საქპატენტი „ზეგაანის“ შესახებ შესახებ სტატიას აქვეყნებს

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი „ზეგაანის“ შესახებ შესახებ სტატიას აქვეყნებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ზეგაანის ღვინის განვითარება პირდაპირ პროპორციულადაა მიბმული წინანდლის ღვინის ისტორიაზე. „ეს ორი სოფელი ერთმანეთისგან მხოლოდ 20 კილომეტრითაა დაშორებული. შესაბამისად, მე-19 საუკუნის ბოლოს, წინანდალში დაწყებული პროცესები – ღვინის ქარხნის აშენება, წარმოების გაფართოება, მამულების შესყიდვა და ვენახების გაშენება პირდაპირ აისახა ზეგაანში […]
დაცულ ტერიტორიებზე შესვლის ფასები იზრდება

2024 წლის 1-ელი მარტიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესვლის ფასები იზრდება. დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, გაზრდილი შემოსავლები ხელს შეუწყობს რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკური ეფექტის ზრდას და ბუნების მდგრად მართვას. სააგენტოს ინფორმაციით, იმისთვის, რომ საქართველოში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობა იყოს უფრო ეფექტიანი, როგორც გარემოსდაცვითი მიმართულებით, ისე ეკოტურიზმის განვითარების კუთხით, აუცილებელი გახდა ბილეთების ფასების ცვლილება: 6 წლამდე […]
ვასიფ ჰუსეინოვი – სომხეთმა უნდა გამოიყენოს უნიკალური სამშვიდობო შესაძლებლობა აზერბაიჯანთან

პრეზიდენტმა ალიევმა კიდევ ერთხელ დასძინა, რომ მის ქვეყანას არ აქვს ასეთი განზრახვები და უარყო სომხეთისა და მისი დასავლელი მხარდამჭერების მიერ გავრცელებული ჭორები აზერბაიჯანის სავარაუდო გეგმების შესახებ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრასთან დაკავშირებით. 8 იანვარს ადგილობრივ ტელეარხებთან ინტერვიუში აზერბაიჯანის ლიდერმა ხაზი გაუსვა ასეთი თავდასხმის საფუძვლის არარსებობას და უარყო რაიმე მიმდინარე მომზადება. პრეზიდენტმა ალიევმა მოუწოდა სომხეთს ჩაერთოს ორმხრივ […]
ხატია დეკანოიძე – ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს უფლება, რომ დაიქირაოს პიარ კონსულტანტი – ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, მათ შორის, იცით, რომ ლობისტების მთელი არმია ჰყავდა დაქირავებული „ქართულ ოცნებას“

ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს იმის უფლება, რომ დაიქირაოს პიარ კონსულტანტი. ეს ძალიან ჩვეულებრივი პრაქტიკაა, მათ შორის, იცით, რომ ლობისტების მთელი არმია ჰყავდათ დაქირავებული „ქართულ ოცნებას“, რომელსაც უხდიდა ძალიან ბევრ ფულს, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა პიარ კონსულტანტ როზნერთან დაკავშირებით, რომ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ პიარ […]
გიორგი შარაშიძე – „ქართულ ოცნებას” გასაგებია რომ არა თუ არ სიამოვნებს, უბრალოდ არ შეუძლია და არ აქვს უნარი, რომ სიმართლე მოისმინოს – დღეს რაც ვიხილეთ, ეს იყო მთელი უმრავლესობის შეტევა ერთ ადამიანზე, ერთ გუნდზე

„ქართულ ოცნებას” გასაგებია რომ არა თუ არ სიამოვნებს, მას უბრალოდ არ შეუძლია და არ აქვს უნარი, რომ სიმართლე მოისმინოს – დღეს რაც ვიხილეთ, ეს იყო მთელი უმრავლესობის შეტევა ერთ ადამიანზე, ერთ გუნდზე,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოში, ფრაქცია „საქართველოსთვის” წევრმა გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციით საზოგადოებისთვის შექმნილი დისკომფორტისთვის მან „ქართული ოცნების” დეპუტატებს […]
ჯანდაცვის სამინისტრო – ახალი, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მოსაწყობად, უახლოეს მომავალში, დაიწყება თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობის დემონტაჟი

ახალი, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მოსაწყობად, უახლოეს მომავალში, დაიწყება თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობის დემონტაჟი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გადაწყვეტილება კლინიკის წინაშე არსებული მასშტაბური პრობლემებისა და გამოწვევების, ასევე, ხუთი სხვადასხვა ექსპერტული დასკვნის საფუძველზე იქნა მიღებული. „პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ისე – საერთაშორისო ექსპერტები. […]
გიორგი ტყემალაძე – ფონდ „ქართუს“ მიმართ თქვენი განცხადებები უსაფუძვლოა და დანაშაულია

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან ფონდ „ქართუს“ მიმართ წაყენებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ოპონენტებს არ სურთ თვალი გაუსწორონ სიმართლეს, არ უნდათ აღიარონ, თუ რა მასშტაბის საქმიანობა აქვს გაწეული ფონდ „ქართუს“ დედაქალაქში. „მათ ხომ ძალზე კარგად უწყიან, თუ რამდენი უმნიშვნელოვანესი ობიექტი გადაარჩინა ფონდმა, თუმცა ამას ჯიუტად არ აღიარებენ. ვფიქრობ, რომ მეტი პასუხისმგებლობა […]
აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, „აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე“ 700-ზე მეტი „დამრღვევი“ დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, უწყებისა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დირექტორატის თანამშრომლებმა ე.წ. „აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე“ სასაზღვრო კანონმდებლობის 700-ზე მეტი „დამრღვევი“ დააკავეს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, სისხლის სამართლის კოდექსის „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე კი 15 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო […]
ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, შეისწავლიან გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას, ასევე, არკვევენ დაკავებულების ადგილსამყოფელს, მათი მონახულებისა და შემდგომი რეაგირების მიზნით

სახალხო დამცველი კეკელიძის N1-ში მიმდინარე იძულებითი წესით გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ომბუდსენის განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატში ცხელი ხაზზე შესული განცხადების თანახმად, დაკავებულია შეკრების მონაწილე 7 პირი, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ მიიღეს დაზიანებებიც. მათი ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას. ასევე, აპარატი არკვევს დაკავებული პირების ადგილსამყოფელს, მათი […]
ადვოკატის განცხადებით, 23 წლის სამხედრო, რომელიც 13 წლის გოგონას პირადი ცხოვრების ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს, დუმილის უფლებას იყენებს

23 წლის სამხედრო, რომელიც 13 წლის გოგონას პირადი ცხოვრების ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს, დუმილის უფლებას იყენებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდართან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს და მტკიცებულებებზე საუბრობს, ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდება მხოლოდ მოსაზრებების საფუძველზეა წარდგენილი. კობაიძის თქმით, მძიმე ბრალდებებით […]