ირაკლი ქადაგიშვილი – მესამე პოლიტიკური ძალის შექმნას სიახლე სჭირდება, ჩვენ კი სიახლე არა გვაქვს – გამომდინარე აქედან, „ფორდ მუსტანგზე“ დასხდებიან თუ „ტოიოტა პრიუსზე“, მაინც ერთი და იგივე შედეგი ექნებათ

მესამე პოლიტიკური ძალის შექმნას სიახლე სჭირდება, ჩვენ კი სიახლე არა გვაქვს – გამომდინარე აქედან, „ფორდ მუსტანგზე“ დასხდებიან თუ „ტოიოტა პრიუსზე“, მაინც ერთი და იგივე შედეგი ექნებათ, – ასეთი პასუხი გასცა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. ქადაგიშვილმა ამავე კონტექსტში განაცხადა ისიც, რომ საქართველოსა და ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში საარჩევნო ბარიერი 5%-ით იმიტომ […]

გერმანიის უზენაესმა სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტია Die Heimat-ის სახელმწიფო დაფინანსების აკრძალვას მხარი დაუჭირა

გერმანიის უზენაესმა სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტია Die Heimat-ის სახელმწიფო დაფინანსების აკრძალვას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს. გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მემარჯვენე ექსტრემისტული ყოფილი „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“, რომელიც ახლა Die Heimat-ის სახელწოდებით მოქმედებს, მინიმუმ მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში სახელმწიფო დაფინანსებას და საგადასახადო შეღავათებს ვეღარ მიიღებს. „გადაწყვეტილება მაშინ იქნა მიღებული, როდესაც მემარჯვენე ექსტრემიზმი ჩვენი დემოკრატიის […]

საკრებულოს სხდომაზე, წერეთლის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის განცხადებას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს და ოპოზიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება, წერეთლის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, საკრებულოში პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებას მოჰყვა. როგორც მან აღნიშნა, 10 თვეა მოქალაქეები აუტანელ პირობებში ცხოვრობენ და რეაბილიტაცია უსაფრთხოების წესების დაცვით არ მიმდინარეობს. „სიმართლე გითხრათ, მჯეროდა, რომ დღევანდელ სხდომაზე თქვენ, კახა კალაძის უმრავლესობა თბილისის საკრებულოში ბოდიშს მაინც მოუხდიდით […]

ირაკლი ქადაგიშვილი – არავის სიამოვნებს ვინმეს დაკავება, დაჭერა, გამოსახლება, ცუდი არავის სიამოვნებს, მაგრამ არსებობს სახელმწიფო, არსებობს კანონი, რომელთა აღსრულებაც არის აუცილებელი

საერთოდ არავის სიამოვნებს, არც არავის დაკავება, დაჭერა, გამოსახლება. ცუდი არავის სიამოვნებს, მაგრამ არსებობს სახელმწიფო, არსებობს კანონი, რომელთა აღსრულებაც არის აუცილებელი იმიტომ, რომ ვიღაცის ინტერესსაც იცავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლებას გამოეხმაურა. ქადაგიშვილი ასევე გამოეხმაურა აღნიშნულ გამოსახლებასთან დაკავშირებით ლევან ხაბეიშვილის […]

ბაკურიანში ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მოწოდება პრობლემურია – ჰოტელიერი

Unix Hotels Georgia-ს დამფუძნებელი, ირაკლი გოგუაძე აცხადებს, რომ ბაკურიანში ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მიწოდება პრობლემურია. როგორც ის “საქმის კურსთან” აღნიშნავს, პრობლემაა გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა.

დაპირების მიუხედავად, კონსერვატორიის თანამშრომლებს ხელფასი არ მოუმატეს

თბილისში კონსერვატორიის თანამშრომლებს ხელფასების გაზრდას გასულ თვეში დაპირდნენ, თუმცა ამის მიუხედავად მათ ანაზღაურება ისევ ძველი ტარიფით დაერიცხათ. კონსერვატორიის თანამშრომლები აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებენ და ხელმძღვანელი პირებისგან პასუხებს ითხოვენ. “კონსერვატორიაში წინა თვეში ხელფასები ვითომ მოგვიმატეს და ამ თვეში ისევ ისეთი დაჯდა, როგორც მანამდე იყო. ისედაც კაპიკებია ხელფასები, დაგვპირდნენ მოგიმატებთო, მაგრამ ახლა ისევ ძველი ტარიფით დარიცხეს,”- აცხადებს კონსერვატორიის […]

აღსრულების ეროვნული ბიურო კეკელიძეზე, გამოსახლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აღსრულების ეროვნული ბიურო კეკელიძის N1-დან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების შესახებ განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ პროცესს კანონის სრული დაცვით ახორციელებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პოლიციის მხრიდან გაზის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. მათი მტკიცებით, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს, რა დროსაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. “2024 წლის 23 იანვრის 11:00სთ-იდან აღსრულების პოლიცია სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო […]

შევისწავლით აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას, ვარკვევთ დაკავებულთა ადგილსამყოფელს | ომბუდსმენი გამოსახლებაზე

სახალხო დამცველი თბილისში, კეკელიძის N1-დან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას ეხმაურება და ამბობს, რომ აპარატი შეისწავლის გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას. ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ აპარატი არკვევს დაკავებული პირების ადგილსამყოფელს, მათი მონახულებისა და შემდგომი რეაგირების მიზნით. გამოსახლების პროცესის დროს ოჯახი ითხოვდა სახალხო დამცველი ადგილზე მისულიყო. მოგვიანებით, ქალი, რომელიც გამოასახლეს უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. “საქართველოს სახალხო დამცველი […]

კობიაშვილის აღიარება – 21-ე საუკუნის სიმბოლურში

fussballtransfers-მა გელზერკირხენის “შალკეს” 21-ე საუკუნის საუკეთესო 11-ეული დაასახელა, სადაც ლევან კობიაშვილიც შევიდა: “დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე მანუელ ნოიერი სწორედ “შალკეში” ჩამოყალიბდა. ცენტრალური მცველები – ჰიოვედესი და ბორდონი, მარჯვნივ – დაუღლელი რაფინია, მარცხნივ კი – ქართველი ლევან კობიაშვილი. გელზერკირხენულ კლუბს ყოველთვის მაღალი დონის ნახევარმცველები ჰყავდა. თერთმეტეულს მიღმა ისეთი მოთამაშეები დარჩნენ, როგორებიც ვილმოტსი და ლინკოლნი არიან. […]

ომბუდსმენის ინფორმაციით, კეკელიძეზე, გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე 7 პირია დაკავებული

სახალხო დამცველის ინფორმაციით, კეკელიძის N1-ში გამოსახლების გაპროტესტებისას აქციაზე 7 პირი დააკავეს. სახალხო დამცველი თქმით, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებისას აქტივისტებმა დაზიანებები მიიღეს. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას შეისწავლიან. ასევე, აპარატი არკვევს დაკავებული პირების ადგილსამყოფელს მათი მონახულებისა და შემდგომი რეაგირების მიზნით. სახალხო დამცველის თქმით, ომბუდსმენი თვალყურს ადევნებს კეკელიძის N1-ში მიმდინარე იძულებითი […]