გურჯაანში 14 წლის არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულ ბიძას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა. მოსამართლე იოსებ აბრამიშვილმა გარდაცვლილი მეუღლის ძმისშვილის გაუპატიურებაში მხილებულ 45 წლის კაცს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მამაკაცი ამ დრომდე კომაშია და საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რადგან მას შემდეგ რაც არასრულწლოვანის ბიძამ, გოგოს გაუპატიურების შესახებ შეიტყო, მოძალადე სიძეს ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. […]

ლევან ხაბეიშვილი – დეკლარაციებში ავიწყდებათ სახლები, ამ დროს პირდაპირ ეთერში გვაყურებინეს, როგორ გამოაგდეს მოქალაქე სახლიდან ზამთარში, ყინვასა და სიცივეში

პირდაპირ ეთერში გვაყურებინა მილიარდერმა, ძალით მევახშე ბანკირმა, როგორ გამოაგდო მოქალაქე სახლიდან ზამთარში, ყინვასა და სიცივეში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. ის თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან ოჯახის გამოსახლებას გამოეხმაურა და მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულა. „მილიარდერი ოლიგარქის პირობებში, დეკლარაციებში ავიწყდებათ სახლები, იმდენ სახლს, იმდენ ვილას იშენებენ, ტყეებს იერთებენ, […]

ვლადიმერ ბოჟაძე – გასაკვირია, რატომ ერქვა ოპოზიციისთვის 2012 წლამდე ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ქველმოქმედება და რატომ ეძახიან დღეს იგივე ქველმოქმედებას პოლიტიკურ მიზნებს

ერთი ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება გაგიხარდათ ოპოზიციას და მეორე 26 ოქტომბერს გაგიხარდებათ არჩევნების შედეგები, – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებისა და ფონდი „ქართუს“ საქმიანობის შესახებ საუბრისას გააკეთა. როგორც ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ვერ გაუხარდებოდა, რადგან იციან, რომ ეს მათთვის სავალალო შედეგებს მოიტანს. „კარგად […]

შალვა ოგბაიძე საკრებულოს ოპოზიციას – თქვენ ბრძანდებით პოლიტიკურად დაშლილები – მოთოკეთ ნერვები და დაელოდეთ არჩევნებს!

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია პოლიტიკურად დაშლილია და მათთვის ყველაფერი მიუღებელია, რაც კეთდება. „პრობლემა ის არის, რომ ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს საკითხი ისე, რომ ყველაფერი რაც კეთდება, მიუღებელია. აი, მაგალითად, მშენებლობა არის მიუღებელი, აღმშენებლობა არის მიუღებელი, გზების გაკეთება მიუღებელია მათთვის, ქველმოქმედებაც მიუღებელია. ამდენი სიკეთე გაკეთდა ფონდ „ქართუს“ მიერ და ამის […]

ვატო სურგულაძე საკრებულოში „ქართული ოცნების” წევრებს – ერთხელ თქვით, რომ შეგეშალათ, ყოველთვის ვიღაც არის დამნაშავე, თქვენ – არასდროს – ვერცერთი დიდი პროექტი დროულად ვერ დაამთავრეთ!

ერთხელ თქვით, რომ შეგეშალათ, ყოველთვის ვიღაც არის დამნაშავე, თქვენ – არასდროს – ვერცერთი დიდი პროექტი დროულად ვერ დაამთავრეთ! – ასე მიმართა თბილისის საკრებულოში პარტია „ლელოს“ წევრმა, ვატო სურგულაძემ საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების” წევრებს. როგორც მან აღნიშნა, შეცდომა ადამიანურია და მისი მოკვლევა უნდა მოხდეს. „აქ წერეთლის გამზირზე არ არის საუბარი, საუბარია ტენდენციაზე. ხიზანიშვილის ქუჩა 3 წელი […]

გიორგი კალანდარიშვილი – უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე არ არიან, კანონმდებლობა ითვალისწინებს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საარჩევნო რეგისტრაციის გავლას

