სამორინე, სასტუმროები, გამაჯანსაღებელი ცენტრი – რისი გაკეთება იგეგმება წყალტუბოს სანატორიუმებში

„წყალტუბოს ახალი სიცოცხლე” პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ 6 ყოფილი სანატორიუმი უკვე გაყიდა. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 31 257 300 ლარი შეადგინა. ვალდებულებების მიხედვით კი ჯამში, ექვსივე სანატორიუმის შემთხვევაში არანაკლებ 87 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. ცნობისათვის, ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გასხვისებულ სანატორიუმებს შორისაა – „წყალტუბო“, „მედეა“, „თბილისი“, „ივერია“, „სამგურალი“ და „უშიშროება. სანატორიუმების […]

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა 36000-ზე მეტი ნერგის და 700 ტ.-ზე მეტი სათესლე მასალის სერტიფიცირება განახორციელა

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, 2015 წლიდან, თესლის, 2017 წლიდან კი, სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესს ახორციელებს. 2023 წელს, სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურმა, განაცხადის საფუძველზე, სათესლე და სარგავი მასალის 27 მწარმოებელი კომპანია შეამოწმა, რომელთაგანაც 8 სერტიფიცირების პროცესში ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, მხოლოდ […]

“რაღაცა გარაჟი შემოგვთავაზა” – აღსრულების ბიურომ კეკელიძის N1-დან ოჯახი გაასახლა

დღეს, 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიურომ გადაუხდელი სესხის გამო ხატიაშვილების ოჯახი გაასახლა. იქამდე, დაპირისპირება მოხდა პოლიციას და მოქალაქეებს შორის, რის გამოც, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. გამოსახლებული მარინა ხატიაშვილის თქმით, “დღეს ჩვენ ვართ მოწმე ერთობლივი საპოლიციო და სააღსრულებო გამოსახლების”. მისი მტკიცებით, პოლიცია მევახშის უფლებებს იცავს. კითხვაზე, რომ პირმა, ვისთანაც დავა ჰქონდა, გამოსახლებულ ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელი სივრცე […]

ირანში მენტალური აშლილობის მქონე პირი სიკვდილით დასაჯეს

23 იანვარს ირანში სიკვდილით დასაჯეს 2022 წლის დემონსტრაციებში მონაწილე პირი, რომელსაც მენტალური აშლილობა ჰქონდა. სიკვდილმისჯილ მუჰამედ ღობადლუს ირანის მთავრობა ბრალად სდებდა დემონსტრაციების დროს თეირანის პროვინციაში, რობათ ქარიმში სახელმწიფო მოხელის მანქანით გატანასა და მის განზრახ მკვლელობას. ახალგაზრდა კაცს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა მოსამართლე აბოლქასემ სალავათიმ, რომელიც, აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტპატიმრების მიმართ არაპროპორციული გადაწყვეტილებების გამო, აშშ-ს მიერ სანქცირებული […]

აღსრულების ბიურო: გაზი არ გამოგვიყენებია, წიწაკის სპრეი თავად ბინაში მყოფებმა გაუშვეს

აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადებას აქვეყნებს, სადაც უარყოფს კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესის დროს გაზის გამოყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ბიუროს განცხადებაში წერია, რომ თავად ბინაში მყოფი პირები ასხამდნენ წიწაკის სპრეის სამართალდამცველებსა და აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებს. “ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი. ასევე […]

ემიგრანტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, არჩევნებში დააფიქსირონ თავიანთი ხმა – 50 ადამიანი სადაც დაფიქსირდება, იქ უნდა გაიხსნას საარჩევნო უბნები – ლევან ხაბეიშვილი

ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პოლიტიკურ პარტიებს ხვდება და არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკას აცნობს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას დადებითად აფასებენ, თუმცა აქცენტს საზღვარგარეთ მყოფ თანამოქალაქეებზე აკეთებენ. პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებსაც უნდა შეეძლოთ. “ემიგრანტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, არჩევნებში დააფიქსირონ თავიანთი ხმა, […]

რეალურად ჩანს, რომ “ნაციონალური მოძრაობაც” და “ლელოც” ერთი და იგივე პოლიტიკური სათავიდან იმართებიან – ირაკლი ქადაგიშვილი

მმართველ გუნდში ჯერემი როზნერისა და “ლელოს” კომუნიკაციას ეხმაურებიან. ჯერემი როზნერი, “კურიერის” ინფორმაციით, “ლელოს” წევრებს დღეს შეხვდება. პარტიაში ადასტურებენ, რომ როზნერთან და მის ლობისტურ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ. როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ “ლელო” “ნაციონალური მოძრაობის” შემადგენელი ნაწილია და ოპოზიციის საერთო მიზანი ქვეყნის იმიჯის შელახვა და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯებია. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა […]

“კეკელიძის ქუჩაზე, გამოსახლების პროცესისას, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა” – თბილისში, ერთ-ერთ კორპუსთან, სადაც დილიდან ხმაური იყო, გამოსახლება დასრულდა

აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ბიუროში აღნიშნავენ, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი, რა დროსაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მათივე ცნობით, სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა და დაზიანდა სახელმწიფო ქონება. აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით, გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის […]

“ნაცმოძრაობას” და მის ანასხლეტებს უცხოეთში ერთი პატრონი ჰყავთ და ის აგზავნის პიარ-კამპანიის ხელმძღვანელებს – გურამ მაჭარაშვილი ლობისტ როზნერზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, “ნაცმოძრაობას” და მის “ანასხლეტებს” ერთი დღის წესრიგი აქვთ, რადგან მათ ერთი პატრონი და ერთი დირიჟორი ჰყავთ უცხოეთში, რომელიც იქიდან ულაგებთ ყველაფერს”. მისი თქმით, უცხოეთში მყოფი “პატრონი”, პიარ-კამპანიის ხელმძღვანელსაც თვითონ არჩევს, რომელიც, ამ შემთხვევაში, ჯერემი როზნერია. “ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ “ნაცმოძრაობას” და მის ანასხლეტებს, ეს იქნება გახარია, […]

ენმ-სთან არანაირი ფორმალური და არც არაფორმალური კომუნიკაცია არ გვაქვს, არც როზნერს აქვს რაიმე კავშირი – ირაკლი კუპრაძე

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, “ლელოს” “ნაციონალურ მოძრაობასთან” არანაირი კომუნიკაცია არ აქვს. ამასთან, კუპრაძემ განმარტა, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” არც ჯერემი როზნერს აქვს რაიმე კავშირი. “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით, ვერაფერს გეტყვით, ჩვენ ამ პარტიასთან არანაირი ფორმალური და არც არაფორმალური კომუნიკაცია არ გვაქვს. ჯერემი როზნერს “ნაციონალური მოძრაობასთან” არანაირი კავშირი არ აქვს. ჯერემი როზნერისა და პარტიის […]