა და ზედაპირული ჭრილობები აღენიშნება.

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ნათია მეზვრიშვილი – აქ იმისთვის მოვედი, რომ მაინტერესებდა, როგორ მუშაობს ელექტრონული სისტემა, მესამე სხდომაა, არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებისგან – „ოცნების“ სასარგებლო იდიოტები და მავნებლები არიან

დღეს აქ მოვედი, რადგან მაინტერესებდა, როგორ მუშაობს ელექტრონული სისტემა და მესამე სხდომაა, სადაც არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებისგან – „ოცნების“ სასარგებლო იდიოტები და მავნებლები არიან, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარისა და პოლიტიკური პარტიების ლიდერების შეხვედრა დატოვა. რაც შეეხება ელექტრონულ სისტემას, როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, არჩევნები არა არჩევნების დღეს, არამედ […]

ლევან ხაბეიშვილი – ცესკო თავიდან ბოლომდე შეზრდილია „ქართულ ოცნებასთან“ და პროცესებს მართავს სუს-ი

ვენეციის კომისიამ შავით თეთრზე დაწერა, რომ ცესკოს ახლანდელი თავმჯდომარის ლეგიტიმაცია დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, ამიტომ ჩემი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში – ასეთი თავმჯდომარის პირობებში, როგორ შეიძლება ცესკოს ჰქონდეს ლეგიტიმაცია. ცესკო თავიდან ბოლომდე შეზრდილია „ქართულ ოცნებასთან“ და პროცესებს მართავს სუს-ი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, მმართველ პარტიას სურს წარმოაჩინოს, რომ […]

აღსრულების ბიურო – კეკელიძის ქუჩაზე, გამოსახლების პროცესისას, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა

აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ბიუროში აღნიშნავენ, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. ასევე, მათივე ცნობით, სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა და დაზიანდა სახელმწიფო ქონება. აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით, გამოსახლების პროცესი აღსრულების […]

იენს სტოლტენბერგი – ნატო 1.2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საარტილერიო საბრძოლო მასალას შეიძენს – რუსეთის ომი უკრაინაში საბრძოლო მასალისთვის ბრძოლად იქცა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა საკუთარი მარაგები შეავსონ

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და ალიანსის მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს (NSPA) გენერალურმა მენეჯერმა, სტეისი კამინგსმა დაახლოებით 220 000 ერთეული 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვის შესაძენად 1,2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმეს. „ჩვენ ახლახან გავაფორმეთ 1,2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები ასობით ათასი 155 მილიმეტრიანი საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად. რუსეთის ომი უკრაინაში იქცა ბრძოლად საბრძოლო […]

ლევან ხაბეიშვილი გიორგი გახარიას პარტიაზე – ბიძინა ივანიშვილის პარტია ნომერი ორი

ბიძინა ივანიშვილის პარტია ნომერი ორი, – ასე აფასებს გიორგი გახარიას პარტიას „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. ხაბეიშვილი პარტია “საქართველოსთვის” წევრის, მეზვრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ უკვირს მისი რეაქცია. “ცესკოს როცა ვამხელ, რომ “ქართული ოცნების” გაგრძელება არიან, ნორმალურია, რომ ეს რეაქცია აქვთ. კმაყოფილები რომ ყოფილიყვნენ ეს გამიკვირდებოდა, თქვენ რატომ გიკვირთ?! ივანიშვილის პარტიის გაგრძელებაა, მეორე […]

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ზურაბ ჩიკვილაძე – ჯანდაცვის მიმართულებით 2024 წელი გამორჩეული იქნება

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, ჯანდაცვის მიმართულებით როგორც გასული, ასევე 2024 წელიც გამორჩეული იქნება. „ჯანდაცვის პროგრამები ფართოვდება როგორც მუნიციპალურ, ასევე ფედერალურ დონეზე. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ერთიანი მიდგომა და სახელმწიფოს მუდმივი მზაობა, რათა ამ მიმართულებით არცერთი ადამიანი არ დარჩეს არსებული სერვისების გარეშე“, – აცხადებს ზურაბ ჩიკვილაძე. მისივე თქმით, თბილისის […]