დღეს ხელმოწერების შეგროვება სამართლებრივი პროცედურების არც ერთ ეტაპზე არანაირად გათვალისწინებული არ არის – უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე არ არიან, კანონმდებლობა ითვალისწინებს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საარჩევნო რეგისტრაციის გავლას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით და ხელმოწერების შეგროვებას. მისივე თქმით, შესაბამისი უწყებები ცესკოს […]

ოთარ გრიგოლია – წარმოუდგენელი რამ ხდება – კეზერაშვილი, რომელმაც ქართული ჯარი გაძარცვა, „ქართუს“ მიერ ქველმოქმედების მიზნით დახარჯულ მილიარდებს იწუნებს – ოპოზიცია ჭიქაში ქარიშხლის დატრიალებას ცდილობს

წარმოუდგენელი, გაუგონარი და კომიკური რამ ხდება ქართულ პოლიტიკურ ველზე – კეზერაშვილი, რომელმაც ქართული ჯარი გაძარცვა და ქვეყნიდან გაიქცა, ახლა კი ევროპელი პენსიონერების ძარცვას აგრძელებს, ფონდ „ქართუს“ მიერ ქველმოქმედების მიზნით დახარჯულ მილიარდებს იწუნებს, – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ გააკეთა. სიტყვით გამოსვლისას ოთარ გრიგოლიამ […]

ი.პ Yandex-ის მფლობელი რუსეთში რეგისტრირებული კომპანია გახდა

რუსეთში მთავარი იურიდიული პირის Yandex-ის მფლობელი ნიდერლანდური Yandex N.V.-ის ნაცვლად სააქციო საზოგადოების საერთაშორისო კომპანია (МКАО) Yandex გახდა, რომელიც 2023 წლის დეკემბერში კალინინგრადის რეგიონშია რეგისტრირებული. МКАО Yandex ასევე გახდა შპს Tekhnoyak-ის 100% და Yandex DC-ის 49% მფლობელი, რომლებიც დაკავშირებულია Yandex-თან. აღნიშნული ინფორმაცია იურიდიული პირების ერთიანი სახელმწიფო რეესტრშია მოცემული. ეს დაკავშირებულია Yandex-ის გაყიდვის მცდელობასთან, მისი საერთაშორისო და […]

მოულოდნელი დაძაბულობა ირანსა და პაკისტანს შორის ბელუჯების საკითხის გარშემო

2023 წლის 16 და 18 იანვარს ირანმა და პაკისტანმა ერთმანეთის ტერიტორიაზე გაუფრთხილებლად სარაკეტო იერიშები მიიტანეს. თავდასხმების მიზეზად ორივე მხარემ ბელუჯების სამხედრო სამიზნეების განადგურება დაასახელა. ბელუჯები პაკისტანის, ირანის და ავღანეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ჯგუფია, რომელთა გამათავისუფლებელი მოძრაობა ირანსა და პაკისტანში პერიოდულად მწვავედ აქტიურდება და გარკვეულწილად აყალიბებს რეგიონის გეოპოლიტიკურ დინამიკას. ირანი და პაკისტანი მსოფლიოს დიდი პოლიტიკური აქტორები […]

ომბუდსმენი: შევისწავლით გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, თვალყურს ადევნებენ კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე იძულებით გამოსახლებას და შეისწავლიან პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას. “გავრცელებული ინფორმაციით, სააღსრულებო პოლიციამ გამოსახლების პროცესის მიმდინარეობისას გამოიყენა ძალა, მათ შორის, საცხოვრებელი კორპუსის და სახლის კარი სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით გახსნეს. ასევე, იძულებითი გამოსახლების გასაპროტესტებლად შეკრებილი პირები ავრცელებენ ინფორმაციას საცხოვრებელში გაზის გამოყენების თაობაზე. სახალხო დამცველის აპარატში ცხელი […]