რა ფორმულაც არ უნდა შეიმუშაოს ცესკო-მ, თუ ხალხმა ხმა არ მისცა პარტიებს, ისინი ვერ გაიმარჯვებენ – გურამ მაჭარაშვილი

“ხალხის ძალის” ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიციას ხალხმა არ დაუჭირა მხარი, ცესკო ვერ შეიმუშავებს ფორმულას, რომლითაც ისინი გამარჯვებულები დარჩებიან.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების კვლევითაც ჩანს, რომ მათ უმეტესობას 2%-იანი ბარიერის გადალახვაც კი არ შეუძლია.
“თუ ხალხი არ გენდობა, როგორი არჩევნებიც არ უნდა ჩაატარო, ყოველთვის წააგებ. დღევანდელი გამოკითხვით, მათივე კვლევებითაც დგინდება, რომ ეს ხალხი 1 და 2 %-ს ვერ ცდება. რა ფორმულაც არ უნდა შეიმუშაოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, თუ ხალხმა ხმა არ მისცა პარტიებს, ისინი ვერ გაიმარჯვებენ “, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი