რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინაში „სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს” დაარტყა

უკრაინის ქალაქებზე დღევანდელ მასირებულ შეტევას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უწოდა „ჯგუფური დარტყმა“ უკრაინის „სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე”. თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა „შორ მანძილზე მოქმედების მაღალი სიზუსტის იარაღით“ დაარტყეს ობიექტებს, სადაც უკრაინა „აწარმოებდა რაკეტებს, საბრძოლო მასალებს და ასაფეთქებელ ნივთიერებებს” და ყველა ეს ობიექტი „განადგურებულია“. რუსეთი ისევ არაფერს ამბობს სახლების ნგრევასა და მსხვერპლზე […]
პოლიციამ კეკელიძის N1-დან ოჯახის გამოსახლების დროს სულ მცირე 10 ადამიანი დააკავა

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, თბილისში, კეკელიძის N1-ში, პოლიციამ სულ მცირე 10 ადამიანი დააკავა. დილიდან, ოჯახის გამოსახლების პროცესის დაწყებამდე, კორპუსთან აღსრულების პოლიციასთან ერთად მისული იყო საპატრულო პოლიციაც. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრიდან”, რომლის იურისტებიც იცავენ დაკავებულებს. ყველა დაკავებული გადაყვანილია შსს-ს შენობაში, რომელიც მდებარეობს თბილისში, კახეთის გზატკეცილზე. შსს-ს დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ […]
ამ პროცესის დასაწყისი პირობითი იყო, ახლა უკვე კანდიდატი ხართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ბევრი აქვს გასაკეთებელი – ევროდეპუტატი ნაჩო სანჩეს ამორი

ევროპარლამენტის საგარეო და საკონსტიტუციო საქმიანობის კომიტეტებმა დღეს მხარი დაუჭირეს ანგარიშს ევროკავშირის ინტეგრაციის გაღრმავების შესახებ სამომავლო გაფართოებისთვის. ანგარიში მას შემდეგ მომზადდა, რაც ევროკავშირმა მომავალი გაფართოების სავარაუდო თარიღად 2030 წელი დაასახელა. დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ ევროდეპუტატები მხარს უჭერენ ორგანიზაციის გაფართოებას და მას გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებენ. აქ ასევე აღნიშნულია, რომ, თავის მხრივ, საჭიროა ევროკავშირის შიდა რეფორმირება და მომზადება […]
წინა არჩევნებშიც გვყავდა სხვა კომპანია კონსულტანტად, ახლა გვყავს კონსულტანტი – ამერიკული კომპანია და მალე ევროპულიც გვეყოლება – დავით უსუფაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, “ლელოს” წინა არჩევნებშიც ჰყავდა უცხოელი კონსულტანტებიც და ახლაც ჰყავს, მაშ შორის, ის კომპანია, რომელშიც როზნერი მუშაობს. უსუფაშვილის განმარტებით, “ლელოს” პიარსტრატეგია სხვა პარტიების სტრატეგიას არ ემთხვევა და არც რაიმე კავშირი აქვს სხვა ოპოზიციურ პარტიასთან. “წინა არჩევნებშიც გვყავდა სხვა კომპანია კონსულტანტად. ახლა გვყავს კონსულტანტი – ამერიკული […]
ფონდში “ქართუ” საკრებულოს ოპოზიციის მხრიდან ისნის რაიონში დაგეგმილ მშენებლობაზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე საუბრობენ

საკრებულოს ოპოზიციის მხრიდან ისნის რაიონში დაგეგმილ მშენებლობაზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე საუბრობს ფონდი “ქართუ”. ფონდში განმარტავენ, რომ “ქართუს” შვილობილი სამი კომპანიის საკუთრებაში რამდენიმე მიწის ნაკვეთი არსებობდა და მათი რეალიზაცია გადაწყდა. “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარის, ნიკო ჩხეტიანის განცხადებით, ფონდი აქტივებს ავითარებს, ყიდის ან აქირავებს და შემოსულ თანხებს საქველმოქმედო პროექტებისთვის იყენებს. “ისნის რაიონში არსებულ მიწის […]
რა ფორმულაც არ უნდა შეიმუშაოს ცესკო-მ, თუ ხალხმა ხმა არ მისცა პარტიებს, ისინი ვერ გაიმარჯვებენ – გურამ მაჭარაშვილი

“ხალხის ძალის” ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიციას ხალხმა არ დაუჭირა მხარი, ცესკო ვერ შეიმუშავებს ფორმულას, რომლითაც ისინი გამარჯვებულები დარჩებიან. მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების კვლევითაც ჩანს, რომ მათ უმეტესობას 2%-იანი ბარიერის გადალახვაც კი არ შეუძლია. “თუ ხალხი არ გენდობა, როგორი არჩევნებიც არ უნდა ჩაატარო, ყოველთვის წააგებ. დღევანდელი გამოკითხვით, მათივე კვლევებითაც დგინდება, რომ ეს ხალხი 1 […]
არ უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას პროპაგანდა შეასაღონ – ხაბეიშვილი “ხალხის ძალის” განცხადებაზე

“ხალხის ძალის” განცხადებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა – “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ კითხვებზე პასუხები ამ თემაზე უკვე გაცემულია. „ეს არის პროპაგანდის შემადგენელი ნაწილი და იმ მესიჯების გატანა საჯარო სივრცეში, რომელზეც ფიქრობენ, რომ მათთვის მომგებიანია. არ უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას პროპაგანდა შეასაღონ, და არ ვილაპარაკოთ და არ ვახსენოთ ის წინადადებათა წყობა, რასაც ისინი […]
უცხოეთში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი საარჩევნო კანონმდებლობით რეგულირდება – გიორგი კალანდარიშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა. მისი თქმით, საარჩევნო კანონმდებლობაში გაწერილია, თუ როდის და რა ფორმულით შეუძლია ემიგრაციაში მყოფ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. “უცხოეთში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი რეგულირდება საარჩევნო კანონმდებლობით და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, რომლებიც ადგენენ შესაბამის ვადებს, წესსა და პროცედურებს, თუ […]
ხმაური თბილისის საკრებულოს სხდომაზე – დაპირისპირება გახარიას გუნდის წევრებსა და “ქართულ ოცნებას” შორის წერეთლის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით მოხდა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. დაპირისპირება გიორგი გახარიას გუნდის წევრებსა და “ქართულ ოცნებას” შორის მოხდა. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, პარტია “საქართველოსთვის” წევრების მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები გახდა, რასაც უმრავლესობის წევრები არ დაეთანხმნენ. “მჯეროდა, რომ დღევანდელ სხდომაზე თქვენ, კახა კალაძის უმრავლესობა, თბილისის საკრებულოში ბოდიშს მაინც მოუხდიდით თბილისელებს, მათ შორის, წერეთლის გამზირზე მცხოვრებლებს, რომლებიც, ბოლო 10 თვეა, აუტანელ […]
აღსრულების ბიურო: კრედიტორი მოვალეს ალტერნატიულ ფართს სთავაზობდა, მოვალემ უარი თქვა

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, კეკელიძის N1-ში სადავო საქმესთან დაკავშირებით კრედიტორმა მევალეს შესთავაზა საცხოვრებელი ფართის ალტერნატივა, თუმცა მარინა ხატიაშვილმა უარი თქვა. მათივე ცნობით, გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციამ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ გადაავადა. “ამ დროის მანძილზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმის მორიგებით დასრულების მიზნით, გაატარა ყველა ღონისძიება, აქტიურად მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკებები, სადაც კრედიტორი მოვალეს სთავაზობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ […]